როგორც შეუძლებელია გემის გარეშე ზღვის გადაცურვა და მყუდრო ნავსადგურის მიღწევა, ასევე შეუძლებელია მართლმადიდებელი ეკლესიის სწავლების მორჩილების გარეშე სულიერი ცხონების მიღწევა. დედასავით შეიყვარე იგი, დაემორჩილე მას და გეშინოდეს ღმ...
იხილეთ სრულად
როგორც შეუძლებელია გემის გარეშე ზღვის გადაცურვა და მყუდრო ნავსადგურის მიღწევა, ასევე შეუძლებელია მართლმადიდებელი ეკლესიის სწავლების მორჩილების გარეშე სულიერი ცხონების მიღწევა. დედასავით შეიყვარე იგი, დაემორჩილე მას და გეშინოდეს ღმერთის სიტყვის განმარტებისა შენებურად. ეკლესიას მოცემული აქვს გასაღები შემეცნებისა და იგია ერთადერთი უცდომელი. გახსოვდეს: ვისთვისაც ეკლესია დედა არ არის, მისთვის არც ღმერთია მამა.
როცა ეკლესიას გარედან ვუყურებთ, როცა მასში ადამიანებს, ე.ი. ჩვენს თავს, ჩვენს მეგობრებს, ჩვენს გარშემო მყოფ ხალხს ვხედავთ, ეკლესია ისეთ ადგილად გვეჩვენება, სადაც ნაკლებად შეიძლება გვქონდეს იმედი, რომ შეხვდე ისეთ სიყვარულს, როგორიც...
იხილეთ სრულად
როცა ეკლესიას გარედან ვუყურებთ, როცა მასში ადამიანებს, ე.ი. ჩვენს თავს, ჩვენს მეგობრებს, ჩვენს გარშემო მყოფ ხალხს ვხედავთ, ეკლესია ისეთ ადგილად გვეჩვენება, სადაც ნაკლებად შეიძლება გვქონდეს იმედი, რომ შეხვდე ისეთ სიყვარულს, როგორიცაა ღვთის სიყვარული. მაგრამ ტაძარში არის რაღაც სხვა, ის მხოლოდ ჩვენგან – ადამიანებისაგან კი არ შედგება, არამედ ის მთლიანად ღვთის მყოფობითაა განმსჭვალული – იესო ქრისტეს და სულიწმიდის სახით.
საყდარში კაცის სული და გული დამშვიდებული და დაწყნარებულია, ხოლო სოფელში მარადის აღშფოთებული და მოუსვენებელი. კაცი, სოფლის ამაოებითა და შფოთით დაღლილი და გატანჯული, საყდარში განისვენებს და ყოველ სოფლიურ ზრუნვასა და მწუხარებას ივიწყ...
იხილეთ სრულად
საყდარში კაცის სული და გული დამშვიდებული და დაწყნარებულია, ხოლო სოფელში მარადის აღშფოთებული და მოუსვენებელი. კაცი, სოფლის ამაოებითა და შფოთით დაღლილი და გატანჯული, საყდარში განისვენებს და ყოველ სოფლიურ ზრუნვასა და მწუხარებას ივიწყებს. საყდარი მწუხარე კაცის მანუგეშებელია და ყოველი კეთილი საქმისათვის განმაღვიძებელი; საყდარი განმანათლებელია და კაცის სულიერი გამზრდელი. სოფელი ადამიანებს ჰყოფს, მოყვასს მოყვასისაგან განაშორებს, ეკლესია კი შეაერთებს ყოვ...
უფალმა ღმერთმა, შემქმნელმა „ერთისაგან სისხლისა ყოველთა ტომთა კაცთასა“, კეთილინება, რათა ერთსისხლისანი ერთსულნიც ყოფილიყვნენ. მაცხოვარი ჩვენი იესუ ქრისტე თავისი მსახურების საქმეს ესრეთ განაგებდა, რომ „იყვნენ ერთ სამწყსო და ერთ მწყე...
იხილეთ სრულად
უფალმა ღმერთმა, შემქმნელმა „ერთისაგან სისხლისა ყოველთა ტომთა კაცთასა“, კეთილინება, რათა ერთსისხლისანი ერთსულნიც ყოფილიყვნენ. მაცხოვარი ჩვენი იესუ ქრისტე თავისი მსახურების საქმეს ესრეთ განაგებდა, რომ „იყვნენ ერთ სამწყსო და ერთ მწყემს“ (იოანე 10, 16). ამ ერთობის სახელით ამოირჩია მოციქულები, რომელთაც თავიანთი ქადაგებით თავს იდვეს ყველა ადამიანი მიეყვანათ შემეცნებამდე ერთი ჭეშმარიტი ღმერთისა „რომელი წარმოგზავნა ღმერთმან მამამან“ – იესუ ქრისტესი, ყოვე...
ლექსთა მკითხველნო, თქვენიმცა თვალი ცრემლისა მღვრელია!
გულმან, გლახ, რა ქმნას უგულოდ, თუ გული გულსა ელია?!
მოშორვება და მოყვრისა გაყრა კაცისა მკვლელია,
ვინცა არ იცის, არ ესმის, ესე დღე როგორ ძნელია!
ქრისტეს მოსვლა ქვეყნად ისტორიული ფაქტი, მოვლენა იყო, „აღსრულებულ არს ჟამი და მოახლოებულ სასუფეველი ღმრთისაი“ (მარკ. 1, 15). მისი დაბადებით დაიწყო ქვეყნიერებისათვის არსებითად ახალი დრო – „უკანასკნელი ჟამი“. გარდამოსვლა სული წმიდისა...
იხილეთ სრულად
ქრისტეს მოსვლა ქვეყნად ისტორიული ფაქტი, მოვლენა იყო, „აღსრულებულ არს ჟამი და მოახლოებულ სასუფეველი ღმრთისაი“ (მარკ. 1, 15). მისი დაბადებით დაიწყო ქვეყნიერებისათვის არსებითად ახალი დრო – „უკანასკნელი ჟამი“. გარდამოსვლა სული წმიდისა (მაცხოვრის აღთქმის აღსრულება), აგრეთვე, ისტორიული ფაქტია. ამ წუთიდან მიემადლა ეკლესიას „ზეგარდამო მადლი“ და „სული ჭეშმარიტებისა“ – „აჰა ესერა მე მოგივლინო თქუენ აღთქუმაი მამისა ჩემისაი ხოლო თქუენ დასხედით ქალაქსა ამას შ...