არაერთხელ მითქვამს თქვენთვის, რომ ძალიან საყურადღებო სიტყვები თქვა დავით მეფე წინასწარმეტყველმა: „უფალი მეფობს“. ყველაფერში, ყოველთვის, ყველგან უფალი მეფობს. მართლაც, ჩვენ რომ გადავხედოთ ჩვენს ცხოვრებას, დავინახავთ, რომ ყოველ ნაბი...
იხილეთ სრულად
არაერთხელ მითქვამს თქვენთვის, რომ ძალიან საყურადღებო სიტყვები თქვა დავით მეფე წინასწარმეტყველმა: „უფალი მეფობს“. ყველაფერში, ყოველთვის, ყველგან უფალი მეფობს. მართლაც, ჩვენ რომ გადავხედოთ ჩვენს ცხოვრებას, დავინახავთ, რომ ყოველ ნაბიჯზე ღვთის კვალია, ღვთის განგებაა და მისგან მოცემული წყალობაა. ჩვენ არაფერი შეგვიძლია ღვთის გარეშე
გულმოწყალება ცხოვნებისაკენ მიმავალი ყველზაე სწორი და უმოკლესი გზაა. ამიტომაც ბრძანებს უფალი, რომ საშინელი სამსჯავროს დროს მოწყალენი იქნებიან შეწყალებულნი და დაიმკვიდრებენ ცათა სასუფეველს
მშვიდობა ყველასათვის სასურველია, მაგრამ მისი მიღწევა იოლი არ არის. ჩვენს გარშემოც და ჩვენს სულშიც მშვიდობა რომ სუფევდეს, მშვიდობისმოყვარე გული უნდა გვქონდეს
მეფე დავით წინასწარმეტყველი ასე ლოცულობდა: „მოიხსენე, უფალო, დავით და ყოველი სიმშვიდე მისი“. დღეს, როცა საოცარი წინააღმდეგობა და ბრძოლაა ადამიანებს შორის, შევთხოვოთ უფალს, რომ როგორც დავით მეფეს მიმადლა სიმშვიდე, ისე მიანიჭოს საქა...
იხილეთ სრულად
მეფე დავით წინასწარმეტყველი ასე ლოცულობდა: „მოიხსენე, უფალო, დავით და ყოველი სიმშვიდე მისი“. დღეს, როცა საოცარი წინააღმდეგობა და ბრძოლაა ადამიანებს შორის, შევთხოვოთ უფალს, რომ როგორც დავით მეფეს მიმადლა სიმშვიდე, ისე მიანიჭოს საქართველოს!
მთავარი, დაუსრულებელი სათნოება არის სიყვარული. არსებობს რწმენა, სასოება და სიყვარული. სიყვარული მარადიულია. და აი, ამ მარადისობის დღესასწაულია დღეს - მარადიული სიყვარულის დღესასწაული