ციტატები

ციტატები სიბრძნე, გამონათქვამები, ამონარიდები

363. როგორ უნდა მოვიქცეთ საიმისოდ, რომ ჩვენმა შრომამ ბავშვებში კეთილი ნაყოფი გამოიღოს?
ბავშვი ტაძარში ერთი–ორჯერ კიდეც რომ მივიდეს, მაინც ამაო და უსარგებლოა მისი იქ ყოფნა, რადგან იგი ამით მხოლოდ ერთობა. არა, ასე არ უნდა იყოს, არამედ, როგორც სასწავლებელში მოსიარულე ბავშვს ვთხოვთ ნასწავლის ანგარიშს, ასევე უნდა მოვიქცეთ, როცა მათ ეკლესიაში ვგზავნით. უმჯობესი იქნება, თუკი ჩვენ მივიყვანთ მათ ტაძარში, რადგან სხვებს კი არ უნდა ვანდოთ ისინი, თვითონვე უნდა მოვთხოვოთ დაიმახსოვრონ მოსმენილი და ნაქადაგები. ბავშვების გამოსწორება ამგვარად ადვილი და მოსახერხებელი იქნება, რადგან თუ ისინი ჩვენგან სახლშიც მოისმენენ კეთილგონიერ რჩევებს, მაშინ ეკლესიაში და სახლში მიღებული მოძღვრება ერთმანეთს შეავსებს და უმალ გამოიღებს კეთილ ნაყოფს.
ბავშვი ტაძარში ერთი–ორჯერ კიდეც რომ მივიდეს


სწავლა ნ. თავი იზ. ცუდად მზვაობრობისათვის

ვივლტოდეთ ძმანო, ცუდად მზვაობრობისაგან, რომელი ესე უძვირეს არს ყოველთა ვნებათასა. ცუდად მზვაობრობისაგან იშვების ანგაარება და სახმართ მოყვარება, ცუდად მზვაობრობისაგან იქმნების სიძულვილი და ბრძოლანი, და შფოთი, რამეთუ, რომელი უმეტესსა დიდებასა ეძიებდეს, მარადის ბრძოლათა და ბოროტთა შინა არს, და ვერაოდეს ჰპოვებს გულის-თქმისა თვისისა დასასრულსა, - ხოლო ესე ყოველი ცუდად მზვაობრობისაგან არს. რამეთუ რაისაგან არს სიმრავლე სამკაულთა, მონათა და ტაძართა, რომელ ჰქონან მრავალთა? არათუ სახმარ მათდა არს იგი ყოველი, არამედ რათა ამპარტავნებისა და ზვაობისა მათისა მოწამენი მრავალნი იყვნენ. ხოლო უკეთუ ცუდად მზვაობრობასა ვჰსძლოთ, სხვანი მრავალნი ვნებანი უჩინო ვჰყვნეთ მისთანა, რამეთუ არღარა იყოს დამაყენებელ, რათა ესრეთ ვიყოფოდეთ ქვეყანასა ზედა, ვითარცა ცათა შინა. რამეთუ ესე ვნება არა თუ ცოდვათა ოდენ შინა არს, არამედ სათნოებათაცა შინა შეერთვის, და განმრყვნელი არს სათნოებისა ყოვლისა, რომელსაცა თანა იყოს. რამეთუ შრომათა თავსდებად გვაიძულებს, და ნაყოფისა მოკრებად არა შეგვინდობს. რამეთუ აქავე მიუღებიეს სასყიდელი ყოვლისა შრომისა ცუდად მზვაობართა. და რაიმცა იყო ამის დაჭირვებისა უსაწყალობელეს? რამეთუ შეუძლებელ არს, თუმცა სოფლისაცა დიდებასა ვეძიებდეთ და ღვთისასაცა, და ორივემცა ვჰპოვნეთ. არამედ მაშინ ოდენ ვჰპოვებთ ორსავე, რაჟამს ერთსა ვეძიებდეთ ოდენ ღვთისა მიერსა. და ამისთვის გევედრები, ძმანო, რათა ვივლტოდეთ დიდებისაგან კაცთასა და ვეძიებდეთ დიდებასა ღვთისაგან, რომელსა ღირსმცა ვართ მიმთხვევად მადლითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომლისა თანა მამასა შვენის დიდება სულით წმიდითურთ, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამი ვივლტოდეთ ძმანო, ცუდად მზვაობრობისაგან

ლოცვის მეორე სახე გონიერ-გულისმიერი ლოცვაა. თუმცა პირველიც ასეთივე უნდა იყოს, მაგრამ იგი იბადება სიტყვიერი, უკვე მზა ლოცვის წარმოთქმასთან ერთად; ხოლო ეს უშუალოდ გულიდან იღებს დასაბამს და იქიდან აღევლინება ღვთისადმი. ასეთი იყო მოსეს ლოცვა მეწამულ ზღვასთან. ასეთ ლოცვას მოციქული შემდეგი სიტყვებით ხსნის: "მადლითურთ უგალობდით გულთა შინა თქუენთა უფალსა". გვეუბნება "მადლის ზემოქმედებით იგალობეთ, არამხოლოდ ბაგეებით, არამედ ღვთის წინაშე ყურადღებით და აზრებით გულში დამკვიდრებულებმა. რამეთუ ამ უკანასკნელს ეწოდება გალობა ღვთიადმი, ხოლო პირველას - ჰაერისადმი, რამეთუ ჰაერი ტყუილუბრალოდ აღივსება ბგერებით. იმისათვის კი არ ვგალობთ, რომ ვინმეს წინაშე წარმოვჩნდეთ - თუნდაც სავაჭრო მოედანზე იმყოფებოდე, შეგიძლია გულის სიღრმიდან ღვთისაკენ მოიმართო და მას უგალობო ისე, რომ არავინ გისმენდეს... არც მგზავრობის დროს შეგიშლის რაიმე ხელს, გულით ილოცო და ზეცად იმყოფებოდე" (წმ. იოანე ოქროპირი). სწორედ, ასეთი ლოცვაა ნამდვილი ლოცვა. სიტყვიერი ლოცვაც იმდენადაა ლოცვა, რამდენადაც მასში გული და გონებაა ჩართული.
ის გულში სულიწმიდის მადლის ზემოქმედებით აღეშენება. ღვთის მიმართ შევრდომისა და საიდუმლოებებში ნათლით აღვსებს შემდგომ, გულში მაშინვე იბადება ღვთისადმი გრძნობა, რომელიც საფუძველს უდებს მის აღმასვლას გულიდან ზეცისაკენ. ვინც არ ჩაახშობს ამ გრძნობას რაიმე უჯეროთი - დრო, მოთმინება და შრომა მასში კოცონს ააგიზგიზებს და ცეცხლის ალად გარდაქმნის. ვინც ჩაახშობს მას უჯერო ფიქრებით, მისთვის თუმცა ღმერთთან მიახლებისა და შერიგების გზა ღია რჩება, მაგრამ ეს გრძნობა მას აღარ ეძლევა ისე, სხვათაშორის და უშრომელად. საჭირო ხდება ოფლის ღვრა, შრომა, ძიება და მისი გამოთხოვა... რომელზედაც უარი არავის არ ეთქმის. რამეთუ მადლი - ყველაშია, საჭიროა მხოლოდ განვრცობის საშუალება მიეცეს მას. მადლს განვრცობის საშუალება კი იმისდა მიხედვით ეძლევა, თუ რამდენადაა ჩვენში ვნებები აღმოფხვრილი და საკუთარი თავი უარყოფილი.
რა ზომითაც იწმიდება გული, იმ ზომით ცოცხლდება გრძნობა ღვთისადმი და როცა გული გაიწმინდება, მაშინ ეს გრძნობა ცეცხლოვანი ხდება. ღვთისადმი გრძნობა სხვებშიცაა სიცოცხლისუნარიანი ვნების სრულ აღმოფხვრამდე, მაგრამ თავიდან ის სათესლე მარცვლის, ან ნაპერწკალის მდგომარეობაში რჩება. აღმოცენებისთანავე წამოიზრდება და მომძლავრდება, თუმცა დიდხანს ვერ ძლებს, გამოცოცხლდება თუ არა, მალევე ქრება.
გამოცოცხლებისას ძალაც სხვადასხვა აქვს, მიუხედავად ამისა, ყოველთვის ღვთისაკენ მიიზიდება და უგალობს მას. ამიტომ ყველაფერს მადლი აშენებს, რადგან ის მორწმუნეს მუდამ თან ახლავს. ვინც მას მიანდობს თავს და უკან აღარ მოიქცევა, ჰყავს მას წინამძღოლი და მადლმა თავად უწყის როგორ აღაშენოს იგი. ლოცვის მეორე სახე გონიერ-გულისმიერი ლოცვაა.


სწავლა ნბ. ცუდად მზვაობრობისათვისვე

ვივლტოდეთ, ძმანო, ცუდად მზვაობრისა მხეცისაგან მარადის, რამეთუ მზაკვარი არს და მრავალფერი, და ყოველსა ადგილსა მიჰფენს თავის გესლსა და სახესაცა შინა და შვებასა და შვენიერებასა ხორცთასა. ცუდად მზვაობრობისათვის უმეტეს სახმართასა ვეძიებთ, ცუდად მზვაობრობისათვის არს შვენიერება სამოსელთა საძიებელ, ცუდად მზვაობრობისაგან გარდაემატა გარდაემატა ჩვენ შორის ანგაჰარებაი. არამედ ერიდე ამას ბოროტსა, ჰოი ძმაო, და უკეთუ გნებავს რათა დიდება გაქვნდეს, იქმოდე სათნოებასა, იქმოდე მოწყალებასა. მაშინ გაქონ შენ ანგელოსთა და კაცთა, და თავადმან ღმერთმან შეგიწყნაროს. რამეთუ ვიდრემდის ხორცთა ამკობდე, ამაო არს შრომა შენი და ხარ ცუდად მზვაობრობასა შინა. ხოლო უკეთუ გლახაკთა ზედა წარაგებდე, ყოვლით კერძო დიდ ჰყო ქება შენი. რაისათვის ამკობ ხორცთა, ჰოი კაცო, ცუდად მზვაობრობითა და სული შენი უდებ გიყოფიეს და არა წმიდებითა სავსე არს?რამეთუ უმეტესი მოსწრაფება სულისა შემკობისათვის ჯერ იყო ქმნად, ხოლო ჩვენ დაღაცათუ უმეტესი არა ვჰყოთ, გარნა სწორად ხორცთა ვიღვაწოთ სულიცა.
მოაქციე, ძმაო, ესე სამკაული შინაგან, და შემოსე სულსა, რამეთუ ხორცთა არას არგებენ ძოწეულნი და პორფირნი, არცა სიმრთელესა მისცემენ, არცა შვენიერებასა, რამეთუ შავსა ვერ განასპეტაკებს და უშვერს ვერ განაშვენებს. ხოლო სულსა, უკეთუ შემოსო, მეყვსეულად განასპეტაკებს მას, დაღაცათუ შავი იყოს, განაშვენებს, რამეთუ იტყვის უფალი: "უკეთუ იყვნენ ცოდვანი თქვენნი ვითარცა მეწამულნი, ვითარცა თოვლი განვასპეტაკო". მიეც უკვე, ძმაო, მოწყალება და აჰა შენი ყოველივე წმიდა იყოს, და შვენიერ, და კეთილ, რათა ესრეთ შემკობილი პორფირითა გვირგვინოსანი იქცეოდე სავანეთა მათ ზეცისათა, კეთილთა მათ მიუთხრობელთა, რომელსა ღირსმცა ვართ ყოველნი პოვნად, მადლითა და კაცთ-მოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომლისა არს დიდება და სიმტკიცე თანა მამით და სულით წმიდითურთ, აწ, და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ ვივლტოდეთ, ძმანო, ცუდად მზვაობრისა მხეცისაგან


ლოცვაში წარმატება ზეციურ ნათელს მიგვაახლებს!

ლოცვაში წარმატებას შრომა, არამედ სულიწმიდის ქმედებაა, რაც ადამიანს სულიერ თვალს აუხელს, რომ ჭვრეტდეს საიდუმლოებებს.
ეკლესიის წმინდა მამები ხშირად მას საქმეს უპირისპირებენ, რაც აუცილებლად წინ უძღვის გონიერ ჭვრეტას. ჭვრეტის პირველ საფეხურზე ლოცვას გონებადაფანტულობის გარეშე ვამბობთ, უფალთან ყოფნის განცდით, სიყვარულით, სიმშვიდით, გლოვით და ა. შ. შემდეგ საფეხურზე გონება გადადის იმის განცდაზე, თუ რას გრძნობდა სამოთხეში ადამი დაცემამდე და სულიერად ჭვრეტს, თუ როგორ ადიდებს ყველა ქმნილება ღმერთს. შემდეგ ის ხედავს ღვთის ყოვლისშემძლეობას, ყოვლისმჭვრეტელობას და ღვთის განგებულებას მთელ სამყაროში. წმინდა მაქსიმე აღმსარებელი ამას უწოდებს შექმნილი სამყაროს შინაგანი არსის, ან კანონების აღქმას, შეგრძნებას. გონიერი ჭვრეტის უმაღლეს საფეხურზე ადამიანი თავად უფალს ჭვრეტს ხელთუქმნელ ნათელში – ევაგრე განდეგილი, ლოცვის შესახებ, „ფილოკალია“.">გონიერ ჭვრეტამდე მივყავართ და შეგვიძლია ენით გამოუთქმელ საგანთა ხედვა. ის საშინელ სამსჯავროს, სამოთხეს, ჯოჯოხეთს, ღვთის საყდარს, ზეციურ ნათელს მიგვაახლებს. ლოცვაში წარმატებას შრომა, არამედ სულიწმიდის

253. როგორ მოძღვრავენ წმ. მამები იმათ, რომლებიც ფიქრობენ, რომ ეს ცხოვრება სალხინოდ და თავის შესაქცევად მოგვეცა?
ნუ ვიფიქრებთ, რომ ეს ცხოვრება სალხინოდ და თავის შესაქცევად მოგვეცა, არამედ ვიცოდეთ, რომ ამქვეყნად ჩვენი ცხოვრება შრომა, მოთმინება, ხშირად ჭირი და მრავალი განსაცდელია. როგორც იესო ქრისტემ გაატარა თავისი ცხოვრება დიდ შრომასა და აურაცხელ მოღვაწეობაში, ასევე, ჩვენც უნდა ვეცადოთ, რომ ჩვენი ცხოვრება შრომით, მოღვაწეობითა და მოთმინებით გავატაროთ
ნუ ვიფიქრებთ, რომ ეს ცხოვრება სალხინოდ და

268. როგორ არიგებენ წმ. მამები იმ ადამიანს, რომელიც, მიუხედავად მისი დიდი მცდელობისა, მაინც მუდამ ცოდვით ეცემა?
ნუ შეძრწუნდები, თუ ყოველდღე ეცემი; აღდეგ სიმხნით და ნუ განეშორები ღვთის გზას; ანგელოზს, რომელიც გიფარავს სათნოეყოფა შენი მოთმინება და უეჭველად შეგეწევა. როცა წყლული ახალი და ცხელია, ადვილი სამკურნალოა, მაგრამ როცა დაძველდება, ძნელად იკურნება და დიდი შრომა, წამალი და დრო სჭირდება. არის ჭრილობები, რომელსაც ჟამთ სიგრძე ვერ კურნავს, ისინი ღვთის მიერ განიკურნებიან, რადგან „ღმრთის მიერ ყოველივე შესაძლებელ არს“ (მათ. 19. 26).
ნუ შეძრწუნდები, თუ ყოველდღე ეცემი; აღდეგ

ძიება სასუფეველისა ჰგავს ბრძენს სიძესა, რომელიც რომ ყოველის სიკეთით თავისს ქცევას საზომით აქცევდეს და მეცნიერებით ჰმართებდეს თავისს თავსა შვენიერის სარძლოს საშოვნელათა, ისე სასუფევლის მოძებარნი ყოვლის ღონისძიებითა აღარას შრომასა და სასჯელსა არიდებენ თავისს თავსა. და საქებელნიც არიან, რომელთაც რომ მაგალითითა და ანდაზათა აქვსთ ხმა პორფილ შემოსილის წინასწარმეტყველისა: "ვითარცა სახედ სურინ ირემსა წყაროთა მიმართ წყალთასა, ეგრეთ სურინ სულსა ჩემსა ღმრთისა მიმართ ძიერისა და ცხოველისა". და კადნიერად უხმობენ მაღალსა: "ვირჩიე მე მივრდომა სახლსა ღმრთისაი ჩემისასა უფროს, ვიდრეღა რა დამკვიდრებად ჩემდა საყოფელსა ცოდვილთასა". და ამ გონიერის ხმა-ყოფითა სრულიადსა დაწყნარებასა შინა აქავ არიან განღმრთობით მყოფნი და ზიარნი ზეცისა მოქალაქეთანი. და ამათის გარდაცვალებისათვის შორითვე წინათვე ღაღადებდა ღმრთის სიბრძნე სიბრძნესა შინა ფრიადის სოლომონის პირითა: "სულნი მართალნი ხელთა შინა ღმრთისათა და არა შეეხო მათ ტანჯვა. დაღათუ თვალთა წინაშე კაცთასა მომკვდარად ჩნდნენ, არამედ სასოება მათი უკვდავებითა სავსე არს. საბრხე შეიმუსრა და ჩვენ განვერენით. შეწევნა ჩვენი სახელითა უფლისაითა, რომელმან ქმნა ცანი და ქვეყანა".
და არის სხვა გზაცა სასუფეველის ძიებისა, რომელსაცა რომ სამეუფოს გზად სახელსდებს ღმრთის სიბრძნე საკვირველის სოლომონის პირითა და იმ გზით მავალნი სასუფეველის გზით მავალად ითქმიან და იმ გზით მავალნი არიან. უფროსად ყოველნი კაცნი ჰხმარობენ სოფელსაცა და სოფლის სავსებასაცა და მრავალჯერაც შეემთხვევათ ცოდვაშიგაც შევარდნა, მაგრამ კი ისევ დგებიან გონიერის სირცხვილით გარშემოსილნი. და ამათი სიმრავლე ურიცხვად უფრო ბევრი არიან. ადამის ცხოვრებით მოქალაქენი თუმცაღა სცოდვენ და ზედიზედ ხშირათაცა, მაგრამ სასოებას კი არ წარიკვეთენ მინდობილნი ღმრთის კაცთმოყვარებითა და სიტკბოებისანი. და ეს მინდობა ღმრთისაი ძიება არის სასუფეველისა. და აქვსთ ამათ ლოცვა ღმრთისაი მიმართ აღსავლენი ნიადაგ: "სული ჩემი ხელთა შენთა შინა არს მარადის და სჯული შენი მე არა დავივიწყნე. შენ მხოლოსა შეგცოდე და ბოროტი შენს წინაშე ვყავ, რათა განმართლდე სიტყვათაგან შენთა, და სჯლო სჯასა შენსა, რამეთუ ესერა ჭეშმარიტება შეიყვარე". და შეყვარება ღმრთისაგან ჭეშმარიტებისა ეს არის, რომ ყოველთ კაცთა ცხოვნება ჰნებავს და მეცნიერებასა ზედა ჭეშმარიტებისასა მოსვლა, ოღონდ რომ კაცმა სარწმუნოება მართალი იქონიოს და სწამდეს ჭეშმარიტი ღმრთისმყოფა. და თუმცაღა იშვიათად, მაგრამ კი თაყვანისცემდეს ღმერთსა და თავის თავს აღიარებდეს მცოდველად, ცხოვნდება ღმრთის კაცთმოყვარებითა. არსად გაგონილა მძლეველად ცოდვა ღმრთის კაცთმოყვარებისა. და ასეც იტყვის ღმერთი, გარდარეულის კაცთმოყვარებით ძლეული, ჩვენში ერნი ყრმანი არიანო და რასაც მცოდვენო, უმეცრებით მცოდვენო, უმეცრებით მცოდვენო და რა უყოო, თუ არ ულხინოო. ძიება სასუფეველისა ჰგავს ბრძენს სიძესა

როცა თქვენს გულს ღვთაებრივი სითბო შეეხება, მაშინ დაიწყება თქვენში შინაგანი გარდაქმნა. თქვენში ეს კოცონი ყველაფერს გამოწვავ, გადაადნობს; სხვაგვარად რომ ვთქვათ, შეუდგება ყველაფრის სულიერ გარდაქმნას, სანამ სულით არ აღავსებს ყოველივეს. თუ ეს კოცონი არ მოვა, რა ძალისხმევაც არ უნდა მიმართოთ, სულიერებას ვერ შეიმოსავთ. ეს გარკვეულია; ახლა მთავარი საქმეა მოვიძიოთ ცეცხლი. კეთილი ინებეთ და მისკენ მიმართეთ მთელი თქვენი შრომა. მაგრამ ეს იცოდეტ, ცეცხლი არ გამოჩნდება, სანამ ვნებები ძალაშია, თუნდაც არად ჩააგდოთ ისინი. ვნებები ისეთნაირად მოქმედებენ, როგორც სისველე შეშაში. სველი შეშა არ იწვის. უნდა მოიძიოთ მშრალი ფიჩხი და ცეცხლი ისე დაინთოს. ფიჩხი წვისას ნესტს გამოაშრობს და სველი შესაც დაენთება. ასე თანდათანობით გამოდევნის ცეცხლი ნესტს, გაძლიერდება და მთელ მომზადებულ შეშას ცეცხლის ალში გაახვევს.
შეშები შინაარსით ჩვენი სულიერი ძალებია და სხეულის ყველა მოქმედებებია. სანამ ადამიანი საკუთარ თავს არ აკვირდება, გაჟღენთლია სინოტივით ანუ ვნებებით და სანამ ვნებები არაა გამოძევებული, ისინი მედგრად წინააღმდეგობას უწევენ სულიერ ცეცხლს... აღწევენ რა სამშვინველსა და სხეულში, იპყრობენ თვით სულს - ცნობიერებას და თავისუფლებას, თავისი ძალაუფლების ქვეშ აქცევენ და ასეთნაირად, მთლიანად მბრძანებლობენ ადამიანზე. ვნებების მეშვეობით ეშმაკებიც მბრძანებლობენ ადამიანზე, რომელსაც შეიძლება ეგონოს, რომ თვითონაა საკუთარი თავის მბრძანებელი.
ამ ბორკილებიდან თავს უპირველესად სული აღწევს. ამ მდგომარეობიდან ის ღვთის მადლს გამოჰყავს. აღივსება რა მადლით, სული ღვთის შიშითყოველგვარ კავშირს წყვეტს ვნებებთან, ნანობს წარსულს და იღებს მყარ გადაწყვეტილებას, რომ უპირველესად სათნო ეყოს ერთადერთს, მხოლოდ ღმერთს და მისთვის იცხოვროს, მისი მცნებების აღსრულებით იაროს. ღვთის მადლით და ასეთი გადაწყვეტილებით აღვსილი სული ვნებებს სამშვინველიდან აძევებს და ყველაფერს თავის წიაღში ასულიერებს. და აი, თქვენი სული გამოხსნილია დამპყრობლის ბორკილებისაგან. აზრით და თავისუფალი ნებით თქვენ ღვთის მხარეს გადახვედით. ღმერთს გინდათ ეკუთვნოდეთ და მხოლოდ მას სათნოეყოფოდეთ. ესაა თქვენი სულიერი მოღვაწეობის საყრდენი, მაგრამ როცა თქვენ სული უფლებებს აღიდგენს, სამშვინველი და სხეული ვნებების ზემოქმედების ქვეშ რჩებიან და მათგან ძალადობას ითმენენ. თქვენ ახლა ვნებების წინააღმდეგ უნდა შეიარაღდეთ და სძლიოთ მათ - სამშვინველიდან და სხეულიდან უნდა განდევნოთ ისინი. ვნებებთან ბრძოლა გარდაუვალია. ისინი ნებით არ დასთმობენ თავიანთ, თუმცაღა უკანონო, სამფლობელოებს. ღვთის ხსოვნა სულის სიცოცხლეა. ის ღვთის სათნოყოფისადმი მოშურნეობასაც აღაგზნებს და თქვენს გადაწყვეტილებასაც - ღმერთს ეკუთვნოდეთ - ურყევს ხიდს. ესაა, ისევ ვიმეორებ, სულიერი ცხოვრების საყრდენი წერტილი ვნებების წინააღმდეგ თქვენი მიზანდასახული ქმედების ბაზისი. როცა თქვენს გულს ღვთაებრივი სითბო შეეხება

ამპარტავნება და ცუდად-მზვაობრობა (ცუდმედიდობა) ყველაზე ღრმა, ყველაზე გავრცელებული და დამღუპველი სნეულებებია, და სწორედ ამათგან იღებს სათავეს სულში ბოროტება. ამპარტავნება დედაა ყველა ვნებისა და ცოდვისა, ისე არაფერი განაშორებს ადამიანს ღმერთისაგან, როგორც ამპარტავნება. მისივე მსგავსი ვნებებია: თავისმოყვარეობა, თავდაჯერება, ქედმაღლობა, ეგოიზმი, ფარისევლობა და ა.შ. ამპარტავნება ყოველთვის როდია აშკარა, მაგრამ კარგად ჩანს სხვადასხვა საქციელიდან. დაკვირვებული კაცი იოლად შენიშნავს მას საკუთარ თავს, მაგრამ მისი სიტყვით გადმოცემა ანდა სიღრმის გაზომვა შეიძლება გაუჭირდეს. სამაგიეროდ კარგად ჩანს ამპარტავნების ერთგული ლაქია -ცუდმედიდობა. იგი, როგორც ქურდი ან მოხარკე, ცდილობს ადამიანის ნებისმიერი საქციელიდან თავისი წილის მიღებას. სულერთია კაცი სიკეთეს ჩადის თუ ბოროტებას, ცუდმედიდობა იქვეა ჩასაფრებული და უთვალთვალებს, იქნებ რაიმეს გამორჩეს - მაგალითად, თავის ქებას, რომელიც ავადმყოფურ თავმოყვარეობას აღვივებს, ვიდრე რაიმეს წამოიწყებდეს, კაცი ყოველთვის ფიქრობს, ღირს თუ არა ამ საქმისათვის ხელის მოკიდება. სწორედ ამ დროს ეპარება ცუდმედიდობა თავისი დამღუპველი ჩარევით, კეთილ სურვილებს თავდაყირა აყენებს და ღმრთის სათნო მოტივებს თვალთმაქცობით ცვლის. მაგალითად, მავანი იწყებს რაიმე საქმეს უფლის გულისათვის. ამ დროს კი ცუდმედიდობა ჩასჩურჩულებს: "მიდი, მიდი, კარგი საქმეა, თანაც შენზე იტყიან ამან გააკეთაო" - კაცი უცებ აენთება, საიდანღაც განსაკუთრებული ძალა ეძლევა, ვერც კი ამჩნევს ისე ღებულობს ამ მაცდურ აზრებს და და უკვე ღმერთის კი არა, საკუთარი თავის სადიდებლად შრომობს.
ამიტომ გვასწავლის მაცხოვარი ასე ხშირად, რომ ყველას თვალწინ, ხალხის დასანახად კი არა, ცალკე ვილოცოთ, მოწყალებაც ფარულად გავცეთ და საერთოდ ყოველი საქმე ვაკეთოთ ღმერთისათვის და არა კაცთათვის. ამ ვნების მზაკვრობა იმდენად მრავალფეროვანია, რომ თითქმის შეუძლებელია მისი ყველა ხერხის ამოცნობა. როგორც მამები წერენ, ის-ისაა მოიკვეთ ერთს მიზეზს ცუდმედიდობისას, რომ უეცრად სულ სხვა მხრიდან შემოგეპარება და ხახვის ფურცლებისა არ იყოს, ერთს მოაცლი და ქვეშ მეორე ფენა გვხვდება. თუმცა ეს ვნება ასეთი აბეზარი და ძნელად საკურნებელია, მას განსაკუთრებით უნდა ვებრძოლოთ, რადგან სწორედ იგი ხდის უნაყოფოს კაცის მთელ შრომას. ხშირად ქრისტიანის ცხოვრება გარეგნულად უნაკლო და სამაგალითოც კია, მაგრამ შიგნით მთლიანად გამოჭმულია ცუდმედიდობის ჭიით, ცრუ საფუძველზე - ქვიშაზეა დამყარებული, და მთელი უზარმაზარი, ბრწყინვალე შენობა მსუბუქი ნიავის დაბერვაზე შეიძლება ჩამოიქცეს.
ესეც იცოდე, ძმაო: ჩვენს დროში ამ ვნებამ ძალიან მოიკიდა ფეხი ქრისტიანთა შორის ყალბი ღვთისმოშიშების, ყალბი მოშურნეობის, კაცთმოთნეობის, პირფერობისა და ფარისევლობის სახით. მაშ, ყურადღებით განიხილე შენი გული და აღიარე ცუდმედიდობის აზრები, რათა ღმერთის დიდება კაცობრივ დიდებაზე არ გაცვალო. ამპარტავნება და ცუდად-მზვაობრობა

სიბრძნე, გამონათქვამები, ამონარიდები

3