ვხედავ შენს იმედგაცრუებას. ომში გამოუცდელ, ახალბედა ყმაწვილს, ახალწვეულ ჯარისკაცს ჰგავხარ, რომელიც ბრძოლის წინა ხაზზე გაჰყავთ და როგორც კი ტყვიებისა და ყუმბარების სეტყვა წამოვა, ნირწამხდარი უკან დაბრუნებას ითხოვს. მაგრამ გამოცდილი...
იხილეთ სრულად
ვხედავ შენს იმედგაცრუებას. ომში გამოუცდელ, ახალბედა ყმაწვილს, ახალწვეულ ჯარისკაცს ჰგავხარ, რომელიც ბრძოლის წინა ხაზზე გაჰყავთ და როგორც კი ტყვიებისა და ყუმბარების სეტყვა წამოვა, ნირწამხდარი უკან დაბრუნებას ითხოვს. მაგრამ გამოცდილი მხედართმთავრების ბრძანებით მას ძველი, გამოწრთობილი მეომრების გვერდით აყენებენ, ისინი კი მანამდე გაამხნევებენ, სანამ ომის ქარცეცხლს შეეგუება.
შიში, რომელიც ღამღამობით გიპყრობს, ბოროტისგანაა და მას ღვთისადმი რწმენით დაამარცხებ. იფიქრე, რომ ღმერთი ყველგან სუფევს. „მის მიერ ცხოველ ვართ და ვიქცევით და ვართ“ (საქმე. 17, 28). თუ ღმერთი არ დაუშვებს, ცუდი არაფერი მოხდება. თუნდა...
იხილეთ სრულად
შიში, რომელიც ღამღამობით გიპყრობს, ბოროტისგანაა და მას ღვთისადმი რწმენით დაამარცხებ. იფიქრე, რომ ღმერთი ყველგან სუფევს. „მის მიერ ცხოველ ვართ და ვიქცევით და ვართ“ (საქმე. 17, 28). თუ ღმერთი არ დაუშვებს, ცუდი არაფერი მოხდება. თუნდაც ეშმაკთან და გარეულ მხეცებთან აღმოვჩნდეთ, ღმერთი იქაც იქნება! ეშმაკი და მხეცები ვერაფერს გვავნებენ, თუ ამის უფლება ღვთისგან არ მიეცათ.მაშ, რატომ ვცხოვრობთ ამ მაცხონებელი ღვთაებრივი ჭეშმარიტების გარეშე, ღვთის განგებულები...
როგორი დიდება მოგველის სიმამაცისთვის ჩვენ, ვინც ანგელოზებრივი სქემა შევიმოსეთ და მეფეთა მეუფეს უდებება და გაქცევა კი არა, მისთვის სიცოცხლე ან სიკვდილი ფიცით აღვუთქვით.
დიდებულია კადნიერება, რომელიც მამაც მოღვაწეს ამშვენებს. ვის არ სურს ჰქონდეს იგი?! უდებება კი, განსაკუთრებით ლოცვაში, ღვთის წინაშე კადნიერებას ქარს ატანს და ადამიანს განძარცულს ტოვებს.
მხდალი მეომარი დიდებას მოკლებული, კადნიერების არმქონე და შერცხვენილია; მეფის ყურამდე მისი ერთი თხოვნაც არ აღწევს, ხოლო მამაცი მხედრის სავედრებელს მეფე მისი სახელის გაგონებისთანავე შეისმენს.
ბუნებრივია, ეშმაკი ბრძოლას არ დათმობს. იარაღი მასაც აქვს. როგორი? მაგალითად, ასეთი – ჩაგვჩურჩულებს: „ვერაფერს გახდები, მაინც ძირს დაგცემ. ნუთუ შენი ვნების, შენი უძლურების სიდიდეს ვერ ხედავ? ასე იოლად ვერ დამამარცხებ და უკანაც არ დ...
იხილეთ სრულად
ბუნებრივია, ეშმაკი ბრძოლას არ დათმობს. იარაღი მასაც აქვს. როგორი? მაგალითად, ასეთი – ჩაგვჩურჩულებს: „ვერაფერს გახდები, მაინც ძირს დაგცემ. ნუთუ შენი ვნების, შენი უძლურების სიდიდეს ვერ ხედავ? ასე იოლად ვერ დამამარცხებ და უკანაც არ დავიხევ. დღემდე განა რა გაგიკეთებია? არაფერი! არც ახლა დაგაცდი. ყოველი შენი მცდელობა ამაოა. მე უძლეველი ვარ. ვერ ხედავ, რამხელა ვარ?“ და მაშინვე მოაქვს ბილწი, განსაკუთრებით ძლიერი ხორციელი ტკბობის წარმოსახვები. მორიელივით...