ყოველგვარი ვნება სიკვდილის ხსოვნის წინააღმდგომია. ყოველგვარი ვნება ამ ხსოვნას შეგნების საზღვრებიდან დევნის. სიკვდილის ხსოვნა ბედნიერებისა და ნეტარების მძებნელ ადამიანს ქორწილში შავ ნიღბად ეჩვენება. ქრისტიანისთვის კი სიკვდილის ხსოვ...
იხილეთ სრულად
ყოველგვარი ვნება სიკვდილის ხსოვნის წინააღმდგომია. ყოველგვარი ვნება ამ ხსოვნას შეგნების საზღვრებიდან დევნის. სიკვდილის ხსოვნა ბედნიერებისა და ნეტარების მძებნელ ადამიანს ქორწილში შავ ნიღბად ეჩვენება. ქრისტიანისთვის კი სიკვდილის ხსოვნა, ლოცვასთან შეერთებული, დემონის წინააღმდეგ მიმართული მახვილია. ვიდრე კაცს აღსასრული ახსოვს, ვიდრე სიკვდილის მისტიკური განცდა მის გულს ათრთოლებს, არ შეუძლია სცოდოს, ისევე, როგორც მას, ჭკუათმყოფელს, არ შეუძლია გველის სორ...
ყოველი ხორციელი ძველდება სამოსელივით, რადგან დასაბამიდან გადაწყვეტილია: სიკვდილით მოკვდება.
როგორც მწვანე ფოთლებით დაბურული ხიდან ერთი ვარდება, ხოლო მეორე იშლება, ასევეა მოდგმა ხორცისა და სისხლის: ერთი აღესრულება, მეორე კი ი...
იხილეთ სრულად
ყოველი ხორციელი ძველდება სამოსელივით, რადგან დასაბამიდან გადაწყვეტილია: სიკვდილით მოკვდება.
როგორც მწვანე ფოთლებით დაბურული ხიდან ერთი ვარდება, ხოლო მეორე იშლება, ასევეა მოდგმა ხორცისა და სისხლის: ერთი აღესრულება, მეორე კი იბადება.
ყოველი ნაკეთობა ხრწნადია და ქრება, მასთან ერთად კვდება მისი შემქმნელიც.
თ. 13–14
შეუძლებელია ღვთისმოსაურად გატარება დღისა, თუ არ ვფიქრობთ, რომ ეს ჩვენი ცხოვრების უკანასკნელი დღეა, და საოცარია, რომ წარმართა შორისაც ითქვა რაღაც – ამდაგვარი იმიტომ, რომ მათაც ივარაუდეს, რომ სიბრძნისმოყვარება სიკვდილზე ფიქრში მდგომ...
იხილეთ სრულად
შეუძლებელია ღვთისმოსაურად გატარება დღისა, თუ არ ვფიქრობთ, რომ ეს ჩვენი ცხოვრების უკანასკნელი დღეა, და საოცარია, რომ წარმართა შორისაც ითქვა რაღაც – ამდაგვარი იმიტომ, რომ მათაც ივარაუდეს, რომ სიბრძნისმოყვარება სიკვდილზე ფიქრში მდგომარეობს.
ჩვენი მიწერი ცხოვრება მომავალ ცხოვრებაში ნეგატივივით გამჟღავნდება: ცრემლი სიხარულად იქცევა, მიწერი სიამენი – მწუხარებად, თავმდაბლობა – დიდებად, სიამაყე – დაცემად, სიმდიდრე – სიღატაკედ, სიღარიბე – სიმდიდრედ, სულიერი სიგლახაკე – სიბ...
იხილეთ სრულად
ჩვენი მიწერი ცხოვრება მომავალ ცხოვრებაში ნეგატივივით გამჟღავნდება: ცრემლი სიხარულად იქცევა, მიწერი სიამენი – მწუხარებად, თავმდაბლობა – დიდებად, სიამაყე – დაცემად, სიმდიდრე – სიღატაკედ, სიღარიბე – სიმდიდრედ, სულიერი სიგლახაკე – სიბრძნედ, მიწერი სიბრძნე – სულიერ სიბნელედ; ის ვინც მიწაზე ყველას მსახური იყო პირველი გახდება, ვინც პირველობასა და ძალაუფლებას ესწრაფვოდა – ბოლო შეიქნება. ქრისტეს ჯვარი, რომელსაც სოფელი სიგიჟედ თვლიდა და თვლის, დიდების ტახტ...
პირველი მიზეზი ჩვენი ლოცვების წარუმატებლობისა არის უგულისყურობა ლოცვის დროს. ზოგნი შემოდიან ეკლესიაში, ამბობს წმ. იოანე ოქროპირი, ლოცვის უამრავ ტაეპს წაიკითხავენ და გადიან კარში ისე, რომ არ იციან რას, ან რაზე მეტყველებდნენ. და თუ ...
იხილეთ სრულად
პირველი მიზეზი ჩვენი ლოცვების წარუმატებლობისა არის უგულისყურობა ლოცვის დროს. ზოგნი შემოდიან ეკლესიაში, ამბობს წმ. იოანე ოქროპირი, ლოცვის უამრავ ტაეპს წაიკითხავენ და გადიან კარში ისე, რომ არ იციან რას, ან რაზე მეტყველებდნენ. და თუ შენ თვით არ გესმის თავისი ლოცვა, მაშინ როგორ გინდა, რომ უფალმა ყურადიღოს ლოცვა შენი?
პირველ ყოვლისა ლოცვის დროს საჭიროა ყურადღება, გულის ხმის ყოფა. ჩვენ-კი ხშირად ვიმეორებდით ზეპირად დასწავლილ ლოცვებს, ვისმენთ სხვის მიერ წაკითხულ წმიდა სიტყვებს, ვიწერთ პირჯვარსა, მოვიყრით მუხლსა, მაგრამ ყურადღება სხვა საგანზედ გვა...
იხილეთ სრულად
პირველ ყოვლისა ლოცვის დროს საჭიროა ყურადღება, გულის ხმის ყოფა. ჩვენ-კი ხშირად ვიმეორებდით ზეპირად დასწავლილ ლოცვებს, ვისმენთ სხვის მიერ წაკითხულ წმიდა სიტყვებს, ვიწერთ პირჯვარსა, მოვიყრით მუხლსა, მაგრამ ყურადღება სხვა საგანზედ გვაქვს მიქცეული, გვაგონდება ცოლი და შვილი, ნაცნობნი და მეგობარნი, მათი დავალება და საჭიროებანი. აბა ჩაეკითხენით ხანდის-ხან თქვენს გონებასა, რას მოგვითხრობდა წირვაზედ წაკითხული სამოციქულო ანუ სახარება, და დარწმუნდებით, რომ ტ...