ილია II - ციტატები, გამონათქვამები
ილია II - ციტატები, გამონათქვამები ილია II | გამონათქვამები, ციტატები
თითოეული ადამიანის და განსაკუთრებით კი მორწმუნე ქრისტიანის ვალია, ყოველგვარი საშუალებით წინ აღუდგეს ომის გაჩაღების საფრთხეს.
სულიერი განწმენდის, აღსარებისა და ზიარების შემდეგ ადამიანი გარდამავალი ფერებით მბრწყინავ ანდამატივით ნათობს: მისი სული ხდება სავანე სიყვარულისა, თავმდაბლობისა, სიმშვიდისა, მოთმინებისა, სიწმინდისა, ლოცვისა, მარხვისა და სხვა იმ მაღა... იხილეთ სრულად
თითოეული ჩვენგანი ღვთივქმნილი მშვენიერი ჭურჭელია, რომელიც უფლის მადლით უნდა იყოს სავსე და წარმოადგენდეს ტაძარს სულისა წმიდისა.
"ჭეშმარიტი სიბრძნისმოყვარენი და ძმათმოყვარენი, - ამბობს წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველი, - ესწრაფვიან ქმნას სიკეთისას თავად სიკეთისათვის და არა პატივისათვის ცათა შინა" (წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველი, თხზ. მ. 1889. გვ. 97).
სიკეთის ქმნა ადამიანის ისეთივე ბუნებრივი თვისება უნდა იყოს, როგორც კეთილი ხისათვის კეთილი ნაყოფის გამოღება, ხოლო ბოროტება ისევე შეუძლებელი - როგორც ვერ ჴელ-ეწიფების ხესა კეთილსა ნაყოფისა ხენეშისა გამოღებად (მთ. 7, 18).
მაზიარებელნი, უერთდებიან რა მაცხოვარს, მისი საშუალებით უკავშირდებიან ერთმანეთს მტკიცე ორგანული კავშირით და ქმნიან ქრისტეს ერთიან მისტიურ და ამავე დროს რეალურ სხეულს - ეკლესიას.
მღვდლის წინაშე თქმული აღსარება აუცილებელი პირობაა სინანულისა, რადგანაც მოძღვარს ღვთისაგან აქვს მინიჭებული უფლება ცოდვათა მიტევებისა.
პატივმოყვარეობა, სიზარმაცე, სასოწარკვეთილება, მრუშობა, სიძუნწე, სიძულვილი, ღვარძლი, განკითხვა... ისინი გვაშორებენ ღმერთს და შინაგან ჰარმონიას ურღვევენ ჩვენს სულს.
განარიდეთ გულნი თქვენნი შურსა, ხედვიდეთ რა წარმატებას მოყვასისა თქვენისა, იხარებდეთ მის თანა. დაეხმარეთ ნიჭმიმადლებულს, გამოავლინოს თავისი შესაძლებლობანი. გახსოვდეთ, ღმერთი თქვენს გულს ხედავს და მოგაგებთ სიმდიდრისაებრ გულისა თქვენ... იხილეთ სრულად