ციტატები, ამონარიდები ჩანაწერებიდან, წიგნებიდან
ციტატები, ამონარიდები ჩანაწერებიდან, წიგნებიდან ციტატები, ამონარიდები ჩანაწერებიდან
ნეტარ არიან ღვთივსულიერი ფილოსოფოსები, რომლებიც წარმავალს გასცემენ და მარადიულს აგროვებენ, რათა ამ ქვეყნიდან გასვლისას განძი ღვთის საუნჯეში გამრავლებული დახვდეთ. ნეტარია, ვინც თავის გულს ცოდვის ღვარძლისგან წმენდს და კეთილ თესლს ამ... იხილეთ სრულად
ყველაფერი განქარდება და არარაობად იქცევა, ხოლო ღვთის გამო აღსრულებული საქმეები აღმასრულებლის სულთან დარჩება, ამ საქმეთა მეშვეობით საუკუნო ცხოვრებას რომ ეზიაროს.
ღმერთო ჩემო, უფალო საბაოთ, ჩვენი გულების წყვდიადი განანათლე, რომ გიხილოთ შენ, ჭეშმარიტი, ნეტარი ნათელი, რომელიც განანათლებს და ახარებს მათ გულებს, ვინც შეგიყვარა. განგვანათლე შენი მიმდევრები საუკუნო განსვენებამდე. ამინ.
ადამიანის სამოთხისეული ბედნიერების თავდაპირველი გამანადგურებელი იყო ცოდვა და ის თავის დამღუპველ მოქმედებას კვლავაც განაგრძობს. ვაი, რომ ჯოჯოხეთი დაგვმწყემსავს.
ღვთის შვილები ზეციური სამოსით შეიმოსებიან, სახე ღვთიური ნიშნით გაუბრწყინდებათ და საუკუნო განსვენებისთვის მამობრივ სამკვიდრებელში შევლენ! ისინი ზეციურ სავანეებს მოივლიან და იქაური უსაზღვრო სიმდიდრის ხილვით განკვირვებულნი საუკუნე... იხილეთ სრულად
საოცარია იესოს სიყვარული ჩვენდამი! ღმერთმა ადამიანური ბუნება მიიღო და ჯვარს ეცვა, რითაც თავისუფლება მოგვანიჭა, ჩვენი ვალი აღხოცა ზეციერი მამის წინაშე და როგორც საყვარელმა ძმამ, ღვთის უსაზღვრო სიმდიდრის თანამკვიდრობის ღირსი გაგვხად... იხილეთ სრულად
მოვა დრო, დადგება დღე და წამი, როცა თვალები დაგვეხუჭება და სულის თვალი აგვეხილება. მაშინ ახალ სამყაროს, ახალ არსებებს, ახალ ქმნილებებს, ახალ დაუსრულებელ ცხოვრებას ვიხილავთ. მისი სახელია უკვდავება, ზეციური დიდი სამშობლო, უხრწნელი, ... იხილეთ სრულად