პირით შემავალი კი არ შებილწავს კაცს, არამედ პირიდან გამომავალი ის, რაც შებილწავს კაცს.
მაშინ მიუახლოვდნენ მისი მოწაფეები და უთხრეს: თუ იცი, რომ ფარისევლები ამ სიტყვის მოსმენით შეცდნენ?
თ. 15–16

სახარება მათესი - ციტატები, ამონარიდები
რომლითა განკითხვითა განიკითხვიდეთ, განიკითხნეთ, და რომლითა საწყაულითა მიუწყოთ, მოგეწყოს თქუენ.
თ.7, 2
ყველას, ვინც მაღიარებს კაცთა წინაშე, მეც ვაღიარებ მამის ჩემის ზეციერის წინაშე.
ხოლო ვინც უარმყოფს კაცთა წინაშე, მეც უარვყოფ მამის ჩემის ზეციერის წინაშე.
თ. 10–11
და აჰა, ვიღაც მიუახლოვდა და უთხრა მას: კეთილო მოძღვარო, რა სიკეთე ვქნა, რომ საუკუნო სიცოცხლე მქონდეს? ხოლო მან მიუგო: რად მიწოდებ კეთილს; არავინაა კეთილი, გარდა ერთის – ღმერთისა. ხოლო თუ გსურს შეხვიდე სიცოცხლეში, დაიცავი მცნებანი.... იხილეთ სრულად
ასე იქნებიან უკანასკნელნი – პირველნი, და პირველნი – უკანასკნელნი, ვინაიდან მრავალნი არიან ხმობილნი და მცირედნი – რჩეულნი.
თ. 20–21
ვინაიდან აღდგომისას არც ცოლს ირთავენ და არც თხოვდებიან, არამედ არიან როგორც ღმრთის ანგელოზები ცაში.
თ. 21-22
ხოლო როცა შენ გასცემ მოწყალებას, დაე, ნუ ეცოდინება შენს მარცხენა ხელს, რას აკეთებს მარჯვენა.
რათა შენი მოწყალება დაფარული დარჩეს, და მამამ შენმა, რომელიც ხედავს დაფარულს, მოგაგოს შენ ცხადად.
თ. 5-6