თუ უნდათ, რომ მე ვილოცო მათთვის, პარაკლისებს გადავუხდი, თანაც სიხარულით. დღეც და ღამეც წავუკითხავ. ჩვენ ღამე საერთოდ არ გვძინავს, ყოველ საღამოს ღამისთევა გვაქვს. მხოლოდ ერთი საათი თუ გვძინავს დილისკენ და ერთიც შუადღეს, მას მერე, რ...
იხილეთ სრულად
თუ უნდათ, რომ მე ვილოცო მათთვის, პარაკლისებს გადავუხდი, თანაც სიხარულით. დღეც და ღამეც წავუკითხავ. ჩვენ ღამე საერთოდ არ გვძინავს, ყოველ საღამოს ღამისთევა გვაქვს. მხოლოდ ერთი საათი თუ გვძინავს დილისკენ და ერთიც შუადღეს, მას მერე, რაც პურს ვჭამთ.
მხნე იყავი და გაძლიერდი განსაცდელების დროს, ჩემო დაიკო, და როგორც უდიდესი სულიერი თილისმა, შეიწყნარე მოთმინება და სულგრძელება. უფრო მეტად და მეტად გაძლიერდი, ჩემო დაიკო, გასაჭირებში, რამეთუ ნელ-ნელა წავალთ აქედან. გაზაფხული ახლოვდ...
იხილეთ სრულად
მხნე იყავი და გაძლიერდი განსაცდელების დროს, ჩემო დაიკო, და როგორც უდიდესი სულიერი თილისმა, შეიწყნარე მოთმინება და სულგრძელება. უფრო მეტად და მეტად გაძლიერდი, ჩემო დაიკო, გასაჭირებში, რამეთუ ნელ-ნელა წავალთ აქედან. გაზაფხული ახლოვდება, მწუხარებების ზამთარი ნელ-ნელა განქარდება და იმ ბუდეებს, რომლებიც განუწყვეტელი განსაცდელებითა და ჭირით ავიშენეთ, მალე დავიმკვიდრებთ. იქ აღარავინ შემოგვედავება, აღარავის შეშურდება, აღარავინ შეგვაწუხებს და აღარავინ იძი...
პატრაში ხსენებული ქალის ვაჟს ეკლესიაში არ იხსენებენ, რადგან თავი მოიკლა. ერთადერთი, შეუძლია მოწყალება გაიღოს მისთვის და დიდია უფალი, მისი მოწყალების სიღრმე უსასრულოა. თანაც, თუ უნდა, მეუდაბნოეებს გამოუგზავნოს [მოწყალება]. რომელთა ...
იხილეთ სრულად
პატრაში ხსენებული ქალის ვაჟს ეკლესიაში არ იხსენებენ, რადგან თავი მოიკლა. ერთადერთი, შეუძლია მოწყალება გაიღოს მისთვის და დიდია უფალი, მისი მოწყალების სიღრმე უსასრულოა. თანაც, თუ უნდა, მეუდაბნოეებს გამოუგზავნოს [მოწყალება]. რომელთა ვედრებასაც უფალი ისმენს. ის ხომ ბევრ მონაზონს იცნობს, იმათ მისცეს, რომ დაარიგონ, ან მონაზონ დედებს. სხვა არაფრის გაკეთება შეიძლება.