სიყვარული ღვთისადმი - ციტატები, გამონათქვამები
სიყვარული ღვთისადმი - ციტატები, გამონათქვამები სიყვარული ღვთისადმი, გამონათქვამები
გამოღვიძებული და მონანიე სული ჩვილ ბავშვს ჰგავს. გაიხსენე რას ეუბნებოდა მაცხოვარი ნიკოდიმოსს ადამიანის ხელახლად შობის თაობაზე (იხ. იოან. 3, 1-21). ახალშობილი სულისათვის აუცილებელია, რომ ქრისტეს სიტყვით იკვებოს, განიწმინდოს ლოცვითა... იხილეთ სრულად
ადამიანის სული ღმერთს ეკუთვნის. მან ის თავისთვის შექმნა; ადამიანის სული - ეს ღვთაებრივი სიყვარულის ობიექტია, მთელს ქმნილ სამყაროში ერთადერთი ძვირფასეულობაა, რომლის თავისად ქონა სურს უფალს.
ძნელია ღვთის სიყვარულის მოხვეჭა, თუ ჩვენს სიყვარულს არ გავიტანთ ჩვენი პატარა ოჯახის საზღვრებს გარეთ, რათა შევიდეთ დიდ ოჯახში - ადამის, ღმერთის ოჯახში.
ჩვენ უნდა გვიყვარდეს ქრისტეს პიროვნება. ეს სიყვარული აუცილებელია ჩვენი სულებისთვის. და ასევე სიყვარული ღვთის ქმნილებებისადმი: ცხოველებისადმი, ხეებისადმი, ყვავილებისადმი, ფრინველებისადმი და უპიველეს ყოვლისა, ღვთის უსრულყოფილესი ქმნ... იხილეთ სრულად
შვილო ჩემო, დე, შენს გულს მარად აღავსებდეს ზეციური სიყვარული და ეს სიყვარული განხორციელდეს მხოლოდ მაღალ და ღვთიურ სურვილებში; მაშინ მოისმენ ღვთიურ საუბარს სიძისა, რომელსაც თაყვანს სცემ და რომელიც მოხარულია შენთან საუბრისა. როდესაც... იხილეთ სრულად
შეიყვარე ერთადერთი (ღმერთი, მთარ.), რათა შეგიყვაროს ყველამ. არამხოლოდ ადამიანებს ეყვარები, არამედ უტყვ ცხოველსაც, ვინაიდან ღვთის მადლი, როცა გარეთ გამოდის, აელექტროებს და თავისკენ იზიდავს იმას, რაც მის წინ არის. ოღონდ შენ არა მარტ... იხილეთ სრულად
ყოველ გონიერ ქმნილებაში, გინდ მამაკაცი იყოს ის და გინდ ქალი, არის ძალი სიყვარულისა, რომლის მეოხებითაც ადამიანებს უნარი აქვთ მიემთხვიონ სიყვარულს ღვთისას და კაცისასაც. ღვთივსულიერთ ღვთაებრივი უყვართ ყოველივეში, ხორციელთ კი - სხეუ... იხილეთ სრულად
ღმრთის სიყვარული მაშინ გამოჩნდება, როდესაც ადამიანის გულში განუწყვეტელი ბრძოლა წარმოებს ბოროტსა და კეთილს, სიწმინდესა და უწმინდურებას შორის. და როცა იგი ცდილობს სიცრუესა და უწმინდურებას მადლითა და ჭეშმარიტებით სძლიოს. იგივე ბრძოლა... იხილეთ სრულად
ღმერთმა ადამიანებს მისცა სიტყვა “სიყვარული”, რათა მათ ასე დაერქმიათ მისადმი დამოკიდებულებისათვის. როდესაც ადამიანები ბოროტად იყენებენ ამ სიტყვას და მას თავიანთ მიწიერ დამოკიდებულებას არქმევენ, მაშინ იგი კარგავს თავის აზრს. იხილეთ სრულად
ღვთისადმი სიყვარული გამოულეველი საგანძურია; ვინც მას ფლობს, მდიდარია; ვისაც არა აქვს - ღატაკი.