
ვერავის ისე მოხერხებულად ვერ აცდუნებს ეშმაკი, როგორც - უქმადმყოფსა და ზარმაცს.
ვერავის ისე მოხერხებულად ვერ აცდუნებს ეშმაკი, როგორც - უქმადმყოფსა და ზარმაცს.
არაფერი აქვს მას, ვინც არ მოიხვეჭა ცხონება, თუნდაც მას მთელი სამყარო ეკუთვნოდეს.
ქრისტიანული გამარჯვება შურისძიება კი არ არის, არამედ, მოკრძალება და მოთმინებაა.
გამარჯვების ღვაწლის გარეშე არ არსებობს გვირგვინი, ზეიმი კი - გამარჯვების გარეშე.
ცუდი და უაზროა ადამიანებზე მბრძანებლობა, როცა თვითონ ვნებებისგან ხარ შეპყრობილი.
ის კი არ არის დიდებული, ვისაც ეს სოფელი ადიდებს, არამედ ის - ვისაც ღმერთი განადიდებს.
განმარტოებული ყოფნა სულიერ განძს აგროვებს, მასთან განშორება კი სადღაც კარგავს მას.
თუ უფალთან იქნები, ჯოჯოხეთიც სამოთხედ გექცევა, ღვთის გარეშე კი - ზეცაში ყოფნაც წამებაა
ღვთის მოწყალებამ დაე, იმისკენ გვიბიძგოს, რომ ვერ შევიცნოთ ჩვენს თავზე ღვთის სამართალი
ქრისტიანული ცხოვრება სხვა არაფერია, თუ არა - მუდმივი, სიცოცხლის დასასრულამდე სინანული.