ნეტავ დაგანახათ, რა მშვენიერია! ყველაფერზე უარს იტყოდით, მტვრად იქცეოდით, ოღონდაც არ მოკლებოდით იმას, რაც იესოს ტკბილმა სიყვარულმა ჩვენთვის გაამზადა! ასე გვეუბნებოდა ჩემი მოძღვარი და მის ნათქვამს გადმოგცემთ, რომ სიტკბო იგემოთ.
ჰოი, ღვთაებრივი სიბრძნის სიღრმე! ჰოი, სამმზე ღვთაების საიდუმლოება! ნეტარია, ვინც ბავშვივით დაიმდაბლებს თავს და ღვთის სიყვარულის გამო ყველა ბრძანებას სულის უმანკოებით დაემორჩილება. და ვაი მას, ვინც თავის ეგოიზმს' შეინარჩუნებს, როგო...
იხილეთ სრულად
ჰოი, ღვთაებრივი სიბრძნის სიღრმე! ჰოი, სამმზე ღვთაების საიდუმლოება! ნეტარია, ვინც ბავშვივით დაიმდაბლებს თავს და ღვთის სიყვარულის გამო ყველა ბრძანებას სულის უმანკოებით დაემორჩილება. და ვაი მას, ვინც თავის ეგოიზმს' შეინარჩუნებს, როგორც მე, – რა ღვთიურ წყალობას მოაკლდება!
მოდით, თავი ვაიძულოთ ქრისტიანული მოვალეობების შესასრულებლად, რომ ჩვენი იესოს ახლოს საუკუნო პასექი ვიდღესასწაულოთ და დავტკბეთ პირისპირ მისი ნეტარი ჭვრეტით, რომელსაც განსაცდელი და უსასოობა ვეღარ შეწყვეტს.
როცა გვაქვს ჭეშმარიტების ეს ცოდნა", ბუნებრივია, სულიერ თვალს გამუდმებით, ყოველწამიერად საუკუნო ცხოვრებას, ზეციურ იერუსალიმს მივაპყრობთ, იქ, სადაც ანგელოზთა გუნდები ჩვენთვის მიუწვდომელ ტკბილ და ბრძნულ ღვთის სადიდებლებს გალობენ. ჩემ...
იხილეთ სრულად
როცა გვაქვს ჭეშმარიტების ეს ცოდნა", ბუნებრივია, სულიერ თვალს გამუდმებით, ყოველწამიერად საუკუნო ცხოვრებას, ზეციურ იერუსალიმს მივაპყრობთ, იქ, სადაც ანგელოზთა გუნდები ჩვენთვის მიუწვდომელ ტკბილ და ბრძნულ ღვთის სადიდებლებს გალობენ. ჩემო შვილებო, როგორი დიდება მიენიჭებათ თქვენს სულებს, როცა სიკვდილის შემდეგ ზეცაში ამაღლებულნი ზეციერ ანგელოზთა რიცხვს შეემატებიან!
შვილო, მიზანს ნუ დაივიწყებ. შეხედე ცას – როგორი მშვენიერება გველის. განა ყოველივე ამჟამინდელი ნაცარი, მტვერი და სიზმარი არ არის? განა ვერ ვხედავთ, რომ ყველაფერი ხრწნადია? ზეციური კი მარადიულია. ღვთის სასუფეველი უსასრულოა. ნეტარია ...
იხილეთ სრულად
შვილო, მიზანს ნუ დაივიწყებ. შეხედე ცას – როგორი მშვენიერება გველის. განა ყოველივე ამჟამინდელი ნაცარი, მტვერი და სიზმარი არ არის? განა ვერ ვხედავთ, რომ ყველაფერი ხრწნადია? ზეციური კი მარადიულია. ღვთის სასუფეველი უსასრულოა. ნეტარია ის, ვინც მასში დაემკვიდრება, რადგან ღვთის სახის მშვენიერებას იხილავს.