არქიმანდრიტი ეპიფანე თეოდოროპულოსი - ციტატები, გამონათქვამები
არქიმანდრიტი ეპიფანე თეოდოროპულოსი - ციტატები, გამონათქვამები არქიმანდრიტი ეპიფანე თეოდოროპულოსი |
უმჯობესია ღმერთთან გქონდეს ცუდი ურთიერთობა, ვიდრე სულიერ მამასთან, რადგან ასეთ შემთხვევაში ეს უკანასკნელი შეგარიგებს უფალთან და თუ სულიერ მამას განეშორები, ღვთისკენ მიმავალ გზასაც მოიკვეთ.
თითოეულ მოძღვარს ორი დიდი საქმე აკისრია: პირველი საკუთარი სულის ცხონებაა, მეორე კი, პირველისაგან განუყოფელი - მათ ხელმძღვანელობას მინდობილი სულის გადარჩენა. „ეკრძალენით უკუე თავთა თქუენთა და ყოველსავე სამწყსოსა, რომელსა-ეგე თქუენ ... იხილეთ სრულად
ჩემთვის მთელი დღის განმავლობაში ყველაზე ბედნიერი წუთებია, როცა სერობის შემდეგ მუხლს ვიდრეკ და ვამბობ: `მამანო და ძმანო, შემინდეთ მე ცოდვილს და ყოვლადწმიდა ღმერთი მოგიტევებთ თქვენ”.
ჩვენი ცხოვრების ყველა მოვლენას უნდა შევხედოთ მარადისობის გადასახედიდან. მხოლოდ მაშინ შევძლებთ მათ ნამდვილ შეფასებას.
როცა ვიცავთ მარხვას ან რომელიმე სათნოებაში ვცდილობთ წარმატების მიღწევას, ჩვენ ეს უნდა ვაკეთოთ თავმდაბლად, როგორც "უხმარმა მონებმა", დავემორჩილოთ საეკლესიო დადგენილებებს და იმაზე არ ვიყოთ დამოკიდებულნი, ვინმე გვიყურებს, თუ არა, როგ... იხილეთ სრულად
მარხვის მიზანია მოთოკოს უთვალავი ხორციელი მისწრაფება და მიდრეკილება და ამით განაცდევინოს ადამიანს სიმდაბლის გრძნობა. თუ ღმერთმა დაუშვა მისი სნეულება, მაშინ ეს მიზანი უკვე მიღწეულია. კიდევ რაღა სარგებელს მოუტანს მას მარხვა?
მარხვა იმდენად ფასეულია, რომ თუ ეკლესია მას არ დააწესებდა, დღეს დადგებოდა მისი შემოღების აუცილებლობა. საერთოდ, არ შეიძლება შეცვლა ან მით უმეტეს, გაუქმება ეკლესიის მიერ საუკუნეთა განმავლობაში დადგენილი ამ წესისა, რომელსაც იცავდა ამ... იხილეთ სრულად
ვშიშობ, რომ ის, ვინც შეგნებულად თავს არიდებს მარხვას, ბუნებრივია, მხედველობაში მყავს ჯანმრთელი ადამიანები, - სერიოზულად არ ზრუნავს თავის გადარჩენაზე.
უფრო მეტად ილოცეთ, რომ ღმერთმა მრუშობის შემოტევებისგან დაგიცვათ. ეს ცოდვა მდინარესავით შემოედინება და წვეთწვეთობით გადმოდის. საჭიროა, ყოველთვის და ყველგან ფხიზლად ვიყოთ.
როგორც კი ადამიანი ლოცვად დგება, იწყება მისი ყურადღების მიზიდვა ყველა იმ სირთულისკენ, რასაც აწყდება ოჯახში თუ სამუშაოზე. ეს არის ეშმაკის არსებობის დამადასტურებელი. ლოცვა მას წვავს, ამიტომაც მას მთელი ძალით აღუდგება ხოლმე წინ... იხილეთ სრულად