მხოლოდ იმათ აქვთ ჭეშმარიტი სიზმრეული ჩვენებები, რომელთა გონებაც სულიწმიდის მოქმედებით წრფელი შეიქნა და განთავისუფლებულია ყოველგვარ ვნებათა ზეწოლისა და მათდამი მონობისაგან. რომელნიც მხოლოდ ღმრთიურზე ზრუნავენ და მომავალ ჯილდოსა და მ...
იხილეთ სრულად
მხოლოდ იმათ აქვთ ჭეშმარიტი სიზმრეული ჩვენებები, რომელთა გონებაც სულიწმიდის მოქმედებით წრფელი შეიქნა და განთავისუფლებულია ყოველგვარ ვნებათა ზეწოლისა და მათდამი მონობისაგან. რომელნიც მხოლოდ ღმრთიურზე ზრუნავენ და მომავალ ჯილდოსა და მისაგებელზე იზრახავენ, რომელთა ცხოვრებაც ჩვეულებრივ მოკვდავთა ცხოვრებაზე უფრო ამაღლებულია, არ ზრუნავენ მიწიერზე, სიმშვიდით, სიწმინდით, კაცთმოყვარებით, სიბრძნით, ზეციური მეცნიერებით და სხვა კეთილი ნაყოფებით არიან აღსავსენი...
გარნა ნუ დაგავიწყდებათ, ძვირფასნო მსმენელნო, რომ მხოლოდ ცოდნა და შეგნება რომელიმე ჭეშმარიტებისა, რომელიმე მოძღვრისა და აზრისა თავისთავად არაფერს ძვირფასს და სახარბიელოს არ წარმოადგენს, თუ იგი ჭეშმარიტება და მოძღვრება არ გავიხადეთ ...
იხილეთ სრულად
გარნა ნუ დაგავიწყდებათ, ძვირფასნო მსმენელნო, რომ მხოლოდ ცოდნა და შეგნება რომელიმე ჭეშმარიტებისა, რომელიმე მოძღვრისა და აზრისა თავისთავად არაფერს ძვირფასს და სახარბიელოს არ წარმოადგენს, თუ იგი ჭეშმარიტება და მოძღვრება არ გავიხადეთ ჩვენი საქციელისა, ჩვენი მოქმედებისა და მოქალაქობის ქვა-კუთხედად, საძირკვლად, დედა ბოძად. სხვათა შორის იმითია ქრისტიანობა ძვირფასი და სათაყვანო, რომ იგი მარტტო გონებით არაა შესატვისებელი, რომ სრულებით არა კმარა მხოლოდ შეს...
დავხატოთ მოკლედ ის გზა, რომლითაც ქრისტიანი თავისი ნების გაუმჯობესებას უნდა შეუდგეს. თავდაპირველად ქრისტიანი ყურადღებას ამყარებს თავისთავზე, იხედება თავისი სულის სიღრმეში, პირუთვნელად იკვლევს, თუ რა ნაკლულოვანება აქვს მას, და ამ სა...
იხილეთ სრულად
დავხატოთ მოკლედ ის გზა, რომლითაც ქრისტიანი თავისი ნების გაუმჯობესებას უნდა შეუდგეს. თავდაპირველად ქრისტიანი ყურადღებას ამყარებს თავისთავზე, იხედება თავისი სულის სიღრმეში, პირუთვნელად იკვლევს, თუ რა ნაკლულოვანება აქვს მას, და ამ სახით თავის თავს ცნობს. თავისთავის გამოცდისაგან ჩნდება მასში თავისი უღირსობის, ცოდვიანობის შეგნება. ეს შეგნება მასში ბადებს სითავმდაბლეს, მეურვეობას თავისი სულიერი ენისათვის და თვითგასწორების საქმისათვის შედგომის გადაწყვეტ...
როდესაც ჩვენ უფლისათვის ვტოვებთ სახლსა და ნათესავებს და ღვთისადმი სიყვარულით განდეგილურ ცხოვრებას მივეცემით, მაშინ ეშმაკები ცდილობენ სიზმრებით აღგვაშფოთონ. წარმოგვიდგენენ ჩვენს ახლობლებს, ჩვენს გამო მგლოვიარეებს, ან დატყვევებულებს...
იხილეთ სრულად
როდესაც ჩვენ უფლისათვის ვტოვებთ სახლსა და ნათესავებს და ღვთისადმი სიყვარულით განდეგილურ ცხოვრებას მივეცემით, მაშინ ეშმაკები ცდილობენ სიზმრებით აღგვაშფოთონ. წარმოგვიდგენენ ჩვენს ახლობლებს, ჩვენს გამო მგლოვიარეებს, ან დატყვევებულებს, ან დარბეულებს.
უმთავრესი უძლურება ესაა უსაქმურობა, დაუდევრობა, უდებება, გაუფრთხილებლობა. ეს მთელი ჩვენი არსების ის საოცარი სიზარმაცე და პასიურობაა, რომელიც ყოველთვის დაბლა გვეწევა და ზემოთ არასოდეს აღგვამაღლებს, რომელიც გამუდმებით გვარწმუნებს, რ...
იხილეთ სრულად
უმთავრესი უძლურება ესაა უსაქმურობა, დაუდევრობა, უდებება, გაუფრთხილებლობა. ეს მთელი ჩვენი არსების ის საოცარი სიზარმაცე და პასიურობაა, რომელიც ყოველთვის დაბლა გვეწევა და ზემოთ არასოდეს აღგვამაღლებს, რომელიც გამუდმებით გვარწმუნებს, რომ შეუძლებელია და ამავე დროს არასასურველია რაიმე შეიცვალოს. ესაა ჩვენში ჭეშმარიტად ღრმად ფესვებგადგმული ცინიზმი, რომელიც ნებისმიერ სულიერ მოხმობაზე პასუხობს - "რისთვის?" და რომლის წყალობითაც მთელი ცხოვრების განმავლობაში ...
ასეთია სიფხიზლის სახეები: პირველი არის თვალყურის დევნება ოცნებებზე და ყოველგვარ შემოთავაზებულზე. მეორე - გვქონდეს გული მდუმარე, ყოველგვარი აზრისაგან თავისუფალი და ლოცულობდეს. მესამე - გამუდმებით ვუხმობდეთ უფალ იესო ქრისტეს სიმდაბლ...
იხილეთ სრულად
ასეთია სიფხიზლის სახეები: პირველი არის თვალყურის დევნება ოცნებებზე და ყოველგვარ შემოთავაზებულზე. მეორე - გვქონდეს გული მდუმარე, ყოველგვარი აზრისაგან თავისუფალი და ლოცულობდეს. მესამე - გამუდმებით ვუხმობდეთ უფალ იესო ქრისტეს სიმდაბლით; მეოთხე - გვქონდეს გულში სიკვდილის მუდმივი ხსოვნა. მეხუთე და ყველაზე მოქმედი, ვუყუროთ მხოლოდ ზეციურს და არა ამქვეყნიურს.