ჭეშმარიტ მონანულს აღიყვანს საუკუნო მამა და მადლით ძედ მიითვალავს, ვითარცა სწერს დიდი იოანე ღვთისმეტყველი და მახარებელი: “მისცა მათ ხელმწიფება შვილ ღვთისა ყოფად”. ემბაზისაგან აღმოყვანებულს ვისმე ყრმას ჯერეთ კეთილმეტყველების შემძლებ...
იხილეთ სრულად
ჭეშმარიტ მონანულს აღიყვანს საუკუნო მამა და მადლით ძედ მიითვალავს, ვითარცა სწერს დიდი იოანე ღვთისმეტყველი და მახარებელი: “მისცა მათ ხელმწიფება შვილ ღვთისა ყოფად”. ემბაზისაგან აღმოყვანებულს ვისმე ყრმას ჯერეთ კეთილმეტყველების შემძლებლობა არა აქუს და სინანულისაგან ცათა შინა აღყუანებულს აქუს კეთილმეტყველების შემძლებლობა, რომ ანგელოზთა თანა უგალობოს ღმერთსა; ემბაზისაგან აღმოყვანებული კვალად ჰსცოდებს, სინანულისაგან ცათა შინა აღყუანებული არა მოკუდების, ...
ადამიანს აქვს სინდისი. სინდისი სულ პირველი წმინდა წერილია, ღმერთის მიერ პირველქმნილ კაცთათვის მიცემული. ჩვენ “ვიღებთ” სინდისს მშობლებისაგან, როგორც ფოტო ასლს. როგორც არ უნდა ახშობდეს ადამიანი თავის სინდისს, ის შიგნიდან ყოველთვის ა...
იხილეთ სრულად
ადამიანს აქვს სინდისი. სინდისი სულ პირველი წმინდა წერილია, ღმერთის მიერ პირველქმნილ კაცთათვის მიცემული. ჩვენ “ვიღებთ” სინდისს მშობლებისაგან, როგორც ფოტო ასლს. როგორც არ უნდა ახშობდეს ადამიანი თავის სინდისს, ის შიგნიდან ყოველთვის ამხელს მას. ამიტომაც ამბობენ: “მას ჭია ღრღნის”. მართლაც არ არის უფრო ტკბილი, ვიდრე დამშვიდებული სინდისი. ადამიანი თავს შინაგანად ფრთაშესხმულად გრძნობს და მაშინ ის იწყებს ფრენას.
ადამიანურ სინდისს თავისი ხმა აქვს, სამართლიანი შურისგების გარდაუვალობას ულმობლად რომ დაამოწმებს. ამიტომ ადამიანს ცოდვაში ბედნიერების პოვნა არ შეუძლია. ჯოჯოხეთურ ტანჯვას არა მხოლოდ შეახსენებს მას სინდისი, არამედ სევდისა და სიბნელის...
იხილეთ სრულად
ადამიანურ სინდისს თავისი ხმა აქვს, სამართლიანი შურისგების გარდაუვალობას ულმობლად რომ დაამოწმებს. ამიტომ ადამიანს ცოდვაში ბედნიერების პოვნა არ შეუძლია. ჯოჯოხეთურ ტანჯვას არა მხოლოდ შეახსენებს მას სინდისი, არამედ სევდისა და სიბნელის მომავალ მდგომარეობასაც აგრძნობინებს.
გვიკარნახებენ სინდისის ძლიერებას და ამბობენ, რომ სინდისი კმარა ადამიანის ცხოვრების გამგე-განმრჩეველადო; მაგრამ ჩვენ ზემო დავინახეთ, რომ თუ არ არსებობს ღმერთი, ისპობა კეთილი და ბოროტის განრჩევაც და მაშინ რაღას ქვია სინდისის მხილება...
იხილეთ სრულად
გვიკარნახებენ სინდისის ძლიერებას და ამბობენ, რომ სინდისი კმარა ადამიანის ცხოვრების გამგე-განმრჩეველადო; მაგრამ ჩვენ ზემო დავინახეთ, რომ თუ არ არსებობს ღმერთი, ისპობა კეთილი და ბოროტის განრჩევაც და მაშინ რაღას ქვია სინდისის მხილება და ჩვენება? ამისთვის ყოვლადვე დაუმტკიცებელია მარტო სინდისზე მიყრდნობა თვინიერ ღვთის და ჩვენი სულის უკვდავების რწმენისა, რადგანაც ამ შემთხვევაში სინდისის ჩვენება კეთილისა და ბოროტისა უმიზნოა და უმიზნოდ კი ადამიანის ცხოვრ...
შენი შვილი ვარ საწყალი,
ამ ცრუ სოფელში მყოფელი,
შენ დაგვიფარე, უფალო,
შენა ხარ ტკბილი მშობელი.
მე შენ მიყვარდე, ღირს ვიყო
სხვა მარგალიტის მფლობელი,
შენ გაგვახარე, უფალო,
შენა ხარ ტკბილი მშ...
იხილეთ სრულად
შენი შვილი ვარ საწყალი,
ამ ცრუ სოფელში მყოფელი,
შენ დაგვიფარე, უფალო,
შენა ხარ ტკბილი მშობელი.
მე შენ მიყვარდე, ღირს ვიყო
სხვა მარგალიტის მფლობელი,
შენ გაგვახარე, უფალო,
შენა ხარ ტკბილი მშობელი.
ვინ შესძლებს ღირსად გადიდოს,
თქვას ღირსი სამადლობელი?
შენ შეგვიწყალე, უფალო,
შენა ხარ ტკბილი მშობელი.
არ იკარგება სანთელი,
არც საკმელ-საგალობელი,
მადლი მოგვფინე, უფალო,
შენა ხარ ტკბილი მშობელი.
ჩვენ ვიცით ერთ-ერთი უმთავრესი თვისება ღმერთისა - უცვალებლობა. იგი უცვალებელია, არასოდეს იცვლება, რაც იმას ნიშნავს, რომ იგი არ შეიძლება იყოს ბრაზიანი, შემდეგ გახდეს კეთილი და ა.შ. იგი ყოველთვის ერთნაირია - ყოველთვის სიყვარულია, ყოვ...
იხილეთ სრულად
ჩვენ ვიცით ერთ-ერთი უმთავრესი თვისება ღმერთისა - უცვალებლობა. იგი უცვალებელია, არასოდეს იცვლება, რაც იმას ნიშნავს, რომ იგი არ შეიძლება იყოს ბრაზიანი, შემდეგ გახდეს კეთილი და ა.შ. იგი ყოველთვის ერთნაირია - ყოველთვის სიყვარულია, ყოველთვის ერთგვარად უყვარს ადამიანი და ერთნაირად ზრუნავს მასზ, ოღონდ მზრუნველობა ვლინდება სხვადასხვა ფორმით, და იმგვარად, როგორც ეს ადამიანს სჭირდება. ამიტომ ჩვენ არ უნდა გვავიწყდებოდეს, რომ უფალი, რომელიც ჩვენ მეგობარს გვი...