ჩვენი ბუნება თიხისაა, მიწას ესწრაფვის და ყოველივე საძაგელს ეძიებს; ვიცით, რომ ადამიანის გონება სიყრმიდანვე ბოროტებისკენ არის მიდრეკილი. „რამეთუ შეყოფილ არს მომგონებელობა კაცისა მოსწრაფებით ბოროტთა და სიჭაბუკითგან მისით" (დაბ. 8. 2...
იხილეთ სრულად
ჩვენი ბუნება თიხისაა, მიწას ესწრაფვის და ყოველივე საძაგელს ეძიებს; ვიცით, რომ ადამიანის გონება სიყრმიდანვე ბოროტებისკენ არის მიდრეკილი. „რამეთუ შეყოფილ არს მომგონებელობა კაცისა მოსწრაფებით ბოროტთა და სიჭაბუკითგან მისით" (დაბ. 8. 21). ჩვენ შიგნით ვხედავთ სჯულს, რომელიც ჩვენი თავისუფალი ნების დამორჩილებას ცდილობს, რათა ცოდვის მონად აქციოს იგი (რომ. 7, 23).
ყველა წმინდანმა ეს ცხოვრება დიდი ტანჯვით და ჭირთათმენით განვლო, მიუხედავად იმისა, რომ ცოდვას არ ჰქონდა მათი შეჭირვების უფლება. და მაინც, მათი ცხოვრება ხშირად ნამდვილი მოწამეობა იყო. რა პასუხისგება გველის ჩვენ, მრავალი ცოდვით დაცემ...
იხილეთ სრულად
ყველა წმინდანმა ეს ცხოვრება დიდი ტანჯვით და ჭირთათმენით განვლო, მიუხედავად იმისა, რომ ცოდვას არ ჰქონდა მათი შეჭირვების უფლება. და მაინც, მათი ცხოვრება ხშირად ნამდვილი მოწამეობა იყო. რა პასუხისგება გველის ჩვენ, მრავალი ცოდვით დაცემულებს, ცხოვრება უჭირველად, ტანჯვის გარეშე რომ განვვლოთ? სწორედ ჩვენ უნდა ვაგოთ პასუხი ცოდვებისთვის. შესაბამისად, უფლის მაცხონებელი განსწავლის მათრახი გვჭირდება, რომ კაცთმოყვარე ღვთის მოწყალების მადლით ცათა სასუფეველში ბე...
ღმერთი სხვადასხვა მწუხარების დროს ჩვენი სულების დაფარულ ჭრილობებს წმინდა მიზნით უტარებს ქირურგიულ მკურნალობას, რათა ჯანმრთელობა, ანუ სამარცხვინო ვნებებისგან გულის განწმენდა მოგვანიჭოს. ჩვენ ვალდებულნი ვართ განუწყვეტლივ საქმით ვ...
იხილეთ სრულად
ღმერთი სხვადასხვა მწუხარების დროს ჩვენი სულების დაფარულ ჭრილობებს წმინდა მიზნით უტარებს ქირურგიულ მკურნალობას, რათა ჯანმრთელობა, ანუ სამარცხვინო ვნებებისგან გულის განწმენდა მოგვანიჭოს.ჩვენ ვალდებულნი ვართ განუწყვეტლივ საქმით ვმადლობდეთ ამ ყოვლადბრძენ სულიერ მკურნალს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ რაიმე ცოდვით არ დავამწუხროთ ის.
არ არის საჭირო და არც გვარგებს, რომ უფლისმიერი სწავლების დროს გულისწყრომამ მოგვიცვას. ადამიანის სულისთვის სასარგებლოა სულთა და ხორცთა მკურნალის მორჩილება.
შვილო, ბევრი რამ გვაჭირვებს, მაგრამ ნეტარია ის, ვინც ამ ცხოვრების მწუხარებას მოთმინებით და მადლობით იტანს. დიახ, მოვალენი ვართ, ვმადლობდეთ ღმერთს, რომელიც მწუხარების მეშვეობით ჩვენს უკვდავ სულს საუკუნოდ ცათა სასუფევლის მემკვიდრედ ...
იხილეთ სრულად
შვილო, ბევრი რამ გვაჭირვებს, მაგრამ ნეტარია ის, ვინც ამ ცხოვრების მწუხარებას მოთმინებით და მადლობით იტანს. დიახ, მოვალენი ვართ, ვმადლობდეთ ღმერთს, რომელიც მწუხარების მეშვეობით ჩვენს უკვდავ სულს საუკუნოდ ცათა სასუფევლის მემკვიდრედ ამზადებს!
შვილო, ყველაფერი მოითმინე, რადგან თითოეულისთვის გვირგვინი უხილავად იწვნება. ზამთარი მკაცრია, სამოთხე კი – ტკბილი. დაითმინეთ განსაცდელების ყინვა, რომ ზეცაში იმხიარულოთ.
როცა რაიმე ვნება ან უძლურება გვებრძვის და ვეწინააღმდეგებით, სწორედ ის გვექცევა მიზეზად, რომ ნეტარების ღირსნი გავხდეთ: „ნეტარ არს კაცი იგი, რომელმან დაუთმოს განსაცდელსა, რამეთუ გამოცდილ იქმნეს და მოიღოს გვირგვინი ცხორებისა“ (იაკ. 1...
იხილეთ სრულად
როცა რაიმე ვნება ან უძლურება გვებრძვის და ვეწინააღმდეგებით, სწორედ ის გვექცევა მიზეზად, რომ ნეტარების ღირსნი გავხდეთ: „ნეტარ არს კაცი იგი, რომელმან დაუთმოს განსაცდელსა, რამეთუ გამოცდილ იქმნეს და მოიღოს გვირგვინი ცხორებისა“ (იაკ. 1, 12).