რაკი ქრისტე მაცხოვარს ანგელოზებრივი მოქალაქეობის ერთგულებით შეუდექით, უდიდეს მოვალეობად გეკისრებათ მწუხარებათა დათმენა, განურჩევლად მიზეზისა – ბუნება იქნება თუ მცონარობა, ცოდვები თუ ადამიანები
რა არის სამოთხე? ეს უჭკნობი ყვავილებითა და ღვთაებრივი სურნელებით აღსავსე ადგილია, ანგელოზებრივი განცხრომა, მარადიული პასექი, ღვთის სიყვარული, უფლის დაუდუმებელი დიდებისმეტყველება და საუკუნო ცხოვრება! ასე რომ, ამისთვის ღირს ბრძოლ...
იხილეთ სრულად
რა არის სამოთხე? ეს უჭკნობი ყვავილებითა და ღვთაებრივი სურნელებით აღსავსე ადგილია, ანგელოზებრივი განცხრომა, მარადიული პასექი, ღვთის სიყვარული, უფლის დაუდუმებელი დიდებისმეტყველება და საუკუნო ცხოვრება!ასე რომ, ამისთვის ღირს ბრძოლა. და რა უმნიშვნელოა ჩვენი ბრძოლა ამ ენით გამოუთქმელთან შედარებით, სამოთხე რომ ჰქვია?!
სასუფეველში სულები ერთმანეთს მხიარულად ელაპარაკებიან. საუბრობენ, თუ როგორ განვლეს ამაო ცხოვრება, როგორ დააღწიეს ღვთის შეწევნით თავი ჯოჯოხეთს და განსასვენებლად უფლის ამ ნეტარ სამყოფელში მოხვდნენ. ისინი ღვთისადმი დაუსრულებელ მადლ...
იხილეთ სრულად
სასუფეველში სულები ერთმანეთს მხიარულად ელაპარაკებიან. საუბრობენ, თუ როგორ განვლეს ამაო ცხოვრება, როგორ დააღწიეს ღვთის შეწევნით თავი ჯოჯოხეთს და განსასვენებლად უფლის ამ ნეტარ სამყოფელში მოხვდნენ.ისინი ღვთისადმი დაუსრულებელ მადლობას აღავლენენ ამ უდიდესი წყალობისთვის – სამოთხის დამკვიდრებისთვის!
ნეტავ ვიცოდეთ, რა არის სამოთხე! მისი მშვენიერების აღქმა ადამიანის გონებას არ შეუძლია! იქ ანგელოზთა და წმინდანთა გუნდები დაუსრულებლად გალობენ. იქ მარადიული, უსასრულო პასექია!
პავლე მოციქული შემდეგ ამბობს, რომ ადამიანი გონებით ვერასოდეს მიხვდება, თუ რა აქვს გამზადებული ღმერთს ცაში თავისი შვილებისთვის. ჭეშმარიტებაა, სამოთხის სულიერ სიამოვნებათა შესახებ რომ ვიცოდეთ, ყველაფერს მოვითმენდით მათ მოსაპოვებლად....
იხილეთ სრულად
პავლე მოციქული შემდეგ ამბობს, რომ ადამიანი გონებით ვერასოდეს მიხვდება, თუ რა აქვს გამზადებული ღმერთს ცაში თავისი შვილებისთვის. ჭეშმარიტებაა, სამოთხის სულიერ სიამოვნებათა შესახებ რომ ვიცოდეთ, ყველაფერს მოვითმენდით მათ მოსაპოვებლად. ახლა კი საწინააღმდეგოს ჩავდივართ ჩვენი უმეცრების გამო და ასე ვშორდებით მას!
სამოთხეში ისეთი სილამაზეა, რომლის მსგავსი ადამიანის თვალს არ უნახავს. არც კაცის ყურს სმენია ოდესმე ის უტკბესი, იადონის გალობაზე ბევრად კეთილხმოვანი ჰიმნები, რომლებსაც ანგელოზთა გუნდები სამოთხეში გალობენ.
პავლე მოციქული სამოთხის შესახებ ჩინებულად მოგვითხრობს. იგი მესამე ცამდე იქნა აღტაცებული, ცათა სასუფევლის მშვენიერება იხილა და განკვირვებულს აღმოხდა: „რა ლამაზი და მშვენიერია ღვთის სასუფეველი! მიწიერი მშვენიერება მას ვერ შეედრება!“