დრო ნუ გაგყავს, რამეთუ სიკვდილი უკან გვდევს, როგორც მზაკვარი თანამგზავრი.
წმინდა მთის მონახულებით სარგებელს მიიღებ და დიდ სიხარულს იგემებ
ვინც კეთილ საქმეს მიჰყო ხელი, უნდა დაასრულოს კიდეც, თუ არა და, ნურც დაიწყებს.
ამ ქვეყანას სულ ასეთები სჩვევია ვანგრევთ და ვაშენებთ
მონაზონს პირში ქება-დიდება მადლს აკარგვინებს
წუთისოფელი იმიტომ უყვართ, რომ ჯერ მისი სიმწარე არ გამოუცდიათ
განა მე რა – ის იოსები ხომ არ ვარ? ნუთუ მგონია, რომ შემიძლია, ან ღირსი ვარ სხვებს დავეხმარო? არა, არამედ ღმერთის ყოვლადბრძნულმა განგებამ გამომირჩია მე - ცუდი, უვარგისი, ბოროტისმოქმედი, ქურდი, საწყალი, რათა უფრო მეტად იდიდოს ყველას...
იხილეთ სრულად
განა მე რა – ის იოსები ხომ არ ვარ? ნუთუ მგონია, რომ შემიძლია, ან ღირსი ვარ სხვებს დავეხმარო? არა, არამედ ღმერთის ყოვლადბრძნულმა განგებამ გამომირჩია მე - ცუდი, უვარგისი, ბოროტისმოქმედი, ქურდი, საწყალი, რათა უფრო მეტად იდიდოს ყველას მიერ მისი წმიდა სახელი, რამეთუ კარგს დახმარება არ სჭირდება, რადგან ბუნებითაა კარგი, ხოლო ჩემი ცხოვრება ასე თქვენთვის განაგო, რათა თქვენც უკან გამომყვეთ.
link
მონაზონმა ერის ადამიანებს მაგალითი უნდა მისცეს
არაფერია იმაზე მშვენიერი, ლამაზი, როგორიც იესოს სიყვარულია
ეს წუთისოფელი, ჩემო ბიჭო, უამაოესია, ყოველივე ბოროტებით აღსავსე, ადამის გადასახლების ადგილი და შესაბამისად, ჩვენიც. და ნეტარია ის, ვინც ამ გადასახლებაში სწორად ივაჭრებს და ცხოვრებას უსაფრთხოდ გაივლის, რათა მარადიულად იხაროს და წმი...
იხილეთ სრულად
ეს წუთისოფელი, ჩემო ბიჭო, უამაოესია, ყოველივე ბოროტებით აღსავსე, ადამის გადასახლების ადგილი და შესაბამისად, ჩვენიც. და ნეტარია ის, ვინც ამ გადასახლებაში სწორად ივაჭრებს და ცხოვრებას უსაფრთხოდ გაივლის, რათა მარადიულად იხაროს და წმიდანებთან ერთად იმეფოს უკუნითი უკუნისამდე. ამინ.
link