ციტატები
ციტატები სიბრძნე, გამონათქვამები, ამონარიდები
წმიდა ეფრემის იგავი ღვთის ხანგრძლივი მოთმინების შესახებ
ერთმა მდიდარმა ადამიანმა მდინარის მეორე ნაპირზე ფართო მინდორი იყიდა, თავის მონებს უხმო და უთხრა:
-თითოეულ თქვენგანს მიწის თანაბარ ფართობს გაძლევთ; წადით და დაამუშავეთ ის, გარკვეული დროის შემდეგ კი მოგინახულებთ და თქვენს ნაშრომს ვნახავ.
გულმოდგინე მონები ბატონის ბრძანების მოსმენისთანავე მდინარის გადაღმა გაეშურნენ და საქმეს შეუდგნენ; ნაწილი კი, ურჩნი, გულსასტიკნი, სხვადასხვა მიზეზს ეძიებდნენ, რატომ არ შეეძლოთ იქ წასვლა, ბოლოს კი საერთოდ უარი თქვეს.
ბატონმა, იმის ნაცვლად, რომ ისინი დაესაჯა, ნადიმი მოუწყო, დათრობამდე ასვა; შემდეგ ბრძანა, ამ უგუნო მდგომარეობაში მყოფნი მდინარეზე გადაეყვანათ და თითოეული იმ ადგილას დაეტოვებინათ, რომელიც მას უნდა დაემუშავებინა. ძილიდან გამოფხიზლებული ზოგიერთი მათგანი ბატონის დიდსულოვნებამ და მოთმინებამ გააოცა და მას შემდეგ ყოველნაირად ცდილობდნენ, თავიანთი საქციელი გამოესწორებინათ; მეორეთ კი, მათ მიმართ გამოჩენილი ნაძალადევი საქციელით განაწყენებულთ, პირიქით, არაფრის გაკეთება არ სურდათ და მხოლოდ ეძინათ, რის გამოც მათ მიწაზე ეკალ-ბარდი და ჭინჭარი გაიზარდა.
გარკვეული დროის შემდეგ მათთან ბატონი მივიდა, მორჩილ მონათა გულმოდგინება იხილა და დალოცა ისინი. შემდგომ ნახა მათი ნაშრომიც, ვინც მდინარეზე საკუთარი ნების წინააღმდეგ გადაიყვანეს, შემდეგ კი საქმეს შეუდგნენ და ისინიც დალოცა. ბოლოს ზარმაცი და შეუნანიებელი მონების რიგიც დადგა. ბატონმა დაინახა, რომ მათ ღრმად ეძინათ, მინდორზე კი ეკალბარდი და ჭინჭარი ამოსულიყო და მრისხანედ დაუყვირა:
-მზაკვარო მონებო! რატომ დატოვეთ ცარიელი ვენახის ნაწილი, რომელიც საშრომად დაგიდგინეთ? იქნებ არ გახსოვთ, რომ მოგიტევეთ თქვენი ურჩობა, დაგაურწყეთ, მდინარეზე მძინარენი გადაგიყვანეთ და აქ დაგტოვეთ? ჩემი ქველმოქმედებისთვის თქვენც თანამშრომლებს არ უნდა გასტოლებოდით?
ბოროტი მონები თრთოდნენ და აღარ იცოდნენ, რა პასუხი გაეცათ.
ბოლოს ბატონმა, როგორც მართლმსაჯულმა, თითოეულს თავის საქმეთა შესაბამისად მიაგო: გულმოდგინე მონები დააჯილდოვა, ზარმაცები კი მოაკვდინა
ამ ლოცვას იმიტომ ეწოდება იესოს ლოცვა, რომ უფალ იესოს მოუხმობს და ისევე, როგორც ყველა სხვა ლოცვა, სიტყვიერია. ის გონებრივია, როცა აღევლინება არამარტო სიტყვით, არამდ გონებით, გულით, შინაარსის აღთქმით და გაცნობიერებით და განსაკლუთრებით მაშინ, როცა ხანგრძლივი ყურადღებიანი აღსრულებისას ისე შეერწყმის სულის მოძრაობას, რომ არსებითად მხოლოდ ის იხილვება შიგნით დფა სიტყვები თითქოსდა აღარც კი არსებიბენ. ყველაირი მოკლე ლოცვა შეიძლება აყვანილ იქნეს ამ ხარისხში. იესოს ლოცვას კი იმიტომ ენიჭება უპირატესობა, რომ ის სულს მჭიდროს აკავშირებს უფალ იესოსთან, რადგან უფალი იესო არის ერთადერთი კარი ღმერთთან საუბრისა, რომლის მიგნებასაც ესწრაფვის ლოცვა, რამეთუ თავად მან თქვა: "არავინ მოვიდეს მამისა, ჩემ მიერ" (იოანე 14, 6). ამიტომ, ვინც მოიხვეჭს, ის ღვთის მიერ განხორციელებული მაცხოვარების სრულ ძალას ითვისებს, რაშიც თიტოაული ჩვენგანის ცხოვნება იგულისხმება. ამის გამგონე ნუ გაიკვირვებ, თუ რატომ არ იშურებდნენ ძალისხმევას ხსნის მაძიებელნი, როცა ამ ლოცვის მიჩვევას და მის გათავისებას ცდილობდნენ. შენც აირე მაგალითი მათგან.
იესოს ლოცვაში გარეგნული გაჩვევა, იმის მიღწევა სგულისხმობს, რომ ის მუდმივად თავისთავდ გვიტრიალებს ენაზე, შინაგანი გაჩვევა კი, გონების ყურადღებით მოკრებას გულისხმობს გულში და იქ ღვთის წინაშე მუდმივ დგომას, რომელსაც თან სხვადასხვა ხარისხის გულის სითბო, ყველანაირი აზრების მოკვეთა უფლისა და მაცხოვრისადმი საიმდაბლითა და შემუსვრილებით გამოხატული შევრდომა სდევს. ასეთ ჩვევას საფუძველი ეყრება, როცა ამ ლოცვას, შეძლებისდაგვარად, ხშირად და ყურადღებით ვიმეორებთ გულში. ხშირი გამეორება გონებას შეკრებს, გააერთიანებს და ღვთის წინაშე დააყენებს. შიგნით ასეთი განწყობის ჩამოყალიბება ხელს შეუწყობს გულის შეთბობას და არამარტო ვნებიანი, არამედ უმნიშვნელო აზრების განდევნასაც კი, როცა გული ღმერთს მიეკვრება და მუდმივი ცეცხლი დაინთება, მაშინ მასთან ერთად შიგნით, გულში, მშვიდი განწყობა დაისადგურებს, რასაც მოსდევს შემუსვრილი, მდაბალი და აზრიანი შევრდომა ღმრთისადმი. ამ მდგომარეობამდე ღვთის მადლით ჩვენი შრომა მიგვიყვანს. ხოლო ის, რაც უფრო აღმატებულია, მხოლოდ ღვთის მადლით გვენიჭება, წმ. მამები წერენ: ვინც აღნიშნულ ზღვარს მიაღწევს, არ ეგონოს, თითქოს მას უკვე შეუძლია აღარაფერი ისურვოს და არ იოცნებოს, თითქოს სრულყოფილი ლოცვის ან სულიერების უმაღლეს საფეხურზე დგას...
ნუ ჩქარობ, ერთი ლოცვა მეორეს მიადევნო, არამედ ზომიერი შუალედით წარმოთქვი ისინი, როგორც ჩვეულებრივ საუბრობენ ხოლო მაღალი პირის წინაშე და სთხოვენ მას რაიმეს, თუმცა მხოლოდ სიტყვებზე არ იზრუნო, უპირველესად გონება გულში იქვე მყოფი ღვთის წინაშე დააყენე და მისი სიდიადე, მადლი და სამართლიანობა სრულიად განიცადე...
თავი რომ აარიდო შეცდომებს, იყოლიე დამრიგებლად სულიერი მამა, ან თანამოსაუბრე ძმა და გაუმხილე მას ყველაფერი, რაც ასეთი შრომის დროს შეგემთხვევა. თავად კი ყოველთვის უდიდესი უბრალოებით იმოქმედე, იყავი დიდ სიმდაბლეში და წარმატება შენს თავს არ მიაკუთვნო. იცოდე, ნამდვილი წარმატება აღმოცენდება შიგნით, შეუმჩნევლად, გაუცნობიერებლად ისე, როგორც იზრდება სხეული. ამიტომ, როგორც კი შიგნით შეამჩნევ ძახილს: აი, ისიც! - იცოდე ეს ბოროტის შეძახილია, ის გაჩეჩებს ხელში რაღაც მოჩვენებითს, ცრუს და არანამდვილს. აქაა ხიბლის სათავე. მაშინვე ჩახშე ეს ხმა. სხვა შემთხვევაში ის საყვირივით იხმიანებს და შენს თავმომწონეობას ასაზრდოებს.
ღმერთია მოწმე, რომელიც ცრუთ აკვდინებს მათი სიცრუითურთ: უკვე ოცდახუთ წელზე მეტია, რაც გაშმაგებითა და სისხლის დათხევამდე ვებრძვი ეშმაკებს დედამიწაზე. ოკეანის სიღრმეში ჩავეშვი, თავისმოყვარებისა და საკუთარი ნებისაგან განძარცვული, რათა მეპოვა ძვირფასი მარგალიტი. დავაურვე თავად სატანა მთელი მისი ლაშქრით, მეცნიერებითა და ხელოვნებითურთ, შევკარი სიმდაბლით და ვეკითხები:
- რატომ გაქვს ასეთი სიშმაგე ჩვენს წინააღმდეგ და რას გვებრძვი ასეთი მძვინვარებით?
ის კი მპასუხობს:
- რათა ბევრი მეგობარი მყავდეს ჯოჯოხეთში და ნაზარეველის წინაშე ვიქადოდე, რომ მხოლოდ მე კი არა ვარ დამნაშავე, არამედ აი, რა ბევრნი არიან ჩემთან ერთად.
და ისევ ავიჭერი ზეცაში მადლითა და სულიერი ჭვრეტით და ვიხილე სამოთხის ენით უთქმელი სილამაზე, რომელიც ღმერთმა თავის მოყვარულთ განუმზადა.
და ყოველივე ამის შემდეგ მცირედ განმეშორა მადლი და ფეხები ოდნავ მომეკვეთა. და ერთგვარ მცონარებაში ჩავვარდი და ძილმა შემიპყრო, და მრავალ სიკეთეს მომაკლო. და მალე ისევ აღვდექი და გავაჩაღე ომი და სისხლიანი შეტაკება. და როცა გავიმარჯვე, კვლავ ძილქუში მომერია. და ისევ მცონარებამ, ყოველგვარი ბოროტების დედამ, შემიჭამა ძვლები. მაგრამ ისევ ავდექი და ბრძოლა გავაჩაღე ყველა ეშმაკის წინააღმდეგ.
თავიდან რვა წელი ხორციელ ვნებებს ვებრძოდი. დაწოლილს არ მძინებია, არამედ ან კუთხეში ფეხზე მდგარს, ან სკამზე მჯდომარეს. დღეში ორჯერ თუ სამჯერ საკუთარ თავს ვცემდი, ვღაღადებდი და ვტიროდი რათა ღმერთს შევეწყალებინე და ომი დაეოკებინა, ვიდრე არ შემიწყალა ყოვლადმოწყალემ და არ შეწყვიტა სატანის სიშმაგე. და ახლა ჩემს ურიცხვ სატანჯველს თითქოსდა მოკლედ აღვწერ, ერთ წვეთს გაძლევ ოკეანიდან.
მთელი რვა წლის მანძილზე ყოველ ღამე ეშმაკთა ურდოები ჯოხებით, ნაჯახებითა და ყოველგვარი მავნე იარაღით გაშმაგებით მაწამებდნენ. ერთი ჩემს პატარა წვერში ჩამავლებდა ხელს, მეორე - თმებში, სხვები ხელებსა და ფეხებში. ყოველგვარ ბოროტებასა და ტანჯვას მაყენებდნენ. ყველანი ყვიროდნენ: "დაახრჩვეთ! მოკალით!" და მხოლოდ ქრისტესა და ჩვენი ღმრთისმშობლის სახელის ხსენებაზე ქრებოდნენ, და მათი ძალა კვამლივით იფანტებოდა. ბოლოს და ბოლოს უფალმა შემიწყალა და ამომიყვანა სატანჯველის სიღრმიდან და ორმოდან.
და ახლაც ჩემო შვილო, უგუნური ვარ, ამას რომ გეუბნები, მაგრამ ეს გითხარი და განვაგრძობ ლაპარაკს, რადგან მგონია, რომ ამით სარგებელს მოგიტან.
მაშ ასე, თუმცაღა სიყრმეში გაფურჩქვნის ასაკში ვიყავი, ახლა კი მრავალი ცვალების სატანჯველთაგან ასი წლის მოხუცივით დავბერდი, უპირველეს ყოვლისა, საკუთარი შრომით მოვიპოვებ სარჩოს, როგორც შენ ნახავდი იქიდან, რაც გამოგიგზავნე. ათონის სხვადასხვა მონასტრიდან და სკიტიდან მოდიან ჩვენთან და ღმრთის მადლით იმას ვეუბნებით, რასაც ღმერთი გვიბოძებს.
შინაგან შრომას ვაგრძელებ და უნაკლოდ აღვასრულებ ჩემს მონაზვნურ ვალდებულებებს. და ღამით, როცა გონება საკმაოდ დაიღლება ლოცვით, ვწერ უამრავ წერილს, რომელთაც ქრისტიანები ხშირად მთხოვენ სარგებელისათვის. და ყოველივე იმის შემდეგ რაც შენ მოისმინე, სასოწარკვეთილებას ვეძლევი, რომ არ აღვასრულებ ჩემი უფლის ნებას. ვტირი და ვამბობ: "ნუთუ ვინმემ იცის, სათნოა თუ არა ღმრთისათვის ის, რასაც ვაკეთებ, ან იქნებ ვცდები ან ვტყუვდები და მაშინ, როცა სხვებს ვუქადაგებ, თავად ვარ უვარგისი? რადგან ჩემგან დაფარულია ღმრთაებრივი ნება ჩემი უფლისა. რადგან ვინ შეიცნო ყოვლისმპყრობელის გონება ან ვინ დაუდგება წინ, უკეთუ უშჯულოებათაებრ მიაგებდეს"
ვის ძალ-უძს, საყვარელნო, წარსდგეს კადნიერებით ამა საშინელის სამსჯავროის წინაშე და სრულის იმედით მოელოდეს სიმართლის გვირგვინს, რომელსაც მისცემს უფალი მარტო ოდენ მათ, ვინც შეიყვარეს გამოჩინება მისი (2 ტიმოთ. 4,8)? მას, ვისი შრომა და ღვაწლი ამაქვეყანაზედ იყო ნაყოფიერი, ხოლო ცხოვრება სათნო ღვთისა; მას, ვინც ყოველივე თავის საქმე შეასრულა თანახმად უფლისმცნებათა; მას, ვისაც ჩვეულებად ჰქონდა გადაქცეული ანგარიშის გაწევა თავის სვინიდისთან; მას, რომელიც განიკითხვიდა თავის თავსა, თანახმად მოციქულის მცნებისა: თავთა თვისთა განიკითხვიდეთ (1 კორ. 11, 31).
ამისთვის, თუმცა განკითხვა თავისი, განსჯა გულის)თქმათა, განზრახვათა, სიტყვათა და მოქმედებათა თვისთა ქრისტიანეთათვის დღემუდამ საჭირო და სასარგებლოა, მაგრამ ვინც ჯერ ვერ შესჩვევია, ვისაც სხვა დრო ვერ უპოვნია, დღეს მაინც უნდა შეიცვალონ ამ ფრიად კეთილის საქმისათვის და შეეკითხნენ თავიანთ თავსა: როგორ და რა რიგად გაატარეს, თავო ჩემო, გასული წელი? რაოდენი ხანი მოანდომე ღვთის მსახურებას, მის ლოცვა-ვედრებას და ქევბა-დიდებას? ბევრი დრო შესწირე კეთილსა და ნაყოფიერს საქმესა, ღვთის სადიდებლად და მოყვასის სასარგებლოდ? თუ უფრო მეტი დრო დაჰკარგე ზარმაცობასა და უსაქმობაში, უნაყოფო და უსარგებლო საქმისათვის, ცუდად ყოფნასა და ბიწიერს ცხოვრებაში?
რა უყავ ის ნიჭი, ანუ ნაყოფი, რომლითაც გვირგვინოსანყო უფალმა შრომა შენი? რაში დახარჯე ნაშრომი ხელთა შენთა, კეთილსა თუ ბოროტ საქმეში, სულის საცხოვნებელად, თუ მის წარსაწყმედელად, სადიდებელად ღვთისა და წარსამატებელად მოყვასთა შენთა, თუ გასანებივრებელად ხორცისა შენისა და დასაკმაყოფილებლად ვნებათა ღელვათა შენთა, ასესხე უფალსა გლახაკთა ხელით, თუ მოანდომე სმას, ჭამას და განცხრომასა?
მოვალეობის აღსრულების დროს რას უფრო აქცევდი ყურადღებას, - პირად სარგებლობას და პატივის მოპოვებას, თუ მოძმეთა სარგებლობას და სვინიდისის მოთხოვნილებას? კაცთაგან ელოდი ქება-დიდებასა, თუ როგორც ჭეშმარიტი მონა ქრისტესი, ელოდი სასყიდელს მამისაგან, რომელი არს ცათა შინა? ქველმოქმედებას საჯაროდ, კაცთა საჩვენებელად ეწეოდი თუ გაიღებდი წინაშე გულთა მხილავისა მამისათა?
თავისუფალს დროს როგორ ატარებდი ხოლმე, - რა გრძნობანი და მოგონებანი აღგეძროდიან უფრო ხშირად გულსა და სულში? გაითვალისწინე მცნებანი უფლისანი, შეუდარე გულის-თქმანი, სიტყვანი და საქმენი შენნი და სთქვი: ხარ თუ არა მზად, კადნიერებით და პირნათლად წარსდგე წინაშე უფლისა და მსაჯულისა შენისა?
ამა კითხვის პასუხი ცხადად დაგვანახვებს, თუ რა ვყოფილვართ და რა უნდა ვყოფილიყავით, გვიჩვენებს, თუ რა უნდა დავივიწყოთ და რა უნდა დავიხსომოთ, რა უნდა გავასწოროთ და რა უნდა გავაუმჯობესოთ, რას უნდა დავანებოთ თავი, და რას უნდა მაგრად ჩავკიდოთ ხელი, რომ არ მოგვისწროს ულმობელმა სიკვდილმა მოუმზადებელთ და არ მიგვცეს საუკუნო ტანჯვასა და მწუხარებასა.
მართალია, ამგვარად განკითხვა თავისა არასასიამოვნოა, განსაკუთრებით ისეთს დღეს, რომელსაც სხვები უდარდელად და მხიარულებით ატარებენ, მაგრამ ნუ დავივიწყებთ, რომ ის, რაც სასიამოვნოა, ხშირად მავნებელია, ის კი, რაც თავდაპირველად მწარეა, საბოლოოდ ტკბილი და მარგებელია. ამისთვის, ყურად ვიღოთ სწავლა, რომლითაც განგვაბრძნო დღევანდელმა დღემ და ვიხელმძღვანელოთ მითა: უმბობესია სასარგებლოდ, თუმცა არა გარდამეტებულის მხიარულებით გავატაროთ დღე ესე, ვიდრე სიამოვნებით, მაგრამ უსარგებლოდ. ამგვარს შემთხვევაში ჩვენ უნდა წინ გვიდგეს წმ. მოციქულის დარიგება: "ყოველივე გამოიცადეთ და უკეთესი იგი შეიკრძალეთ" (1 თესალ. 5, 21). ამინ.
სწავლა ოდ. თავი კე. გლახაკთ-მოყვარებისათვის
საყვარელნო ძმანო ჩემნო! შევიკდიმოთ სიყვარულისა მისგან ღვთისა და დიდისა მის კაცთმოყვარებისა მისისა! რამეთუ მან სახიერმან მხოლოდ შობილსა ძესა თვისსა არა ჰრიდა ჩვენთვის, ხოლო ჩვენ საფასეთა ვშურობთ მისთვის და უფროსად თავთა ჩვენთათვის. არა ფრიადისა სასჯელისა ღირს ვართა? რამეთუ უკეთუ კაცმან, ვინ ჩვენთვის შრომაი და ჭირი თავს იდვას, ჩვენცა გვიხმს მისთვის დავსდებაი ჭირისა, და ყოველი ჩვენი მისა მინიჭებად არა გვშურს? ხოლო ქრისტეს მიმართ ამასცა არა ვიქმთ, რომელმან სული თვისი ჩვენთვის დასდვა, და პატიოსანი სისხლი თვისი დასთხია, რომელნი ესე მტერ მისა ვიყვენით, და საუკუნოისა სასჯელისაგან გვიხსნა, და ჩვენ აწ არცა თუ უნდოსა სახმარსა მივსცემთ მას? ვინ მიხსნნეს ჩვენ საუკუნოსა ცეცხლისაგან? არა ჩვენ თვით დავსჯითა თვთა ჩვენთა? არა საუკუნოსა გეენიასა ნებსით მივეცემითა, რამეთუ, რომელმან სული თვისი ჩვენთვის დასდვა, არა შევიწყნარებთ მას? რამეთუ არა საფასენი, არამედ სულიცა ჩვენი თუ მიგვეცა, არამცა ღირსვე იყო ქველის მოქმედებისა მისისა. არამედ არა გულის-ხმა-ვჰყოფთ ამას ყოველსა, გარნა ვართ უგულისხმო და უკეთურ. რამეთუ მონათა და ცხენთა ოქროითა შევამკობთ, ხოლო ქრისტესა მეუფესა ჩვენსა, არცა თუ პურსა მივსცემთ მრავალ გზის; და შიშველი თუ იყოს, არა შევმოსთ და უფროსად რისხვით განვსდევნით. და იგი სახიერი სიგლახაკესა თავს იდებს, რათამცა ჩვენ მიზეზი ვეცით მრავლისა წყალობისა მისისა ჩვენზედა მოფენად. და შიშველი მიმოვალს, რათამცა ჩვენ მიზეზი ვსცეთ შემოსად ჩვენდა სამოსელი უხრწნელებისა. გარნა შენ, ჰოი კაცო, სამოსელნი შენნი, რომელნიმე მღილთა მიერ შეჭმულ არიან, რომელნიმე ამაოდ სხენან, და რომლითამე შენ იმკობი, რათამცა უბნისა კაცთა გიხილეს, და სულისა შენისა შემკობაი არა გნებავს. რასა ესრეთ მოსწრაფე ხარ შემკობად თავისა შენისა? რაი კეთილი არს მაგას შინა? რამეთუ დედანიცა მეძავნი ესრეთ იმკობინ და უმეტესცა. არამედ ჭეშმარიტი სამკაული სათნოება არს, რომელი შვენიერ ჰყოფ სულსა ამას. მარადის ვიტყვი და თქმად არა დავსცხრები, რამეთუ არა ესე ზომ მიყვარან და მეწყალვიან მე გლახაკნი, რაზომ თქვენი სული. იხილეთ, თუ უწყალოებამან მდიდრისამან ვის უფრო ავნო, ლაზარეს ანუ თვით მას მდიდარსა? ეგრეთვე თქვენ უმეტესი გევნოს უწყალოებითა, ვიდრეღა გლახაკთა, და მათვე სიტყვათა მდიდრისათა იტყოდეთ ცეცხლსა მას შინა და არა ჰპოოთ წყალობაი, არამედ ნუმცა ვის ასმია ხმა იგი! გარნა შევიყვაროთ, ძმანო, გლახაკი, რომელ არს ქრისტე, და ვაჩვენოთ წყალობაი, რათა წიაღთამცა აბრამისთა მივიწივნეთ ყოველნი მადლითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომლისა თანა მამასა შვენის დიდება სულით წმიდითურთ, აწ, და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამი
როცა ჯეროვნად დაიწყებ მამათა ლოცვების მიხედვით ლოცვებთან შეჩვევას, აღგეძვრება ღვტის მიმართ საკუთარი ლოცვისმიერი ღაღადებანი. არასოდეს დატოვო უყურადღებოდ შენს სულში გამჟღავნებული ასეთი აღმასვლები ღვთისაკენ. ამ დროს შეჩერდი და ილოცე შენი ლოცვიტ. ნუ იფიქრებ, რომ თითქოს ასეთი ლოცვით ზიანს აყენებ ლოცვას. არა, სწორედ ამ დროს ლოცულობ შენ ისე, როგორც საჭიროა და ეს ლოცვა ადვილად აღწევს ღმერთამდე. ამიტომაც არსებობს ყველას მიერ მოწონებული წესი: ტაძარში ან სახლშჰი თუ შენი სული ისურვებს საკუთარი სიტყვებით ილოცოს, მიეცი მას თავისუფლება, მიუშვი ილოცოს, თუნდაც მთელი მსახურება ჩამოილოცოს და ვერ მოასწროს მისი აღსრულება. ლოცვის როგორც ერთი, ისე მეორე სახე - ლოცვა ლოცვანის მიხედვით, ყურადღებით და შესაბამისი კეთილკრაძული აზრებით და გრძნობებით ან მის გარეშე საკუთარი სიტყვებით - ღმერთს სიამოვნებს. მას არ სიამოვნებს, როცა უყურადღებოდ ლოცულობს ვინმე სახლში ან ტაძარში მსახურებისას. ენა კითხულობს, ყური ისმენს, ხოლო აზრები დახეტიალობენ არავინ იცის, სად. ამას ლოცვას საერთოდ ვერ დავარქმევთ კითხვის გარეშე, ანუ საკუთარი ლოცვა, საქმის არსთან უფრო ახლოა და ნაყოფიერია. ამიტომ გვირჩევენ, არ დაველოდოთ იმას, თუ როდის მოგვესურვება თავად ლოცვა, არამედ ყოველთვის შევაჭირვოთ თავი, რათა ილოცოს მან იძულებით ყოველ ჟამს და არამხოლოდ საეკლესიო მსახურებისას ან სახლში. ასეთ თვითიძულებით ლოცვაში გასაცვევად გამოცდილმა მლოცველებმა აირჩიეს ერთი ლოცვა უფლისა და მაცხოვრისადმი და დაადგინეს წესი, თუ როგორ უნდა აღსრულდეს იგი, რათა მისი მეშვეობით ჩვენში თავითავადი ლოცვა აღორორძინდეს. ეს მარტივია, დადექი ღვთის წინაშე გონებით გულში და ილოცე: "უფალო იესო ქრისტე, ძეო ღვთისაო, შემიწყალე მე." და ასევე სახლში ლოცვის წინ, ლოცვების შუალედში, ბოლოში, ასევე ეკლესიაში და დღის განმავლობაში, დღის ყოველი მონაკვეთი შეავსე ლოცვით.
ეს საცხოვნებელი ლოცვა თავიდან ჩვეულებრივ შრომას და ძალისხმევას მოითხოვს, მაგრამ ვინც დაუზარებლად იშრომებს, მისთვის ის თვითმოძრავი გახდება და თავად დაიყებს აღსრულებას, როგორც გულში მოდუდუნე ნაკადული. დიდია ეს სიკეთე და ღირს მის მისაღწევად შრომა. ამისათვის ლოცვაში წარმატებული მოღვაწეები მიუთითებენ მცირე შრომაზე ან, უფრო სწაორად, ლოცვისათვის ოდნავ საძნელო ვარჯიშზე, კერძოდ: ლოცვამდე ან ლოცვის კანონის შმდგომ, დილით ან საღამოს, თუნდაც დღისით უნდა გამოიყოს განსაზღვრული დრო და მხოლოდ ამ ლოცვის აღსრულებისატვის და აღსრულდეს ის შემდეგნაირად: დაჯექი, თუმცა უმჯობესია იდგე; ჩადი ყურადღებით გულში ღვთის წინაშე, დარწმუნდი რომ ის ახლოსა, გისმენს და ასე მოუხმე მას: "უფალო ისესო ქრისტე, ძეო ღმრთისაო, შემიწყალე მე." თუ გაქვს სურვილი, აღასრულე მუხლმოდრეკა ან მცირე ქედმოხრა. ასე აკეთე საათის მეოთხედი, ნახევარი ან მეტი, ან ნაკლები, როგორც შენთვისაა უმჯობესი. რაც უფრო გულმოდგინედ იშრომებ, უფრო მალე შეერწყმება ეს ლოცვა გულს. უმჯობესია საქმეს შემართებით შეუდგე და არ დაიხიო უკან, სანამ არ მიაღწევ სასურველს, ან სანამ ეს ლოცვა თავად არ დაიწყებს მოძრაობას გულში; ამის შემდეგ მხოლოდ შეინარჩუნე იგი. გულის სითბო, ანუ სულის სიმხურვალე, რაზეც ზემოთ იყო საუბარი, მოდის სწორედ ამ გზით. რაც უფრო მეტად ინერგება იესოს ლოცვა გულში, მითუფრო მეტად ემატება სიმხურვალე გულს და თვითმოძრავი ხდება ლოცვა; ასე რომ, სულიერი ცხოვრების ცეცხლი, გულში ინთება და მისი სიმხურვალე უწყვეტი მაშინ ხდება, როცა იესოს ლოცვა მთელ გულს დაიკავებს და უწყვეტ აღსრულებას დაიწყებს. ამიტომაა, ვისშიც ჩაისახებასრულყოფილი ცხოვრება, ის თითქმის გამონაკლისის გარეშე ლოცულობს ამ ლოცვით და მისი მეშვეობით განსაზღვრავს თავის ლოცვით კანონს.
თემა: იესოს ლოცვა, ლოცვაავტორი: წმ. თეოფანე დაყუდებული
წყარო: გონებრივი ღვაწლი. იესოს ლოცვის შესახებ
თუკი საპყრობილეში შესულნი, ერთს ჭუჭყში ვხედავთ, მეორეს რკინის ბორკილებით შეკრულს, მესამეს უკუნეთში მყოფს, შევიძრებით, ძრწოლაში მოვდივართ და ყოველ ღონეს ვხმარობთ, იგივე უბედურებასა და მწუხარებაში არ ჩავვარდეთ, როგორ მდგომარეობაში აღმოვჩნდებით მაშინ, როდესაც შეკრულნი გეენიის სატანჯველში წარვიგზავნებით? ის საკრველნი რკინის არ არის, არამედ ცეცხლოვანია, არასოდეს ქვრება და ჩვენივე მსგავსნი კი არ განგვკარგავენ, რომელთა მოლბობა ხშირად შეიძლება, არამედ საზარელი და ულმობელი ანგელოზები, რომელთა შეხედვაც შეუძლებელია, ისინი ჩვენი საქმეებით ღმერთის შეურაცხყოფის გამო ძლიერი მრისხანებით განგვირისხდებიან. იქ ისე არ არის, როგორც აქ, შეუძლებელია ერთის კეთილგანწყობა ვერცხლით მოიპოვო, მეორესი საჭმლით, სხვების პიმოთნე სიტყვებით და შემსუბუქება მიიღო, იქ არავითარი შენდობა არ არის. ნოემ, იობმა და დანიელმა თავიანთი ახლობლები სატანჯველში რომ იხილონ, წარდგომას და მათთვის დახმარების ხელის გაწოდებას ვერ გაბედავენ. მაშინ ბუნებრივი თანაგრძნობა აღმოიფხვრება, რამეთუ ცოდვილი შვილების მართალი მშობლები და ცოდვილი მშობლების კეთილი შვილები წარმოჩნდებიან, - რამეთუ ბოროტება ბუნებიდან კი არ მომდინარეობს, არამედ ნებიდან, - მათი სიხარული წმინდა რომ იყოს და თანაგრძნობამ სიკეთეებით მოხარულთა ნეტარება არ დაარღვიოს, ის მაშინ გაქრება, ასე რომ ისინი თავიანთ სისხლისმიერ ცოდვილებზე უფალთან ერთად არშფოთდებიან. თუკი ზოგიერთები, თავის უღირს შვილებს განიშორებენ და მათს მსობლობაზე უარს ამბობენ, მით უმეტეს ეს იმ სამსჯავროზე მოხდება. ამგვარად, ნურავის კარგის იმედი ნუ ექნება თუკი კარგი არაფერი ჩაუდენია, თუნდაც წინაპრები მართლები ჰყავდეს. "მოიღოს კაცად-კაცადმან ხორცთა ამათგან, რაიცა-იგი ქმნა, გინა თუ კეთილი, გინა თუ ბოროტი", ამბობს მოციქული. შევისმინოთ და გულისხმავყოთ, გაფრთხილებთ, თუკი ცოდვიანი წადილის ცეცხლი შემოგენთება, იქაური ტანჯვის ცეცხლი წარმოიდგინე და შენი ცეცხლი ჩაქრება. თუკი რაიმე უჯეროს თქმა გსურს, კბილთა ღრჭენა წარმოიდგინე და შიში აღვირად გექმნება. თუკი ვინმესთვის რაიმეს მოპარვას განიზრახავ, მსაჯულის სიტყვები გაიხსენე: "შეუკრენით მაგას ხელნი და ფერხნი და განაგდეთ ეგე ბნელსა გარესკნელსა" (მთ.22,13) და ამ განზრახვას დაუტევებ. თუკი სასტიკი და უწყალო ხარ, ის ქალწულები მოიგონე, რომელთაც ზეთი მოაკლდათ, ლამპრები ჩაუქრათ, რის გამოც საქორწინე პალატი მიეღოთ და მყისვე კაცთმოყვარე გახდები. თუკი ტკბობა და ფუფუნება მოგესურვება, მდიდარს უსმინე, რომელიც ამბობს: "მოავლინე ლაზარე, რაითა დააწოს მწუერვალი თითისა მისისაი და განმიგრილოს ენაი ჩემი", მაგრამ საწადელს ვერ ეწია (ლკ.16,24) და ამ წყურვილს მყისვე განიშორებ. სხვა ვნებებიც ასევე შეგიძლია დიმორჩილო. ღმერთი არაფერს სამძიმოს გვთხოვს. რატომ გვეჩვენება მისი მცნებები მძიმე? ჩვენივე დაუდევრობით. როგორც გულმოდგინების შემთხვევაში, მძიმეც ადვილად და მოსახერხებლად გვეჩვენება, ასევეა დაუდევრობის შემთხვევაში, ადვილიც გვეძნელება. ყოველივე ამის წარმოდგენით, ნეტარად იმათ ნუ მივიჩნევთ, ვინც ფუფუნებაში ცხოვრობს, არამედ მათი აღსასრული წარმოვიდგინოთ. აქ საზრუნავი და შრომა აქვთ, იქ კი განუხრელი ბორკილები და უკუნი წყვდიადი ელით. ასევე - დიდების მოყვარულნიც, მაგრამ ვნახოთ როგორია მათი აღსასრული: აქ მონობა და თვალთმაქცობა, იქ კი უდიდესი ტანჯვა და მუდმივი ცეცხლით წვა. თუკი საკუთარ თავთან ამგვარად ვიზრახავთ, და ამას და ამის მსგავს შეგონებებს წამხდარი სურვილების შემთხვევაში მუდმივად გავიმეორებთ, ცოდვებს მალე განვესორებით და სათნოებას აღვასრულებთ. ამჟამინდელი სიკეთეებისადმი სიყვარულს ჩავაცხრობთ და მას მომავალი სიკეთეების მიმართ აღვინთებთ.
სწავლა ჟვ. შემდგომად სიკვდილისა მოწყალებისათვის
საყვარელნო! მოწყალება ჩვენი, ოდეს მოვჰკვდეთ, მაშინ გამოჩნდების და წარმოდგების ბრწყინვალედ, და ხელთაგან წარწყმედისათა გვიხსნის, და საუკუნესა მას ცხოვრებასა შეგვიყვანებს, და აღგვიშენებს სავანეთა მათ საყოფელთა საუკუნეთა ცათა შინა. ლამპართა ჩვენთა არა შეუნდობს დაშრეტად, არცა სამოსელთა ხენეშთა (ძველთა, ავთა) შეგვინდობს შემოსად და შესვლად სასძლოსა მას, არამედ განგვბანს და უფროს თოვლისა განგვასპეტაკებს. არა შეგვინდობს შთავრდომად, სადა მდიდარი იგი შთავარდა, არცა სმენად სიტყვათა მათ მძიმეთა, არამედ მიმიყვანებს ჩვენ წიაღთა აბრაჰამისთა. აწ უკვე, საყვარელნო, ვისწრაფოთ მოწყალებაი, ვიდრე სიკვდილადმდე, რამეთუ უმჯობეს არს ამის წარმართებაი, ვიდრეღა დაპყრობად ყოველთა მეფობათა ქვეყანისათა. და ასწავებს მოყვარეთა თვისთა, თუ ვითარ განერნენ უკვდავისა მისგან სიკვდილისა და საუნჯეთა მიანიჭებს წარუპარველთა და წმიდა ჰყოფს სულსა ყოვლისა შეგინებისაგან. და რად სახმარ არს თვითოეულად წარმოთქმაი საქმეთა მოწყალებისათა? არამედ ერთიღა მიგითხრა და კმა არს: მოწყალება გასწავებს, თუ ვითარ იქმნა მსგავს ღვთისა, რომელ ესე თავი არს და ბეჭედი ყოველთა კეთილთა. არა უხმს მოწყალებასა შრომაი, არცა სიგრძე ჟამისა, არცა სხვა რაიმე სიძნელე. არამედ უძლურებასა შინა თუ იყო, აღესრულების კეთილად და, თუ დაბერდე, ეგრეთვე და განხვიდე სოფლით, თანა მოგზაურ გექმნების, და არა ოდეს დაგიტევებს და შეგიყვანებს წინაშე საყდარსა ქრისტესსა და თანა შეგეწევის და განგამართლებს. დაღაცათუ ფრიად შეცოდებული იყო, მოწყალება შენი ღირს გყოფს წყალობასა და გვირგვინოსნობასა, და, უკანასკნელსა მას დღესა, სიხარულით აღგადგინებს და მარჯვენით კერძო ცხოვართა თანა დაგადგინებს, და წინაშე მსაჯულისა შენთვის მეოხი არს დიდი. და მოწყალებისა მიერ ისმენ ხმასა მას სანატრელსა მეუფისასა, ვითარმედ: "მოვედით კურთხეულნო მამისა ჩემისანო და დაიმკვიდრეთ სასუფეველი თქვენთვის განმზადებული, რამეთუ მშიოდა და მეცით მე ჭამადი, და წყურიელსა - მასვით მე; შიშველ ვიყავ - და შემმოსეთ მე; უცხო ვიყავ - და შემიწყნარეთ მე; სნეულ ვიყავ და მომხედეთ მე, და საპყრობილესა ვიყავ და მოხვედით ჩემდა". ესე ყოველი მოწყალებისა მიერ იქმნებიან. ძმანო, შევიტკბოთ მოწყალება და ვიქმოდეთ მარადის ცხოვრებასა შინა ჩვენსა, და შემდგომად სიკვდილისაცა იქმნებოდეს ჩვენთვის ქველის საქმეი, რომელნი ესე ფრიად კეთილ არს, რათა ღირს ვიქმნეთ ყოველნისასუფეველსა ცათასა მადლითა და კაცთ-მოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომლისა თანა მამასა შვენის დიდება სულით წმიდითურთ, აწ, და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამი
თემა: ეპიტიმიაავტორი: წმ. ბარსანოფი დიდი და იოანე
წყარო: სულიერი ცხოვრების სახელმძღვანელო - ნაწილი II
სწავლა ლთ. მოთმინებისათვისვე
საყვარელნო! ვითარცა უფალმან სძლო (დასძლია სოფელი) სოფელსა, შესაძლებელ არს უკვე ჩვენ მიერცა ძლევაი, უკეთუ გვენებოს სასოებითა წინამძღვრისა მის სარწმუნოებისა ჩვენისათა, და ვიდოდეთ გზასა მას, რომელი მან წარვლო.
ვჰსძლოთ უკვე სოფელსა, მივივლტოდეთ უკვდავებად, შევუდგეთ მეუფესა, შეურაცხ-ვჰყოთ გულის-თქმანი, მივსცვალნეთ ზეცად სულნი ჩვენნი! ესრეთ იძლიოს ყოველი სოფელი ჩვენ მიერ: უკეთუ ძეურაცხ-ვჰყოთ, იგი ძლეულ არს. უცხო ვართ ჩვენ და წარმავალ, ნუმცა რას უკვე ზედა მწუხარე ვართ სოფლისა საქმესა, არამედ სიხარულით მოვითმენდეთ და ვჰმადლობდეთ ღმერთსა.
რამეთუ, დაღცა თუმცა მდიდარი იყავ და დიდებული, და წარხვედმცა ქვეყანასა უცხოსა, სადა არავინ გიცნობს, და მუნმცა გაგინეს, არამცა გეტკინა შენ, ვითარ შენსა მას ქალაქსა შინა, უკეთუ გაგინოს ვინ. არამედ მას უცხოსა ქვეყანასა თავს-იდებ: შიმშილსაცა და წყურილსა და ყოველსავე ჭირსა. ეგრეთვე უკვე აწ მოიგონე, ვითარმედ უცხო ხარ და წარმავალ, და ნუმცა რაი შეგაწუხებს. არამედ ყოველივე მოითმინე, უცხოსა ამას შინა ქვეყანასა, რაიცა მოიწიოს შენ ზედა, რამეთუ ქალაქი გაქვს, რომლისა ხელოვანი და შემოქმედი ღმერთი არს, და მწირობა ესე მცირედ ჟამ არს. თავს-იდებდე ულმობელად გინებასა, და ცემასა, და ყოველსავე ჭირსა, რამეთუ უცხოებასა შინა ვართ. ბოროტი იგი არს, უკეთუ ჩვენსა მას ქვეყანასა და ჩვენთა ქალაქთა წინაშე ვიყვნეთ შეურაცხად. იგი არს ფრიადი უშვერებაი და დიდი დაჭირვებაი. ხოლო სადა მეცნიერი არავინ ესვას, მუნ ყოველსავე ადვილად თავს იდებს. ამისთვის უკვე ნუმცა რად შეგირაცხიეს ამის სოფლისა ჭირი, არამედ მადლობით მოითმენდე, რათა მუნ განსვენება ჰპოვო, და ბრწყინვალითა გვირგვინითა იშვებდე. რამეთუ მრავალი ცოდვისათვის ფრიადსა ჭირსა და შრომასა შინა არიან და თავს-იდებენ მას ყოველსა ეშმაკისათვის. ხოლო ჩვენ ღვთისთვის არა თავს ვიდვათა და სიხარულით მოვითმინოთ?! და რამეთუ სათნოება სავსე არს ყოვლითა დაწყნარებითა; რამეთუ ნაყოფი სულისა არს სიყვარული, სიხარული, მშვიდობა, სულ-გრძელება და მსგავსნი ამათნი. არა გვიხმს წარსაგებელი უსარგებლოი, არცა ყვედრებანი წარსაგებელსა მისთანა, არამედ, დაღაცათუ სასმელი ერთი გრილი წყალისა წავაგოთ ღვთისათვის, სასყიდელი მისი არს დაგვჭირდების, არამედ გარდამატებულად მოგვეცეს, და მღმერთი მადლიერ იყოს ჩვენდა. ხოლო ვინათგან ესე ყოველი ესრეთ არს, რაი სიტყვა მივუგოთ ჩვენ უფალსა? უკეთუ ამას დავუტევებდეთ და წინააღმდგომსა ვსდევდეთ, და ნებსით ჩვენით შთავსთხევდეთ თავთა ჩვენთა ცეცხლსა გენიისასა.
ამისთვის გევედრები, ძმანო, განიფრთხვეთ და განიკურნენით სულნი თქვენნი სენისა მისგან სულიერისა, და ნუ ვინ წარიკვეთს სასოებასა. რამეთუ შვილმან მანცა უძღებმან ფრიადი ბოროტი ჰქმნა, არამედ, ვინათგან მოიქცა სახლადვე მამისა თვისისა, პირველივე პატივი მიეცა. და ჩვენცა უკვე, საყვარელნო, ვბაძვიდეთ მას და მამისა მისვე სახიერისა მივიქცვეთ და განვთავლსუფლდეთ ტყვეობისა მისგან, რათა მივემთხვივნეთ სასუფეველსა ცათასა მადლითა და კაცთ-მოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომლისა არს დიდება თანა მამით და სულით წმიდითურთ, აწ, და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამი