ცოცხლებთან მიცვალებულების მოჩვენებითი გამოცხადების შემთხვევები, ჩვეულებრივ, ან „ანგელოზთა საქმეს“ წარმოადგენს ან ეშმაკისაგან დატეხილ „მზაკვრულ ზმანებებს“, რომლის მიზანიც თუნდაც ისაა, რომ ადამიანებს საიქიოზე ყალბი წარმოდგენა შეუქმნ...
იხილეთ სრულად
ცოცხლებთან მიცვალებულების მოჩვენებითი გამოცხადების შემთხვევები, ჩვეულებრივ, ან „ანგელოზთა საქმეს“ წარმოადგენს ან ეშმაკისაგან დატეხილ „მზაკვრულ ზმანებებს“, რომლის მიზანიც თუნდაც ისაა, რომ ადამიანებს საიქიოზე ყალბი წარმოდგენა შეუქმნას.
წმიდა მსხვერპლშეწირვა ქრისტესი, ჩვენი მაცხოვნებელი მსხვერპლისა, სიკვდილის შემდგომაც დიდად სასარგებლოა, იმის გათვალისწინებით, რომ მათ ცოდვები შესაძლოა მიეტეოთ მომავალ ცხოვრებაში. ამიტომ მიცვალებულთა სულები ზოგჯერ ითხოვენ, რომ მათთვ...
იხილეთ სრულად
წმიდა მსხვერპლშეწირვა ქრისტესი, ჩვენი მაცხოვნებელი მსხვერპლისა, სიკვდილის შემდგომაც დიდად სასარგებლოა, იმის გათვალისწინებით, რომ მათ ცოდვები შესაძლოა მიეტეოთ მომავალ ცხოვრებაში. ამიტომ მიცვალებულთა სულები ზოგჯერ ითხოვენ, რომ მათთვის წირვა აღასრულონ... რა თქმა უნდა, უფრო საიმედოა, რომ სიცოცხლეში თავადვე გავაკეთოთ ის, რასაც ვიმედოვნებთ, რომ სიკვდილის შემდგომ სხვები გაგვიკეთებენ. უმჯობესია, თავისუფალნი გადავიდეთ იმქვეყნად, ვიდრე ბორკილდადებულნი ვეძი...
ჭეშმარიტი ნიშანი იმისა, რომ ადამიანი გულისმიერი გრძნობებით განიცდის სიკვდილის შიშს, არის ის, რომ იგი თავისი ნებით სრულიად უგრძნობელია ყოველივე ქმნულისადმი და სრულიად მოუკვეთია პირადი ნება.
ხშირად ადამიანის სიკვდილი ადამიანსავე ჰგავს, ანუ როგორიცაა მისი სიცოცხლე, ისეთივეა სიკვდილიც მისი. როგორც წესი, მკვლელი ძალადობრივი სიკვდილით კვდება: „ყოველთა რომელთა აღიღონ მახვილი, მახვილითა წარწყმდენ“.
ჰოი, მიცვალებულთა მშობლებო და ნათესავებო! გააკეთეთ მათთვის ის, რაც სჭირდებათ და რაც თქვენ შეგიძლიათ, თქვენი ფული კუბოსა და საფლავის გასამშვენებლად კი არ გამოიყენოთ, არამედ თქვენი გარდაცვლილი ახლობლების მოსახსენებლად გაჭირვებულებს ...
იხილეთ სრულად
ჰოი, მიცვალებულთა მშობლებო და ნათესავებო! გააკეთეთ მათთვის ის, რაც სჭირდებათ და რაც თქვენ შეგიძლიათ, თქვენი ფული კუბოსა და საფლავის გასამშვენებლად კი არ გამოიყენოთ, არამედ თქვენი გარდაცვლილი ახლობლების მოსახსენებლად გაჭირვებულებს დაურიგეთ და ეკლესიას შესწირეთ, სადაც მისთვის ლოცვები აღევლინება. მოწყალე იყავით მიცვალებულებისადმი და იზრუნეთ მათი სულებისათვის; თქვენც იგივე გზა გელოდებათ და როგორ მოგვინდება მაშინ ლოცვებში რომ მოგვიხსენიონ! და ვიყოთ ჩვ...
გლახაკი ყაჩაღსაც კი ეცოდება და შეიწყალებს მას, მდიდარს კი ავი ხერხით დააგლახაკებს. კარგია, როცა ადამიანი თავად დაგლახაკდება ქრისტეს სახარების თანახმად ზეციური სასუფევლის დამკვიდრებისათვის სწრაფვაში.
სულიერი გლახაკი ანუ გლახაკი სულით ისაა, ვინც გრძნობს, რომ საკუთარი არაფერი არა აქვს: არც ღირსება, არც სათნოება, არც სიწმინდე, არც დამსახურება ღმრთის წინაშე, არამედ, მისგან გამოითხოვს მოწყალებას და იმით ცხოვრობს სულიერად. მაშასადამ...
იხილეთ სრულად
სულიერი გლახაკი ანუ გლახაკი სულით ისაა, ვინც გრძნობს, რომ საკუთარი არაფერი არა აქვს: არც ღირსება, არც სათნოება, არც სიწმინდე, არც დამსახურება ღმრთის წინაშე, არამედ, მისგან გამოითხოვს მოწყალებას და იმით ცხოვრობს სულიერად. მაშასადამე, გლახაკი სულით – თავმდაბალი და მშვიდია, რაცარუნდა ბევრი კეთილი საქმე ჰქონდეს გაკეთებული.