ეშმაკები სულები არიან. ჰოდა, ისინი ენათესავებიან და ემსგავსებიან ჩვენს საკუთარ სულს, გონებას. ხოლო სულის ჭკუა არის გამომზრდელი, რადგან გულში მოაქვს გონივრული მოძრაობის ყოველგვარი სახე და აზრი, გული კი გადაამუშავებს ყოველივე ამას დ...
იხილეთ სრულად
ეშმაკები სულები არიან. ჰოდა, ისინი ენათესავებიან და ემსგავსებიან ჩვენს საკუთარ სულს, გონებას. ხოლო სულის ჭკუა არის გამომზრდელი, რადგან გულში მოაქვს გონივრული მოძრაობის ყოველგვარი სახე და აზრი, გული კი გადაამუშავებს ყოველივე ამას და აწვდის შემეცნებას – ჰოდა გონება ამგვარად ტყუვდება... ანუ უწმინდური სული ქურდულად აბინდებს გონებას, და იგი ამას, ჩვეულებისამებრ, როგორც არის ისე აძლევს გულს. და თუ გული განწმენდილი არ არის, ბრმად გადასცემს მას შემეცნება...
ეშმაკები ცნობენ ადამიანებს და ეშინიათ იმათი, რომელთა გონება შებოჭილია არა ამქვეყნიური საქმეებით და თუმცა დედამიწაზე დადიან, სული და გონება მათი ზეცაშია.
ეშმაკეულთან ახლოს როცა ხარ დიდად უნდა გაფრთხილდე, რომ მტერმა არ შთაგაგონოს, თითქოს ძალიან ღვთისმოყვარული ხარ, მადლმოსილი და ა. შ. ყოველივე ამას მტერი იმიტომ შთაგაგონებს, რომ შენს თავზე იფიქრო – სხვათაგან განსხვავებით ღვთივსათნო ცხ...
იხილეთ სრულად
ეშმაკეულთან ახლოს როცა ხარ დიდად უნდა გაფრთხილდე, რომ მტერმა არ შთაგაგონოს, თითქოს ძალიან ღვთისმოყვარული ხარ, მადლმოსილი და ა. შ. ყოველივე ამას მტერი იმიტომ შთაგაგონებს, რომ შენს თავზე იფიქრო – სხვათაგან განსხვავებით ღვთივსათნო ცხოვრებით ვცხოვრობო. კაცი, რომელიც ამ ფიქრს შეითვისებს, კარგავს უფლისაგან ყოველგვარ ჯილდოს.
ეშმაკი, ვითარცა ლომი მყვირალი, მიმოვალს და ეძიებს ვინმცა შთანთქა. არ შეგვიწყდება ჩვენ გულისმიერი ყურადღება, სიფხიზლე, აზრებზე წინააღდგომა და ლოცვა იესო ქრისტეს მიმართ, რადგან უკეთესი შეწევნა, ვიდრე იმისა რომელიც იესოსაგან არის, არ...
იხილეთ სრულად
ეშმაკი, ვითარცა ლომი მყვირალი, მიმოვალს და ეძიებს ვინმცა შთანთქა. არ შეგვიწყდება ჩვენ გულისმიერი ყურადღება, სიფხიზლე, აზრებზე წინააღდგომა და ლოცვა იესო ქრისტეს მიმართ, რადგან უკეთესი შეწევნა, ვიდრე იმისა რომელიც იესოსაგან არის, არ შეიძლება ინახოს სადმე იმიტომ, რომ მხოლოდ ის არის უფალი და როგორც ღმერთმა, მან იცის დემონების ხრიკები.
ახლაც არიან ცრუ მასწავლებელნი, რომელიც სჯულის საწინააღმდეგო ჩვეულებებს ნერგავენ და დედაბრულ ზღაპრებს ავრცელებენ. საოცარი და საზარელია ის გავლენა, რომელიც განსაკუთრებით დაბალ წრეში აქვს მკითხავთა დედაბრულ ზღაპრებს. ისინი ოჯახებს უს...
იხილეთ სრულად
ახლაც არიან ცრუ მასწავლებელნი, რომელიც სჯულის საწინააღმდეგო ჩვეულებებს ნერგავენ და დედაბრულ ზღაპრებს ავრცელებენ. საოცარი და საზარელია ის გავლენა, რომელიც განსაკუთრებით დაბალ წრეში აქვს მკითხავთა დედაბრულ ზღაპრებს. ისინი ოჯახებს უსარგებლო ხარჯში აგდებენ და ამდენად მორალურადაც აზარალებენ.
მიზეზი იმისა, რომ მკითხავები ადვილად ატყუებენ ხალხს, ხალხის უმეცრება და უსწავლელობაა. ადამიანი, რომელმაც არ იცის სარწუნოება, ადვილად ხდება საკბილო მკითხავისა, რომელიც მისგან მხოლოდ სარგებლობას ეძებს. ასე რომ, ეს უწესობა მხოლოდ სწა...
იხილეთ სრულად
მიზეზი იმისა, რომ მკითხავები ადვილად ატყუებენ ხალხს, ხალხის უმეცრება და უსწავლელობაა. ადამიანი, რომელმაც არ იცის სარწუნოება, ადვილად ხდება საკბილო მკითხავისა, რომელიც მისგან მხოლოდ სარგებლობას ეძებს. ასე რომ, ეს უწესობა მხოლოდ სწავლითა და განათლებით მოისპობა.
მკითხავი ეშმაკის მეშვეობით ადამიანს უყვება მისი ცხოვრებიდან მნიშვნელოვან ამბებს, განსაკუთრებით იმ პრობლების ირგვლივ, რამაც მასთან მიიყვანა. მაგალითად ეუბნება სახელს, მოსვლის მიზეზს და სხვა. ურწუნო ადამიანზე ასეთი ფაქტების სიზუსტე ...
იხილეთ სრულად
მკითხავი ეშმაკის მეშვეობით ადამიანს უყვება მისი ცხოვრებიდან მნიშვნელოვან ამბებს, განსაკუთრებით იმ პრობლების ირგვლივ, რამაც მასთან მიიყვანა. მაგალითად ეუბნება სახელს, მოსვლის მიზეზს და სხვა. ურწუნო ადამიანზე ასეთი ფაქტების სიზუსტე უდიდეს ზეგავლენას ახდენს. სინამდვილის გაგონებულს ეჭვი აღარაფერში ეპარება და მზადაა მკითხავის ნებისმიერი რჩევა გაითვალისწინოს.