შვილებო, გრძნობადზე აღმატებულ სამყაროში მივდივართ; ამ სოფელში, რომელიც სიმწრით, ჭირით, ცოდვითა და ტანჯვითაა სავსე, არ დავრჩებით. იქ, უჭკნობ ცხოვრებაში უფალი ღმერთი ცხონებულებს თვალზე ცრემლს შეუშრობს, იქ აღარ იქნება ჭირი, ურვა და ს...
იხილეთ სრულად
შვილებო, გრძნობადზე აღმატებულ სამყაროში მივდივართ; ამ სოფელში, რომელიც სიმწრით, ჭირით, ცოდვითა და ტანჯვითაა სავსე, არ დავრჩებით. იქ, უჭკნობ ცხოვრებაში უფალი ღმერთი ცხონებულებს თვალზე ცრემლს შეუშრობს, იქ აღარ იქნება ჭირი, ურვა და სულთქმა, არამედ ერთი დაუღამებელი დღე, სიცოცხლე დასასრულისა და სიკვდილის გარეშე! შვილებო, მთელი სულით მხურვალედ ვისურვოთ, რომ ღვთის შეწევნით მოვიპოვოთ ის ცხოვრება და საშინელ სატანჯველს გადავურჩეთ.
შვილო, რატომ უნდა გავხდეთ უბედური შემთხვევის მსხვერპლნი, როცა ღვთის შეწევნით მისი თავიდან აცილება და ღვთის სასუფევლის მაცხონებელ ნავსაყუდელში გადარჩენა შეგვიძლია! ვიცი, რომ საშინელ მტრებთან მოგველის ბრძოლა. შრომა დიდია, მაგრამ ღვთ...
იხილეთ სრულად
შვილო, რატომ უნდა გავხდეთ უბედური შემთხვევის მსხვერპლნი, როცა ღვთის შეწევნით მისი თავიდან აცილება და ღვთის სასუფევლის მაცხონებელ ნავსაყუდელში გადარჩენა შეგვიძლია! ვიცი, რომ საშინელ მტრებთან მოგველის ბრძოლა. შრომა დიდია, მაგრამ ღვთის ძალის წინაშე, როცა მას ადამიანის განზრახვა და თავის იძულება ახლავს თან, ყველაფერი უკან იხევს.
მას, ვინც მორჩილებას ღვთის სიყვარულისთვის აღასრულებს, ღმერთი შეიყვარებს. კარგ მორჩილში თვით წმინდა სამება დამკვიდრდება. ოჰ, რა დიდებულებაა დაფარული ამ სამგზის კურთხეულ მორჩილებაში! იგი მდაბალ, უმნიშვნელო, პატარა, შეუმჩნეველ მორჩილ...
იხილეთ სრულად
მას, ვინც მორჩილებას ღვთის სიყვარულისთვის აღასრულებს, ღმერთი შეიყვარებს. კარგ მორჩილში თვით წმინდა სამება დამკვიდრდება. ოჰ, რა დიდებულებაა დაფარული ამ სამგზის კურთხეულ მორჩილებაში! იგი მდაბალ, უმნიშვნელო, პატარა, შეუმჩნეველ მორჩილს წმინდა სამების სამკვიდრებლად, ქრისტეს ყველა მცნების აღმასრულებლად აქცევს, სამოთხეში შეჰყავს და ორმაგი გვირგვინითა და ღვთაებრივი ყელსაბამით შემკულს წმინდანთა შორის დაამკვიდრებს.
ხშირად ვფიქრობ და ვამბობ: როგორ პატივს მიაგებს პირველი მორჩილი – იესო ქრისტე – სრულ მორჩილს. წმინდა იოანე ღვთისმეტყველი და მახარებელი გამოცხადებაში წერს: განა შესაძლებელია, რომ ქრისტემ სრულყოფილ მორჩილებს არ უხმოს თავისთან, თავის ...
იხილეთ სრულად
ხშირად ვფიქრობ და ვამბობ: როგორ პატივს მიაგებს პირველი მორჩილი – იესო ქრისტე – სრულ მორჩილს. წმინდა იოანე ღვთისმეტყველი და მახარებელი გამოცხადებაში წერს: განა შესაძლებელია, რომ ქრისტემ სრულყოფილ მორჩილებს არ უხმოს თავისთან, თავის კრებულში, სადაც ისინი საუკუნოდ მისი სახის ჭვრეტაში იქნებიან?
თუ მორჩილს ცხოვრების წესად აქვს, თქვას – „შემინდე“ და „როგორც მაკურთხებ", იგი ზეციურ სამყოფელში უჭკნობი გვირგვინით შეიმკობა. სადაც მორჩილი საკუთარ ნებას ასრულებს, იქ შხამს ასხამს და იწამლება.
როგორც მორჩილებს შეეფერებათ, მორჩილება ისე შევასრულოთ. ჩვენი ნებით ნუ ვიმოქმედებთ. თვითნებობამ პირველქმნილ ადამიანებს სამოთხე დააკარგვინა, მაგრამ ქრისტემ საკუთარი ნების მამისადმი დამორჩილებით ისინი სამოთხეში დააბრუნა. ამგვარად, მო...
იხილეთ სრულად
როგორც მორჩილებს შეეფერებათ, მორჩილება ისე შევასრულოთ. ჩვენი ნებით ნუ ვიმოქმედებთ. თვითნებობამ პირველქმნილ ადამიანებს სამოთხე დააკარგვინა, მაგრამ ქრისტემ საკუთარი ნების მამისადმი დამორჩილებით ისინი სამოთხეში დააბრუნა. ამგვარად, მორჩილებამ გამარჯვება იზეიმა.
სანამ ადამიანი მორჩილებას აღასრულებს, ბედნიერად ცხოვრობს. მას სრულიად არ ქენჯნის, არ აწუხებს, არ აშფოთებს სინდისი. ცუდ მორჩილს სინდისი ამხელს: „ცუდად მოიქეცი“. ეგოიზმი კი თავისას გაიძახის: „არა“. კვლავ უმეორებს სინდისი: „ვალდებ...
იხილეთ სრულად
სანამ ადამიანი მორჩილებას აღასრულებს, ბედნიერად ცხოვრობს. მას სრულიად არ ქენჯნის, არ აწუხებს, არ აშფოთებს სინდისი.ცუდ მორჩილს სინდისი ამხელს: „ცუდად მოიქეცი“. ეგოიზმი კი თავისას გაიძახის: „არა“. კვლავ უმეორებს სინდისი: „ვალდებული ხარ მოინანიო", – და ასე, ერთი შფოთი და ბრძოლაა გამართული. სინდისი ადამიანის სულს ამხელს.კარგი მორჩილისთვის კი შფოთისა და მხილების ამგვარი მდგომარეობა უცხოა. ის მომავალ საუკუნეში, საყოველთაო აღდგომის შემდეგ სამოთხეში დაბრ...
პატერიკში ერთი კარგი მორჩილის შესახებ წერია. მას ყოველდღე, სერობის შემდეგ სულიერი მამა მორ...
იხილეთ სრულად
პატერიკში ერთი კარგი მორჩილის შესახებ წერია. მას ყოველდღე, სერობის შემდეგ სულიერი მამა მორჩილების შესახებ სხვადასხვა რჩევას აძლევდა და თან ასწავლიდა, რა არის საჭირო ცხონებისთვის.ერთ დღეს საუბრისას ბერს ჩაეძინა. მაშინ ეშმაკმა მორჩილს გულისსიტყვებით შეუტია: „ხომ დაიძინა შენმა მოძღვარმა, წადი, რაღას უზიხარ, დაღლილი ხარ, წადი და დაისვენე“ და ამის მსგავსი.– როგორ წავიდე, – ფიქრობდა მორჩილი, – მოძღვრისგან კურთხევა უნდა ავიღო.– კი, მაგრამ მას ხომ ჩაეძინ...
შეიყვარეთ წმინდა მორჩილება, რომელიც მორჩილს ქრისტესმიერ ყრმად აქცევს, მადლის წმინდა რძით გამოზრდის და ნეტარების ღირსს გახდის. „უკუეთუ არა მოიქცეთ და იქმნეთ ვითარცა ყრმანი, ვერ შეხვიდეთ სასუფეველსა ცათასა“ (მათ. 18, 3). დიახ, ქრ...
იხილეთ სრულად
შეიყვარეთ წმინდა მორჩილება, რომელიც მორჩილს ქრისტესმიერ ყრმად აქცევს, მადლის წმინდა რძით გამოზრდის და ნეტარების ღირსს გახდის. „უკუეთუ არა მოიქცეთ და იქმნეთ ვითარცა ყრმანი, ვერ შეხვიდეთ სასუფეველსა ცათასა“ (მათ. 18, 3).დიახ, ქრისტესმიერ უმანკო ყრმასავით თავმდაბალი, კარგი მორჩილი ღირსი გახდება დაიმკვიდროს ზეციერი მამის სამყოფელი, როგორც „მკვიდრ ღმრთისა თანა და თანა-მკვიდრ ქრისტესა“ (რომ. 8, 17).
ათასჯერ კურთხეულო მორჩილებავ, რა სიდიადეა შენში დამალული! ვინც შეგიყვარა, შენი მშვენიერებით გამდიდრდა და ქრისტესმიერი ყრმა გახდა, რადგან ყრმის მსგავსად დაიმდაბლა თავი. ამიტომაც ცათა სასუფეველში სიხარულით შევა, როგორც უფალი ამბობს:...
იხილეთ სრულად
ათასჯერ კურთხეულო მორჩილებავ, რა სიდიადეა შენში დამალული! ვინც შეგიყვარა, შენი მშვენიერებით გამდიდრდა და ქრისტესმიერი ყრმა გახდა, რადგან ყრმის მსგავსად დაიმდაბლა თავი. ამიტომაც ცათა სასუფეველში სიხარულით შევა, როგორც უფალი ამბობს: „უკუეთუ არა მოიქცეთ და იქმნეთ ვითარცა ყრმანი, ვერ შეხვიდეთ სასუფეველსა ცათასა“ (მათ. 18, 3).