ძალიან ხშირად მწუხარების გზით მივდივართ უფალთან, ამიტომაც ამბობს ანტონი დიდი: შეიყვარე განსაცდელი, რათა შეიძინო ღმერთი. ქრისტესთან ყოფნა, ცხოვრება მასში, სიცოცხლის აზრის მიგნებას ნიშნავს. სიცოცხლის აზრი - თავგანწირული სიყვარულია.
ყველაზე მეტად სულს სჭირდება გაფრთხილება; მასზე ძვირფასი არა არის რა კაცისათვის. იგი განსაზღვრავს ჩვენი მარადიული სიკვდილ-სიცოცხლის საკითხს, ამიტომაც ბრძანებს მარკოზ მახარებელი: "რაჲ სარგებელ არს კაცისა, უკუეთუ შეიძინოს სოფელი ესე ...
იხილეთ სრულად
ყველაზე მეტად სულს სჭირდება გაფრთხილება; მასზე ძვირფასი არა არის რა კაცისათვის. იგი განსაზღვრავს ჩვენი მარადიული სიკვდილ-სიცოცხლის საკითხს, ამიტომაც ბრძანებს მარკოზ მახარებელი: "რაჲ სარგებელ არს კაცისა, უკუეთუ შეიძინოს სოფელი ესე ყოველი და სული თჳსი იზღვიოს" (მარკ. 8,36). ჭეშმარიტად, მთელი ქვეყნის სიმდიდრეც არ არის ერთი სულის ფასი.
ბევრი მიიჩნევს თავს მორწმუნედ, აღიარებს სულის უკვდავებას, მაგრამ მაინც არ ძალუძს, გული მთლიანად მიუძღვნას უფალს. გვხვდებიან ისეთნიც, მიწიერ განსაცდელს რომ ვერ უძლებენ და სასოწარკვეთილებაში ჩავარდნილნი თვითმკვლელობით ამთავრებენ ...
იხილეთ სრულად
ბევრი მიიჩნევს თავს მორწმუნედ, აღიარებს სულის უკვდავებას, მაგრამ მაინც არ ძალუძს, გული მთლიანად მიუძღვნას უფალს.გვხვდებიან ისეთნიც, მიწიერ განსაცდელს რომ ვერ უძლებენ და სასოწარკვეთილებაში ჩავარდნილნი თვითმკვლელობით ამთავრებენ სიცოცხლეს. ამ საშინელი აქტით ისინი უარს აცხადებენ იმ მიზნის განხორციელებაზე, რისთვისაც ამქვეყნად მოივლინნენ, უარს ეუბნებიან უფალს თავიანთი ვალის აღსრულებაზე. თვითმკვლელთათვის ლოცვაც არ შეიძლება, არც პანაშვიდის გადახდა და წეს...
გულდასმით უნდა ვიკითხოთ დიდებულთა და ღვთისსათნო ჩვენთა წინაპართა ისტორია, უნდა საფუძვლიანად გავეცნოთ წმიდათა ცხოვრებებს, რათა ვისწავლოთ, როგორ განვლიოთ საწუთრო და როგორ შევხვდეთ აღსასრულს.
მტკივნეულია ახლობელთან განშორება, მაგრამ ცრემლებისა და მწუხარების მიღმა უნდა დავინახოთ ნათელი დაუღამებელი, რომლითაც მოცულია განსვენებულის სული; უნდა დავინახოთ ქრისტეს მიერ სიკვდილის ძლევა.
დიდთა და მცირეთ, ჩინებულთა და უჩინოთა, ბოროტთა და კეთილთ - ყველას დაუდგება მიწიერ ყოფასთან განშორების დღე. გარდაცვალება სინამდვილეში ხელახალი შობაა სხვა სამყაროში. ბედნიერი ხარ, თუ ეს სიტყვები შენც შეგეხება: "ნეტარ არს გზა ეგე, რო...
იხილეთ სრულად
დიდთა და მცირეთ, ჩინებულთა და უჩინოთა, ბოროტთა და კეთილთ - ყველას დაუდგება მიწიერ ყოფასთან განშორების დღე. გარდაცვალება სინამდვილეში ხელახალი შობაა სხვა სამყაროში. ბედნიერი ხარ, თუ ეს სიტყვები შენც შეგეხება: "ნეტარ არს გზა ეგე, რომელსა წარმართებულ ხარ დღეს, სულო, რამეთუ ადგილი განსასვენებელი მოგელის შენ"
ყოველი განვლილი დღე მარადიულობის კარიბჭესთან, სიკვდილის იდუმალებასთან გვაახლოებს. სხვადასხვანაირად ხვდებიან ადამიანები ამ უმნიშვნელოვანეს მომენტს. ნაწილს მიაჩნია, რომ სიკვდილთან ერთად არსებობაც მთავრდება და შემდეგში მიმდინარეობს მ...
იხილეთ სრულად
ყოველი განვლილი დღე მარადიულობის კარიბჭესთან, სიკვდილის იდუმალებასთან გვაახლოებს. სხვადასხვანაირად ხვდებიან ადამიანები ამ უმნიშვნელოვანეს მომენტს. ნაწილს მიაჩნია, რომ სიკვდილთან ერთად არსებობაც მთავრდება და შემდეგში მიმდინარეობს მხოლოდ ქიმიურ ელემენტებად დაშლის პროცესი. ამიტომაც ესწრაფვიან ცხოვრებისაგან ყოველივეს მიღებას, თუმცა ბოლომდე ვერც ამას აღწევენ. სხვანი შეძლებისდაგვარად ემზადებიან სიკვდილისა და ახალი ცხოვრების დაწყებისათვის; რწმენითა და ს...
თავისი ცხოვრების მანძილზე ადამიანი ჩვენთვის ხშირად აუხსნელ ციკლს გადის, რაც გულისხმობს დაცემასა და ამაღლებას, დამარცხებასა და გამარჯვებას, იმედის გაცრუებასა და სასოებას, ამ რთული პროცესის მიზანი სულის ხსნა და მეორე ცხოვრების მოპოვ...
იხილეთ სრულად
თავისი ცხოვრების მანძილზე ადამიანი ჩვენთვის ხშირად აუხსნელ ციკლს გადის, რაც გულისხმობს დაცემასა და ამაღლებას, დამარცხებასა და გამარჯვებას, იმედის გაცრუებასა და სასოებას, ამ რთული პროცესის მიზანი სულის ხსნა და მეორე ცხოვრების მოპოვებაა.