ხოლო თქვენს შორის უდიდესი თქვენი მსახური იყოს.
რადგან ვინც აიმაღლებს თავის თავს, დამდაბლდება, და ვინც დაიმდაბლებს თავის თავს, ამაღლდება.
თ. 22-23

სახარება მათესი - ციტატები, ამონარიდები
ეკრძალეთ სიმართლის ქმნას კაცთა წინაშე იმ მიზნით, რომ მათ დაგინახონ; თორემ ვერ მიიღებთ საზღაურს მამის თქვენის ზეციერისგან.
თ. 6
ნუ იუნჯებთ თქვენს საუნჯეს ამქვეყნად, სადაც ჟანგი და მღილი ღრნის მას, და სადაც მპარავნი თხრიან და იპარავენ. არამედ დაიუნჯეთ თქვენ საუნჯე ზეცად, სადაც ვერც ჟანგი და ვერც მღილი ვერა ღრღნის მას და სადაც მპარავნი ვერ თხრიან და ვე... იხილეთ სრულად
ხოლო იესომ თქვა: აცადეთ ბავშვებს და ნუ უშლით ჩემთან მოსვლას, ვინაიდან მაგისთანებისაა ცათა სასუფეველი.
თ. 19-20
მრავალნი მეტყვიან იმ დღეს: უფალო, უფალო! განა შენი სახელით არ ვწინასწარმეტყველებდით? განა შენი სახელით არ ვაძევებდით ეშმაკს? და შენი სახელით არ ვახდენდით მრავალ სასწაულს? და მაშინ ვეტყვი მათ: არასოდეს მიცვნიხართ თქვენ, გამშო... იხილეთ სრულად
არ არსებობს დაფარული, რომ არ გამოჩნდეს და არც რამ საიდუმლო, რომ არ გამჟღავნდეს.
ვისაც ყური აქვს სმენად, ისმინოს!
თ. 3-4
ხოლო იესომ პასუხად უთხრა მათ: ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, თუ გექნებათ რწმენა და არ შეეჭვდებით, არა მარტო იმის ქმნას შეძლებთ, რაც დაემართა ლეღვის ხეს, არამედ თუნდაც ამ მთას უბრძანოთ: აღმოიფხვერი მანდედან და ზღვაში ჩავარდიო და მოხდე... იხილეთ სრულად
წმიდა პეტრე მტკიცედ მიაბიჯებდა ზღვის ტალღებზე, ვიდრე მხოლოდ იესო ქრისტეს უცქერდა. მაგრამ ჩაძირვა დაიწყო, როგორც კი ქარიშხალსა და აზვირთებულ ტალღებზე გაიფიქრა და ღმერთკაცისადმი რწმენაში შესუსტება იწყო.
თ. 14, 29-31
როგორც თქვენ გსურთ მოგექცნენ კაცნი, თქვენც ასევე მოექეცით მათ, ვინაიდან ესაა რჯული და წინასწარმეტყველნი.
თ. 6-7
ხოლო მე გეუბნებით თქვენ: ვინც გაეყრება თავის ცოლს, სიძვის მიზეზის გარეშე, და სხვას შეირთავს, მრუშობს და ვინც გაშვებულს შეირთავს, აგრეთვე მრუშობს.
თ. 18-19