ციტატები
ციტატები სიბრძნე, გამონათქვამები, ამონარიდები
სული რომ იღვიძებს, ჩვენს გულში ღმრთისა და სულიერი სამყაროს არსებობს მოწმობაც იღვიძებს. რით განსხვავდება მორწმუნე ადამიანი ურწმუნოსგან? - ურწმუნო გამოთიშულია ღმრთისგან, სულიერი სამყაროსგან. მას მხოლოდ იმის აღქმა შეუძლია, რასაც მისი გრძნობის ორგანოები აწვდიან. მორწმუნე ადამიანი თავის გულში გრძნობს ღმერთს, სულით აცნობიერებს მარადისობას, სულიერი სამყაროს არსებობას. ადამიანის გულის ეს შინაგანი ცოდნა შეუღლებულია განსაკუთრებულ გრძნობასთან, მშვიდობისა და სიხარულის იმ გრძნობასთან, რომელსაც რწმენა ანიჭებს ადამიანს. ჩვენ ყველა ვეძიებთ ბედნიერებას, კეთილდღეობას, მაგრამ ვპოულობთ განა? სოფელი მისეულ სიხარულს გვთავაზობს, მაგრამ ეს სიხარული ხანმოკლეა, სწრაფად ბეზრდება, მოჰყირჭდება ადამიანს. ის თითქოს მარილიან წყალს სვამს და ასე ცდილობს წყურვილის მოკვლას, ამით კი წყურვილი უფრო უძლიერდება. შეუძლებელია რაიმე მიწიერმა ფასეულობამ აღავსოს ადამიანის გული და მას ჭეშმარიტი მშვიდობა მისცეს. ჩვენს თავს რომ ვკითხოთ - როდის ვიყავით ცხოვრებაში ყველაზე უფრო ბედნიერები? - შეგვიძლია ვთქვათ: მაშინ, როცა მეტად გულმოდგინედ ვლოცულობდით, განსაკუთრებით - სასწაულმოქმედი ხატებისა და სიწმიდეების წინაშე. მაშინ იღვიძებდა ჩვენი სული და თითქოს მკვდრეთით ვდგებოდით. ჩვენს წინაშე იშლებოდა სხვა სამყარო და სულის სიღრმეში არამიწიერ სიხარულს ვგრძნობდით, რაც ჩვენს მიერ განცდილ არცერთ გრძნობას არ ჰგავდა
თემა: სულიავტორი: არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)
წყარო: ქადაგებები, სტატიები 1 - არქიმანდრიტი რაფაელი
თემა: ლოცვა, იესოს ლოცვაავტორი: მამა ვალენტინი მორდასოვი
წყარო: მოძღვრის ძალზე სასარგებლო რჩევები მრევლისათვის
ძილისაგან აღდგომილმა ყოველმა ქრისტიანმა ხატების წინ უფლის ლოცვა უნდა წაიკითხოს: "მამაო ჩვენო" - სამჯერ, ყოვლადწმიდა სამების სახელზე, შემდეგ ღვთისმშობლის სადიდებელი, "ღვთისმშობელო ქალწულო გიხაროდენ" - ასევე სამჯერ და ბოლოს მრწამსი, "მწამს ერთი ღმერთი" - ერთგზის. "აღნიშნული ლოცვები ქრისტიანობის ქვაკუთხედად გვევლინება: პირველი, როგორც ლოცვა, თვით უფალმა გვიბოძა. ეს ყველა ლოცვის დასაბამია, მეორე - მთავარანგელოზმა გაბრიელმა ღვთისმშობელს, ყოვლადწმიდა მარიამს ახარა; მრწამსში კი ქრისტიანული სარწმუნოების ყველა მაცხოვრებელი დოგმატია. ამ წესის შესრულების შემდეგ დაე, ყველა ქრისტიანი თავის საქმეს ეწიოს. მუშაობისას, სახლში ყოფნისას, თუ გზაზე მიმავალმა, ყოველმა ადამიანმა ჩუმად უნდა იმეოროს: "უფალო, იესო ქრისტე, ძეო ღმრთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი". თუ სხვათა გარემოცვაში ხართ, საქმიანობისას გონებაში მხოლოდ ეს გაიმეორეთ: "უფალო, შემიწყალენ" და ასე გააგრძელეთ შუადღემდე. სადილობის წინ ზემოთ აღნიშნული (სამი ლოცვა) უნდა შეასრულოთ. სადილობის შემდგომ ყველა ქრისტიანმა საქმის დამთავრებისას ჩუმად უნდა იკითხოს "ყოვლადწმინდა ღვთისმშობელო, შემეწიე და მაცხოვნე მე, ცოდვილი". ასე უნდა გააგრძელოთ ძილად მისვლამდე.
მარტო დარჩენისას შემდეგი ლოცვა იკითხეთ: "უფალო, იესო ქრისტე, ღვთისმშობელისა მიერ შემიწყალე მე, ცოდვილი". ძილისაგან აღდგომილმა ზემოაღნიშნული დილის ლოცვა უნდა შეასრულოს, შემდეგ კი პირჯვარი გადაისახოს.
ამ უბრალო წესის დაცვით შეგიძლიათ ქრისტიანული სრულყოფილების ზღვარს მიაღწიოთ
ყოველდღიური ლოცვის კანონისათვის
ყოველი ქრისტიანი დილა-საღამოს ხატების წინ დადგეს და წაიკითხოს უფლის ლოცვა "მამაო ჩვენო" სამჯერ - წმ. სამების პატივსაცემად, "ღმრთისმშობელო ქალწულო გიხაროდენ" ასევე საჯერ, დაბოლოს, სარწმუნოების სიმბოლო ანუ მრწამსი - ერთხელ.
ვინც ამ მცირე კანონს განუხრელად შევასრულებთ, შევძლებთ ქრისტიანული სრულყოფილების მიღწევას, რამეთუ ეს სამი ლოცვა ქრისტიანობის საძირკველია: პირველი - თვით უფლის მიერ მოცემული ყველა ლოცვის ნიმუშად; მეორე - მთავარანგელოზისაგან ზეცით მოტანილიხარება ღმრთისმშობლისათვის; მრწამსი კი მოკლედ შეიცავს თავის თავში ქრისტიანობის ყველა მაცხოვნებელ დოგმატს.
ამ მცირე კანონის შესრულება ნებისმიერ მდგომარეობაში შეიძლება - მუშაობის დროს, სიარულისას, საწოლშიც კი. მთავარია გვახსოვდეს მაცხოვრის სიტყვები: ყოველი, ვინც მოუხმობს უფლის სახელს, ცხონდებ
მინდა მოგიყვანოთ შესანიშნავი მაგალითი ერთი ბედნიერი ოჯახის ცხოვრებიდან: წმიდა გრიგოლ ღვთისმეტყველის დედა, ნონა, იყო შვილი ქრისტიანი მშობლებისა. იგი მტკიცე სარწმუნოებით და მორჩილი ხასიათით გამოირჩეოდა. როდესაც გათხოვების დრომ მოაწია, მისი ნების საწინააღმდეგოდ მშობლებმა ნონა ახალგაზრდა წარმართს გააყოლეს. აქედან დაიწყო მისი მძიმე გამოცდა. მეუღლეებს ერთმანეთის არ ესმოდათ, მათი ინტერესები და მისწრაფებანი სხვადასხვა იყო. როდესაც ნონა ოთახში ხატების წინ ლოცულობდა, მისი მეუღლე მეორე ოთახში წარმართულ ადათებს ასრულებდა. ნონა იმედს არ კარგავდა და დღემუდამ გულმხურვალედ შესთხოვდა უფალს, შინაგანი თვალი აეხილა მისი მეუღლისათვის, რათა მასაც ეცნო ჭეშმარიტება. და აი, ერთხელ ნონას ქმარს ძილში გამოცხადება ჰქონდა, იგი გალობდა მისთვის უცნობი დავით წინასწარმეტყველის ფსალმუნის სიტყვებს: "გავიხარე, როცა მითხრეს უფლის სახლში წავიდეთ" (ფს. 121,1). ამ ხილვის შემდეგ სრულიად შეიცვალა ნონას ქმრის ცხოვრება. ამ დღიდან დაიწყო სვლა მისი უფლის სახლისაკენ, იგი გახდა არა მარტო კარგი ქრისტიანი, არამედ სასულიერო პირიც - მოძღვარი; უფალმა განსაკუთრებული მადლი მოიღო ამ ოჯახზე, ეკლესიის მნათობად გამობრწყინდა მათი შვილი, დიდი გრიგოლ ღვთისმეტყველი, მთავარეპისკოპოსი კონსტანტინეპოლისა. ასეთია შედეგი რწმენისა, სიყვარულისა, სასოებისა და მოთმინებისა, ამიტომაც ყოველმა ჩვენგანმა ჩვენი ახალგაზრდები ოჯახური ცხოვრებისათვის უნდა მოვამზადოთ. ამ საკითხით სახელმწიფოც, ეკლესიაც, ოჯახიც და სასწავლებელიც უნდა დაინტერესდეს. მტკიცე ოჯახი - მტკიცე სახელმწიფოა.
ასე იძერწებოდა ქართველის სულიერი სახე
ქართველი კაცი დაუსრულებელი ომების დროსაც ახერხებდა ტაძრებისა და მონასტრების შენებას, ქმნიდა თავის უბადლო კულტურას. ამ ომებსა, ჭიდილსა და წინააღმდეგობებში იძერწებოდა, იხვეწებოდა ქართველი ადამიანის სულიერი სახე. მაგალითისთვის ავიღოთ ის მძიმე დღეები, როცა საქართველოში შემოვიდა ჯალალ-ედ-დინი. მარტო თბილისში მისი ბრძანებით თავი მოკვეთეს ასი ათას ქართველს, რომელთაც სჯული არ შეიცვალეს და სიონიდან ხიდზე გატანილი მაცხოვრისა და ღვთისმშობლის ხატები ფეხით არ გადათელეს. ისინი ჩვენი ეკლესიის აღზრდილი შვილები იყვნენ და მათი თავდადება ერის სულიერ სიძლიერეზე მეტყველებს. აი, ამისთანა მტკიცე სარწმუნოება ჰკლებია იმ ერებს, რომლებიც დაიღუპნენ და აღიგავნენ პირისაგან მიწისა.
საქმიანობის ყველანაირი სახე და განრიგი კარგია, თუ ღვთის ხსოვნას უწყობს ხელს. აუცილებელი როდია წინასწარ რაიმე დაიგეგმოს. თუ ერთი საქმე ლოცვას გწყეტთ, უნდა მიატოვოთ დამეორეზე გადახვიდეთ. ვთქვათ, გადაშალეთ წიგნი და კითხვა დაიწყეთ, მაგრამ გულს ვერ უდებთ. მიატოვეთ ეს წიგნი და სხვა აიღეთ. თუ ვერც ამას კითხულობთ, კითხვა მიატოვეთ და მუხლმოყრებით ან ფიქრით დაკავდით. ისეთი ხელსაქმე უნდა გაგვაჩნდეს, რომელიც ყურადღებას არ განაბნევს... როცა ღვთის მიმართ ყურადღება ცოცხალია და შინაგანი ლოცვაც წესრიგშია, მაშინ სჯობს არაფრის კეთება არ დაივიწყოთ, ვისხდეთ, ვიაროთ, ან უკეთესია ხატების წინ ვიდგეთ და ვილოცოთ. როცა ლოცვა შესუსტებას დაიწყებს, კითხვით ან ფიქრით შევახუროთ იგი. მონასტერში კანონები ახლად ახალმოსულთათვისაა საჭირო, ონასტრულ საქმიანობასა და დავალებებს რომ მიეჩვიოთ. როდესაც ისინიც მიაღწევენ შინაგან გრძნობამდე და განსაკუთრებით კი, გულისმიერ სითბომდე, კანნები მათთვისაც იმდენად მკაცრად აღარაა საჭირო. საერთოდ, კანონების არ უნდა გვეშინოდეს. მათ თავისუფლად უნდა ვეპყრობოდეთ და ერთ რამეს უნდა ვიზრახავდეთ; ღვთისადმი კეთილგრძალული ყურადღება არ უნდა გვტოვებდეს.
ყველა საქმე, დიდიც და მცირეც, ისე უნდა ვაკეთოთ, თითქოს ღმერთი გვიმზერდეს, თუ რა და როგორ კეთდება; თითოეული მომსვლელი, ან თითოეული შემხვედრი ღვთის გამოგზავნილად მივიღოთ. ამ დროს ჩვენივე თავს დავეკითხოთ: რა სურს უფალს, რომ შევუსრულო, ან მისთვის გავაკეთო. ყველა მოწიწებით მივიღოთ, რგორც ღვთის ხატება და მათ მიმართ სასიკეთოდ განვეწყოთ...
საკუთარი თავისადმი შეუბრალებლობა, მსახურებისადმი მზადყოფნა, მთლიანად ღვთისადმი თავის მიბარება და მასში ლოცვით მყოფობა - სულიერი ცხოვრების ჩამომქმნელია.
რწმენის აღმსარებლობის სიმტკიცე
როდესაც ღირსი მოწამე თეოდორე თავის ძმასთან, თეოფანესთან ერთად წმიდა ხატების თაყვანისცემისთვის ახალი და იმ დროისთვის გაუგონარი სასჯელის თანაზიარი გახდა - მათ სახეზე გახურებული რკინით გარკვეული სალანძღავიი სიტყვები დააწერეს. მაშინ ჩინოვნიკმა, რომელსაც დავალებული ჰქონდა ამის აღსრულება, წმიდა მოწამეებს შესთავაზა:
-მხოლოდ ერთხელ ეზიარეთ ჩვენთან ერთად(ანუ ერეტიკოსებთან ერთად, ერეტიკოსების ეკლესიაში, ერეტიკული ღვთისმსახურების ცრუ ძღვენით) და გაგიშვებთ, სადაც გინდათ.
ამის მოსმენაზე ნეტარ თეოდორეს გაეცინა და უპასუხა:
-შენ ისევე ამბობ, როგორც ვინმემ შემომთავაზოს: მე შენგან არაფერს ვითხოვ გარდა იმისა, რომ ერთხელ მოგაჭრი თავს, შემდეგ კი წადი, სადაც გინდა. დიდ წყალობას გპირდები! დარწმუნებული იყავი, რომ ჩვენი ჭეშმარიტი რწმენისგან გადადგომა ისევე ძნელია, რამდენადაც შეუძლებელია, რამდენადაც შეუძლებელია ადგილი გადაუნაცვლო ზეცასა და მიწას.
ამის შემდეგ ღირსი მამები მშვიდად დაელოდნენ წამებას
1. თავი შეიკავე საჭმელ- სასმელისა და ძილისაგან, იძინე მაგარ საწოლზე;
2. ნურასოდეს გაიხსენებ შენს მიერ ჩადენილი ხორციელ ცოდვებს;
3. ერიდე სხვა სქესის ადამიანებთან ურთიერთობას;
4. მიმართე ღმერთს ლოცვით, რათა გაგათავისუფლოს სიძვის ზრახვებისაგან;
5. თავი შეიკავე უწმინდური სურვილებისაგან მომავალ ცხოვრებაში მოსალოდნელი ტანჯვის შიშით;
6. ისარგებლე პირჯვრის წერით, როგორც გულიდან ლტოლვათა და მისწარაფებათა განსადევნი იარაღი;
7. ხშირად იფიქრე სიკვდილზე;
8. მიმართე აღსარების საიდუმლოს და მოძღვარს გულისთქმები გაუმხილე;
9. ფიზიკურად იშრომე;
10. იკითხე წმიდა სახარება;
11. თავი მოიზღუდე, ლაგამი ამოსდე მხედველობასა და სმენას, რათა არ იხილო და მოისმინო ის, რაც აღაგზნებს შენში სიძვის ვნებას (ბილწი წიგნები, ნახატები, ფოტოსურათები, ქანდაკებები, საუბრები, შეხება, როდესაც ტრანსპორტით მგზავრობს და ა. შ).
თემა: სიძვა, მრუშობაავტორი: მამა ვალენტინი მორდასოვი
წყარო: მოძღვრის ძალზე სასარგებლო რჩევები მრევლისათვის
თემა: ლოცვა, ადგილი ლოცვისათვისავტორი: მამა ვალენტინი მორდასოვი
წყარო: მოძღვრის ძალზე სასარგებლო რჩევები მრევლისათვის