მაშინ გამოჩნდება ცხოველსმყოფელი ჯვარი, ანგელოსთაგან დიდებით ტვირთული. და მოიწევიან ღელესა მას გლოვისასა, რომელსაც რომ ადგილსა დავითის სახლიც ეწოდების. იქ დაიდგმიან საყდარნი სასჯელისანი, სადაც რომ მდინარეც გამოჩნდების ცეცხლისა წუმწ...
იხილეთ სრულად
მაშინ გამოჩნდება ცხოველსმყოფელი ჯვარი, ანგელოსთაგან დიდებით ტვირთული. და მოიწევიან ღელესა მას გლოვისასა, რომელსაც რომ ადგილსა დავითის სახლიც ეწოდების. იქ დაიდგმიან საყდარნი სასჯელისანი, სადაც რომ მდინარეც გამოჩნდების ცეცხლისა წუმწუბითა და გოგირდითა აღრეული, ბნელი და სასტიკად მფოფინარე, რომელშიგაც ეშმაკისა და ცრუწინასწარმეტყველის შთაგდებას გვაჯერებს ღვთისმეტყველთ თავი იოანე უწინვე გამოჩინებისა, სადაც რომ დღე და ღამე უნდა იტანჯებოდნენ საუკუნოდ. და ...
მაშინ ღვთის კაცთმოყვარება მრისხანედ მოსამართლედ შეიცვლება, ღვთის მოწყალება მართლმსაჯულებად გადაგვექცევა, ღვთის სიტკბოება - მამხილებელათა და იმისი ყოვლად წმიდაი სახარება შემასმენელათ წარმოგვიდგება. და რომ თვისით მოყვარებით ახლა ყვე...
იხილეთ სრულად
მაშინ ღვთის კაცთმოყვარება მრისხანედ მოსამართლედ შეიცვლება, ღვთის მოწყალება მართლმსაჯულებად გადაგვექცევა, ღვთის სიტკბოება - მამხილებელათა და იმისი ყოვლად წმიდაი სახარება შემასმენელათ წარმოგვიდგება. და რომ თვისით მოყვარებით ახლა ყველას გვითმობს და თავსიდებს ყველას ჩვენსა, როგორც ტკბილი ღმერთი და ჩვენის მოქცევის მომლოდინე სულგრძელებით, მაშინ გულისწყრომით მტრულად თავს დაგვესხმის. ჩვენთვის ქრისტეს ვნება და ჯვარი ჩვენის დაფარულების საძაგელებაებს გამოჰფ...
დღეს მრავალი ეშმაკეული საქმე არსებობს. ეშმაკი არც თუ სახუმაროდ გათამამდა, რადგან თანამედროვე ადამიანებმა მას დიდი უფლებები მიანიჭეს. ადამიანები საშინელ ეშმაკეულ ქმედებებში არიან დანთქმულნი. ერთმა კაცმა მეტად სწორად ახსნა ეს: „ადრე...
იხილეთ სრულად
დღეს მრავალი ეშმაკეული საქმე არსებობს. ეშმაკი არც თუ სახუმაროდ გათამამდა, რადგან თანამედროვე ადამიანებმა მას დიდი უფლებები მიანიჭეს. ადამიანები საშინელ ეშმაკეულ ქმედებებში არიან დანთქმულნი. ერთმა კაცმა მეტად სწორად ახსნა ეს: „ადრე ეშმაკი ადამიანების ცდუნებით იყო დაკავებული, ეხლა კი ასე აღარ არის. მას ხალხი თავის გზაზე გადაჰყავს და გზას ულოცავს: – „აბა, წარმატებას გისურვებ“. ადამიანები კი ამ გზაზე თავისით მიეხეტებიან. ეს საშინელებაა.
ერთხელ როდესაც ნეტარი იოანე ლოცვად იდგა, მას სულიერი თვალი აეხილა და იხილა ეშმაკები. მათ ღვთის კაცთან მიახლოება ვერ გაბედეს, მაგრამ განდგომაც არ სურდათ. როდესაც ასე შეშინებულებს ხედავდა, წმიდანმა ჰკითხა, თუ რისი ეშინოდათ ყველაზე მ...
იხილეთ სრულად
ერთხელ როდესაც ნეტარი იოანე ლოცვად იდგა, მას სულიერი თვალი აეხილა და იხილა ეშმაკები. მათ ღვთის კაცთან მიახლოება ვერ გაბედეს, მაგრამ განდგომაც არ სურდათ. როდესაც ასე შეშინებულებს ხედავდა, წმიდანმა ჰკითხა, თუ რისი ეშინოდათ ყველაზე მეტად? – „სამი რამის, – უპასუხეს ეშმაკებმა, – მისი, რასაც ქრისტიანები გულზე ატარებენ; რითაც ქრისტიანები ეკლესიაში განიბანებიან და – რასაც ისინი ეკლესიაში იგემებენ“. – „ამ სამთაგან უფრო მეტად რომელია თქვენთვის საშიში?“ – კ...
შეიძარ სულო და შეირიყე! გონებავ, შეძრწუნდი და ძრწოლა შეიდევ! საგრძნობელნო, არევა და ქოთება გეგულებათ შესამთხვევად! ამისთვის რომ წმიდანიცა ზეცისა ძალნი შეიძრნენო, ქრისტე გვიბრძანებს. და არათუ მარტოდ წმიდანი ზეცისა ძალნი, არამედ სრუ...
იხილეთ სრულად
შეიძარ სულო და შეირიყე! გონებავ, შეძრწუნდი და ძრწოლა შეიდევ! საგრძნობელნო, არევა და ქოთება გეგულებათ შესამთხვევად! ამისთვის რომ წმიდანიცა ზეცისა ძალნი შეიძრნენო, ქრისტე გვიბრძანებს. და არათუ მარტოდ წმიდანი ზეცისა ძალნი, არამედ სრულებით ყოველნი დაბადებულნი, ხხილულნიცა და უხილავნიცა, ძრწოლით მოიცვიანო. პირველად ოთხთავე ნივთთა მიეღებისთ ძალი მშობელობისა, წარმდინარეობისა, შვენივრად ბევრისა და ნათლის მფენელობისა. ცანი წარიგრაგნენ, ვითარცა ტყავი, მცესა...
ეს მწუხარება სულში შეურაცხყოფის გზით კი არ შეჰყავს, როგორც ჩვევია ეშმაკს, არამედ სულსა და მის ყველა ძალის თხელ, გონებისმიერ აპკს გადააფარებს, ამით სულს აუხეშებს და გრძნობიერებას აკარგვინებს. ეშმაკი მწუხარებით კლავს სიყვარულსა და რ...
იხილეთ სრულად
ეს მწუხარება სულში შეურაცხყოფის გზით კი არ შეჰყავს, როგორც ჩვევია ეშმაკს, არამედ სულსა და მის ყველა ძალის თხელ, გონებისმიერ აპკს გადააფარებს, ამით სულს აუხეშებს და გრძნობიერებას აკარგვინებს. ეშმაკი მწუხარებით კლავს სიყვარულსა და რწმენას, და გონებას იმის უნარს ართმევს, რომ გადარჩენის გზა ეძებოს.
ეშმაკები, როცა გიახლოვდებიან და საბრძოლო საყვირს ჩაჰბერავენ, იქით არ მიდიან, სადაც შენ მათ წუწუნის გარეშე დაამარცხებ, არამედ გცდიან, სად გაქვს სუსტი ადგილი. იქ გინგრევენ ციხის კედელს, სადაც სულაც არ ელი. და როცა სულს უილაჯოს ჰპოვე...
იხილეთ სრულად
ეშმაკები, როცა გიახლოვდებიან და საბრძოლო საყვირს ჩაჰბერავენ, იქით არ მიდიან, სადაც შენ მათ წუწუნის გარეშე დაამარცხებ, არამედ გცდიან, სად გაქვს სუსტი ადგილი. იქ გინგრევენ ციხის კედელს, სადაც სულაც არ ელი. და როცა სულს უილაჯოს ჰპოვებენ, მონაკვეთს კი – სუსტს, ამარცხებენ კიდეც ყოველთვის და დამნაშავედ ხდიან მას.