უფალმა დაგიფაროთ მტრის მახეებისგან და ყველა ერთად შეგვყაროს მარადიულ ცხოვრებაში, იქ, სადაც მართალნი განისვენებენ, სადაც არ არის არანაირი ურვა, არც სულთქმა, სადაც მარადიული ტკბობა და ნეტარებაა, რომელსაც ვერავინ შეწყვეტს, არამედ თით...
იხილეთ სრულად
უფალმა დაგიფაროთ მტრის მახეებისგან და ყველა ერთად შეგვყაროს მარადიულ ცხოვრებაში, იქ, სადაც მართალნი განისვენებენ, სადაც არ არის არანაირი ურვა, არც სულთქმა, სადაც მარადიული ტკბობა და ნეტარებაა, რომელსაც ვერავინ შეწყვეტს, არამედ თითოეული თავისი სიწმიდის მიხედვით მიიღებს გასამრჯელოს.
უფლის შვილო, ყველა კეთილი საქმისადმი აიძულე საკუთარი თავი. თუკი სიკეთის ქმნა არ შეგვიძლია და ისევ ვეცემით, დაცემულები ნუ დავრჩებით, არამედ ავდგეთ ხოლმე და ჩვენი მაცხოვრისგან შენდობა ვითხოვოთ. ხოლო რომელმაც თავის მოწაფეს დამნაშავის...
იხილეთ სრულად
უფლის შვილო, ყველა კეთილი საქმისადმი აიძულე საკუთარი თავი. თუკი სიკეთის ქმნა არ შეგვიძლია და ისევ ვეცემით, დაცემულები ნუ დავრჩებით, არამედ ავდგეთ ხოლმე და ჩვენი მაცხოვრისგან შენდობა ვითხოვოთ. ხოლო რომელმაც თავის მოწაფეს დამნაშავისთვის დღეში სამოცდაათჯერ შვიდგზის პატიება ასწავლა, თვითონ ის, ამ კანონის მომცემი, როგორ არ გვაპატიებს?
მხოლოდ უფალს შეუძლია სულის ხსნაცა და წარწყმედაც. მხოლოდ მას ავყავართ ზეცად და ჩავყავართ ჯოჯოხეთად. იგი გვაცოცხლებს და იგი მოგვაკვდინებს, და რაც კი შეიქმნა დასაბამიდან, მხოლოდ მისგან, მისით და მის მიერ შეიქმნა, ხოლო მის გარეშე არაფ...
იხილეთ სრულად
მხოლოდ უფალს შეუძლია სულის ხსნაცა და წარწყმედაც. მხოლოდ მას ავყავართ ზეცად და ჩავყავართ ჯოჯოხეთად. იგი გვაცოცხლებს და იგი მოგვაკვდინებს, და რაც კი შეიქმნა დასაბამიდან, მხოლოდ მისგან, მისით და მის მიერ შეიქმნა, ხოლო მის გარეშე არაფერი შექმნილა.
მინდოდა და გული მეწვოდა შემეტყო თქვენი ჯანმრთელობის შესახებ, სულიერისა თუ ხორციელისა, მაგრამ მცნება – ვისაც მამა ან დედა უყვარს ჩემზე მეტად, ჩემი ღირსი არ არისო – მაიძულებს დავივიწყო არა მარტო მშობლები, და-ძმა და ნათესავები, არამე...
იხილეთ სრულად
მინდოდა და გული მეწვოდა შემეტყო თქვენი ჯანმრთელობის შესახებ, სულიერისა თუ ხორციელისა, მაგრამ მცნება – ვისაც მამა ან დედა უყვარს ჩემზე მეტად, ჩემი ღირსი არ არისო – მაიძულებს დავივიწყო არა მარტო მშობლები, და-ძმა და ნათესავები, არამედ საკუთარი სხეულიც კი, ხოლო სულის მთელი წადილი და სიყვარული ღმერთისკენ მივმართო; მზერა მისკენ გვქონდეს მიმართული და ვლოცულობდეთ და ვითხოვდეთ და ვიღებდეთ შესაფერის წამლებს სულის განწმედისა და სულიერი ადამიანის განვითარები...