ილია II - ციტატები, გამონათქვამები
ილია II - ციტატები, გამონათქვამები ილია II | გამონათქვამები, ციტატები
თუ შენს გულში ადგილი აღარა აქვს შურს, რისხვას, ამპარტავნებას, ვერცხლისმოყვარეობასა და სხვა მანკს სულისას და, როგორც ბრძენმა მსყიდველმა, შეიძინე რწმენა და სიყვარული, სიმშვიდე, მორჩილება, ლოცვა, მარხვა და სხვა სიკეთენი, ჩათვალე შენი... იხილეთ სრულად
საკუთარი გამოცდილებიდან ვიცით, გაზიარებული მწუხარება სუსტდება, ხოლო გაზიარებული სიხარული ძლიერდება.
პიროვნებები ერთმანეთისაგან სულიერად განსხვავდებიან. ზოგი მეამბოხე, მშფოთვარე ხასიათისაა, ზოგი - გულფიცხი და ავადმყოფურად მგრძნობიარე, ერთი სიტყვაც კი წონასწორობიდან რომ გამოიყვანს... მაგრამ არიან სათნო, წყნარი ადამიანები, შინაგანი... იხილეთ სრულად
წმ. იოანე ოქროპირი წერს: "როს კეთილდღეობასა მიემთხვიო, შესწირე მადლი უფალსა და იქნება მტკიცე დღეკეთილობა შენი; ოდეს გესტუმროს უბედურება ჰმადლობდე უფალსა და სიმწარე შენი მსწრაფლ განქარდება".
ჯვრის სკოლა შესანიშნავი სკოლაა, სადაც ვიწვრთნებით ჩვენი შემოქმედის ლოცვა-კურთხევით. ეს სკოლა უგუნურთ გონიერს ხდის, გონიერთ ბრძენად აქცევს, ამაყთ - მორჩილად, უკეთურთ - კეთილად, უძლურთ - ძლიერად. ამ დროს ჩვენ ვემსგავსებით თიხის ჭურჭ... იხილეთ სრულად
ეკლესია ეხმარება პიროვნებას არა მარტო ცოდვათაგან განწმენდასა და ღმერთთან მიახლებაში, არამედ ცხოვრების სწორი გზის არჩევაშიც, ეს კი ყოვლად აუცილებელია ჩვენს მეტად რთულ დროში, როცა მოვლენები კოსმიური სისწრაფით იცვლება, როცა მსოფლიო ს... იხილეთ სრულად
ქრისტესთან ყოფნა გულისხმობს ეკლესიასთან სიახლოვეს, რადგანაც ეკლესია სხეულია მაცხოვრისა, სიცოცხლეა ჩვენთვის ჯვარცმული უფლისა. საწყისი მისი, აზრი, მიზანი და დანიშნულება ქრისტესადმი სიყვარულია და ამ სიყვარულთან მრევლის ზიარება.
ეკლესია სხეულია მაცხოვრისა, სიცოცხლეა ჩვენთვის ჯვარცმული უფლისა. საწყისი მისი, აზრი, მიზანი და დანიშნულება ქრისტესადმი სიყვარულია და ამ სიყვარულთან მრევლის ზიარება.