მამობრივი დარიგებანი - ციტატები, ამონარიდები
იფიქრე სიკვდილზე, სხვა სამყაროში მივდივართ – ოჰ, რა მშვენიერი და სანატრელია იგი! ნეტავ გავხდებით ამ გასაოცარი სამყაროს მკვიდრნი? ამ უნეტარესი ადგილის შესახებ დღედაღამ ვიფიქროთ, რომ ცრუ და მაცდური სოფლის უგულებელყოფა შევძლოთ.
შვილო, განუწყვეტლივ ილოცე, ცოდვებზე იფიქრე და ცხარე ცრემლით იტირე; ეს დიდ შვებას მოგგვრის. სწორად კი მაშინ გლოვობ, როცა დუმხარ და არ იცინი.
უფალი ისე ზრუნავს ჩვენი სულების ცხონებისთვის, როგორც მოამაგე მამა, თუნდაც თავისი სიბრძნით დაგვსაჯოს კიდეც.
ზეციერი მამის განგებულებით შეგვემთხვევა ყველაფერი, ცუდიც და კარგიც, რათა სულიერი ცოდნით გავმდიდრდეთ. პირუტყვებს (სულიერად გაუნათლებელ ადამიანებს) ღმერთი საიქიო განსასვენებელში არ შეიყვანს, იქ მხოლოდ ბრძენი, მორწმუნე, ეშმაკის ხრიკე... იხილეთ სრულად
შვილებო, მოწამეებზე იფიქრეთ, თუ რა დაითმინეს ქრისტესთვის! რაც მეტი ადამიანი ეწამებოდა, მით უფრო მრავლდებოდა ქრისტიანთა რიცხვი. ჩვენი ეკლესია მარტვილთა სისხლითაა მორწყული. ჩვენც მოწამეები ვართ ამ გახრწნილ საზოგადოებაში, რადგან ი... იხილეთ სრულად
ჭეშმარიტად და შეუორგულებლად გწამდეთ მისი, ვინც თქვა: „მე თქუენ თანა ვარ ყოველთა დღეთა და ვიდრე აღსასრულადმდე სოფლისა“ (მათ. 28, 20). იესო ჩვენთანაა, ნუ გეშინიათ. ზესთამბრძოლი დედოფლის, ღვთისმშობლის მეოხებით ის ჩვენს დასაცავად იბრძ... იხილეთ სრულად
მუხლი მოიყარეთ იესოს წინაშე, სიკვდილამდე მისი ერთგულებისა და სიყვარულის ცრემლი დაღვარეთ. დაე, ტალღები ცას სწვდებოდნენ და უფსკრულში ვარდებოდნენ. თუკი სარწმუნოება გვექნება, იესო ქრისტე, ჭეშმარიტი ღმერთი, საშინელი, ღვთაებრივი იხილეთ სრულად
ცილისწამება და ცრუ-ბრალდება დაითმინეთ, რომ ამგვარად მას მიემსგავსოთ. ასე მოექცნენ ჩვენს იესოს მწიგნობრები, ფარისევლები და მღვდელმთავრები - უსამართლოდ ჯვარს აცვეს იგი. ამიტომ, ვისაც სურს უფალს შეუდგეს, იგივე გზა უნდა გაიაროს.
ღამე ლოცვისთვის ადექით, რომ მხურვალენი იყოთ და კლდეებად იქცეთ. ასე ვმოსაგრეობდი მე საწყალობელიც ერში ყოფნისას: ღამე ფარულად ვდგებოდი და მეტანიებს ვაკეთებდი, ვლოცულობდი და ღვთისმშობელი მე, მდაბალს სასწაულებრივად შემეწია.