ნიჭი სხვადასხვაა, მაგრამ ერთი და იგივეა სული;
და მსახურებაც სხვადასხვაგვარია, მაგრამ ერთია უფალი;
ასევე სხვადასხვანაირია მოქმედებაც, მაგრამ ერთი და იგივეა ღმერთი, რომელიც შეიქმს ყველაფერს ყველაში.
ხოლო თვითოეულ ჩ...
იხილეთ სრულად
ნიჭი სხვადასხვაა, მაგრამ ერთი და იგივეა სული;
და მსახურებაც სხვადასხვაგვარია, მაგრამ ერთია უფალი;
ასევე სხვადასხვანაირია მოქმედებაც, მაგრამ ერთი და იგივეა ღმერთი, რომელიც შეიქმს ყველაფერს ყველაში.
ხოლო თვითოეულ ჩვენგანს სასიკეთოდ ეძლევა სულის გამოვლენა.
ზოგს სულისაგან ეძლევა სიბრძნის სიტყვა; ზოგს - ცოდნის სიტყვა, იმავე სულით.
ზოგს რწმენა, იმავე სულისაგან; ხოლო ზოგს ნიჭი მკურნალობისა, იმავე სულით.
ვის სასწაულთმოქმედება, ვის წინასწარმეტყველება, ვის...
ფიზიკური ძალაც და გარეგნული სილამაზეც ერთგვარი ტალანტია. ზოგი ამ ძალით სუსტების მჩაგვრელია, ზოგი კი გაჭირვებულთა ქომაგი. გარეგნული სილამაზით და წესიერი ცხოვრებითაც, როცა ადამიანი სამაგალითოა, ღვთის მადიდებელია. როცა ადამიანი გარეგ...
იხილეთ სრულად
ფიზიკური ძალაც და გარეგნული სილამაზეც ერთგვარი ტალანტია. ზოგი ამ ძალით სუსტების მჩაგვრელია, ზოგი კი გაჭირვებულთა ქომაგი. გარეგნული სილამაზით და წესიერი ცხოვრებითაც, როცა ადამიანი სამაგალითოა, ღვთის მადიდებელია. როცა ადამიანი გარეგნული სილამაზით მრავალთა მაცდუნებელი და ცოდვებში ჩამთრევია, მაშინ ის, სილამაზის ტალანტით, ეშმაკის სამსახურშია.
ყოველი კაცის მსაჯული - საკუთარი სინდისია. სინდისი გეტყვის, რას იმსახურებ, ან კიდევ ესა თუ ის განსაცდელი რომელი კონკრეტული ცოდვის გამო გეწვია. აღსარებაზე მიმავალს სინდისი გეტყვის, ხარ თუ არა მზად, ან რა გულით მიდიხარ. ღმერთს ჩვენი ...
იხილეთ სრულად
ყოველი კაცის მსაჯული - საკუთარი სინდისია. სინდისი გეტყვის, რას იმსახურებ, ან კიდევ ესა თუ ის განსაცდელი რომელი კონკრეტული ცოდვის გამო გეწვია. აღსარებაზე მიმავალს სინდისი გეტყვის, ხარ თუ არა მზად, ან რა გულით მიდიხარ. ღმერთს ჩვენი დასჯა კი არ უხარია, ეს ჩვენ გვჭირდება. უსამართლკობაზე რომ გვსჯის, ე.ი. მისიანები ვართ, თორემ ღმერთი არ დაგვსჯიდა, გვაცლიდა და ბოლოს საუკუნო სატანჯველს მიგვცემდა... "ის, ვინც ცოდვის გამო არ ისჯება, ამბობს წმ. იოანე ოქროპ...
შენივე ეგოისტური მიდრეკილებების გამო ხშირად ის გინდა და იმას აკეთებ, რაც სათნო არ არის ღმრთისათვის და ავის მომტანია შენი მოყვასისათვის. ამავე დროს შენ ისიც იცი, რომ სათნოებანი აუცილებელია სხვა ადამიანებთან ურთიერთობების მოსაწესრიგ...
იხილეთ სრულად
შენივე ეგოისტური მიდრეკილებების გამო ხშირად ის გინდა და იმას აკეთებ, რაც სათნო არ არის ღმრთისათვის და ავის მომტანია შენი მოყვასისათვის. ამავე დროს შენ ისიც იცი, რომ სათნოებანი აუცილებელია სხვა ადამიანებთან ურთიერთობების მოსაწესრიგებლად, სთნო ქცევების გარეშე არავინ არ მოგენდობა და შენც იწყებ საკუთარი სინდისის მოტყუებას, სათნოებათა ნიღბების შერჩევას. ზოგნი გულდაგულ ფუთავენ ხოლმე საკუთარ სინდისს, რომ მისი ხმა ყრუდ ან სულაც აღარ ისმოდეს, მტკივნეულად ...
დღეში ერთხელ მაინც უნდა ჩახედოს კაცმა იმ სარკეს, რომელიც უხილავად ყოველთვის მასთანაა და რომელსაც სინდისი ეწოდება. თუ გონივრულად ჩაიხედავს ამ სარკეში, დაინახავს, რაოდენი ჩირქი დაედო მას დღის განმავლობაში; ამისთვის ორჯერ მაინც დღეში...
იხილეთ სრულად
დღეში ერთხელ მაინც უნდა ჩახედოს კაცმა იმ სარკეს, რომელიც უხილავად ყოველთვის მასთანაა და რომელსაც სინდისი ეწოდება. თუ გონივრულად ჩაიხედავს ამ სარკეში, დაინახავს, რაოდენი ჩირქი დაედო მას დღის განმავლობაში; ამისთვის ორჯერ მაინც დღეში, დილით და საღამოს, თვისი სული ლოცვით, ცრემლითა და სინანულით უნდა განბანოს
მარტო სინდისზე დაყრდნობა, თუნდაც ყური უგდოს ურწმუნომ მის ხმას(რადგან უაზრო იქნებოდა ეს ყურისგდება ურწმუნოს ხედვით) მაინც სახიფათოა ზნეობის მუშაკისათვის. საზოგადოდ, სინიდისის ცნება ბუნდოვანია, რადგან მას აუძლურებს თითოეული ადამიანი...
იხილეთ სრულად
მარტო სინდისზე დაყრდნობა, თუნდაც ყური უგდოს ურწმუნომ მის ხმას(რადგან უაზრო იქნებოდა ეს ყურისგდება ურწმუნოს ხედვით) მაინც სახიფათოა ზნეობის მუშაკისათვის. საზოგადოდ, სინიდისის ცნება ბუნდოვანია, რადგან მას აუძლურებს თითოეული ადამიანის კერძო პირობები, აღზრდა, სმენა, მსჯელობა, რომელთა ზეგავლენას ეკუთვნის სინიდისის ან განეთლება ან დაბნელება. ამგვარად, საერთო ნიადაგი არა აქვს სინიდისის ძალით მოქალაქეობის საამქვეყნო საპატიოთაც.
აგრეთვე ქალებიც დაემორჩილენით ქმრებს, რათა ზოგი მათგანი, რომლებიც არ ემორჩილებიან სიტყვას, თავიანთი ცოლების ცხოვრებით შეძენილ იქნენ (ქრისტეს რწმენაში) სიტყვის გარეშე, როცა იხილავენ თქვენს უბიწო, ღმრთისმოშიშ ცხოვრებას.
დაე, ...
იხილეთ სრულად
აგრეთვე ქალებიც დაემორჩილენით ქმრებს, რათა ზოგი მათგანი, რომლებიც არ ემორჩილებიან სიტყვას, თავიანთი ცოლების ცხოვრებით შეძენილ იქნენ (ქრისტეს რწმენაში) სიტყვის გარეშე, როცა იხილავენ თქვენს უბიწო, ღმრთისმოშიშ ცხოვრებას.
დაე, თქვენი სამშვენისი იყოს არა გარეგნული თმაწნულობა, არა ოქროს სამკაული, არა სამოსის მორთულობა და მოკაზმულობა,
არამედ დაფარული გულის კაცი, თვინიერი და მშვიდი სულის უხრწნელი მშვენებით, რაც ყველაზე ძვირფასია ღმერთის წინაშე.
ასევე ...
ავი ცოლი ხარის მორყეული უღელია, მის დამჭერს გინდა მორიელი შეუპყრია.
დიდი ჯავრია ლოთი ცოლი, ვერ დაფარავს იგი თავის აუგს.
ქალის მრუშობა თვალთა ზეაპყრობით და მისი წამწამებით გამოიცნობა.
თავნება ქალიშვილს დარაჯი მიუჩ...
იხილეთ სრულად
ავი ცოლი ხარის მორყეული უღელია, მის დამჭერს გინდა მორიელი შეუპყრია.
დიდი ჯავრია ლოთი ცოლი, ვერ დაფარავს იგი თავის აუგს.
ქალის მრუშობა თვალთა ზეაპყრობით და მისი წამწამებით გამოიცნობა.
თავნება ქალიშვილს დარაჯი მიუჩინე, თავი არ აიშვას თავისდა საზიანოდ.
მოერიდე უტიფარ თვალს და ნუ გაიკვირვებ, თუკი შესცოდავს შენს წინააღმდეგ.
როგორც მწყურვალი მგზავრი აღებს პირს და ახლო-მახლო ყველა წყალს ეწაფება, ასე დაჯდება იგი ყოველი პალოს წინ და ისრისთვის გააღებს კაპა...