მამობრივი დარიგებანი - ციტატები, ამონარიდები
ყველას, ვინც საკუთარ თავს ცხონებისთვის აიძულებს, წმინდა წერილი რწმენით გამართლებულს, მართალს უწოდებს. მათ დაცემას ღმერთი არ დაუშვებს, რადგან ისინი მხნედ იბრძვიან; არ დაუშვებს მათზე ისეთ განსაცდელს, რის დათმენასაც ვერ შეძლებენ. ისი... იხილეთ სრულად
სახიერმა ღმერთმა ჩვენი დაცემა აღმადგინებელი წამლის გარეშე არ დატოვა, რისი მეშვეობითაც კვლავ მისკენ მივიქცევით და დაცემა გამარჯვების მიზეზი გახდება. ყველას, ვინც საკუთარ თავს ცხონებისთვის აიძულებს, წმინდა წერილი რწმენით გამართლე... იხილეთ სრულად
ღვთის შიში რომ გვქონდეს, განსაცდელში არ ჩავცვივდებოდით; საკუთარი თავი ღმერთზე მეტად რომ არ გვიყვარდეს, ცოდვისკენ არ მივიდრიკებოდით.
თუ ჩვენი ნებასურვილი ბოროტისკენ უფრო მიიდრიკება, ღვთის მცნებებს აღარ ვემორჩილებით. ღმერთმა ჩვენ თავისუფალი ნება მოგვანიჭა და ამ თავისუფალ ნებას შეუძლებელია სხვები მართავდნენ.
ღვთის ნათელი ჩვენშია, მისი ნების შეცნობას კი წმინდა წერილიდან ვსწავლობთ; სინდისიც კომპასივით გვიწევს მეგზურობას. ეს ყოველივე გონებას გვინათებს, როცა განსაცდელის წინაშე ვდგებით.
ღმერთს არ სურს, რომ ისინი, ვისაც აცხონებს და ვინც მის წყალობას ეძიებს, ბრიყვები, ლაჩრები, მხდალები და სულიერად გამოუცდელები იყვნენ. საქმე ეხება განათლებული ქრისტიანებისთვის განკუთვნილ ღვთაებრივ მემკვიდრეობას. ამრიგად, უფალი განსაც... იხილეთ სრულად
მშვიდობის ღმერთმა ყველა გონებაზე აღმატებული (ფილიპ. 4, 7) ღვთაებრივი მშვიდობა და სიყვარული მოგმადლოს, შვილო. მთელი ცხოვრება ღვთის სიყვარულისკენ ისწრაფე.
უდებება, შვილო, ურწმუნოებასა და მოწყინებას შობს, ამ უკანასკნელს კი ბოროტი, გამხრწნელი გულისსიტყვების კორიანტელი მოაქვს და მსხვერპლს სიბილწისკენ უბიძგებს. ადექი, იესოს ლოცვით შეიარაღდი და ღმერთი ადიდე. სძლიე მოწინააღმდეგე ეშმაკს, რ... იხილეთ სრულად