მამობრივი დარიგებანი - ციტატები, ამონარიდები
ღმერთს სურს, რომ მისმა მეომრებმა და მიმბაძველებმა ღვთის სიყვარულისთვის არაფრად ჩააგდონ ყველაზე დიდი უბედურებაც კი და ამით ნამდვილი სიყვარული აჩვენონ. განსაცდელის დროს გამოჩნდება, თუ რამდენად უყვარს თითოეულ ადამიანს ღმერთი!
ჩვენი იესო, შვილებო, სრულ სიყვარულს გვისურვებს. ერთ გულში ორი სიყვარული ვერ დაეტევა; ღვთისა და მამონას მსახურებას ერთდროულად ვერ შევძლებთ; მოვალენი ვართ ღმერთს სრულად მივუძღვნათ სიყალბისგან განწმენდილი გული, რომ თვითონაც მოგვმადლო... იხილეთ სრულად
გისურვებთ, დიდებული ბრძოლის ის მეომრები გახდეთ, რომელთა გამარჯვებასაც სიხარულით ესალმებიან ანგელოზთა ძალნი; რადგან ერთი გვყავს მეუფე, ერთია მოქალაქეობა ცათა სასუფევლისა და ერთ თვალშეუდგამ ნათელში ვიცხოვრებთ საუკუნო ბედნიერი, დაუსრ... იხილეთ სრულად
წარმართთა მოციქულმა პავლემ მთელი ხმით შეჰღაღადა: „ვინ განმაშოროს ჩუენ სიყუარულსა მას ქრისტესსა: ჭირმან ანუ იწროებამან, დევნამან ანუ... შიშლოებამან“ (რომ. 8, 35). მჯერა, არავის ძალუძს ჩვენი განშორება ქრისტეს სიყვარულისგან, როცა სურ... იხილეთ სრულად
ჩვენი მიზნის გარშემო ღრუბელი შეიყრება, განადგურებით და გაცამტვერებით დაემუქრება მას; ჭექა-ქუხილი ჩვენს შეშინებას ეცდება, რომ ნირი წაგვიხდეს, მაგრამ გამხნევდით და ნუ შეგეშინდებათ – ცათა სასუფევლის კარს მრავალი ჭირითა და განსაცდელით... იხილეთ სრულად
ჯილდოს მაშინ მივიღებთ, როცა იმ დიდი წინააღმდეგობის მიუხედავად, რომელსაც სოფლის სიყვარული გაგვიწევს, შევძლებთ ღვთის ცხოველმყოფელი სიყვარული მოვიპოვოთ და მიუხედავად ცოდვის მიმზიდველობისა, სათნოების ციხე-სიმაგრედ აღვემართოთ!
უბრძოლველად რომ ყოფილიყო შესაძლებელი იესო ქრისტეს სიყვარულის მოპოვება, ჩვენს ნებას ფასი არ ექნებოდა, რადგან ღვთაებრივ სიყვარულს ბრძოლის გარეშე მოვიგებდით.