სინანული იმედის ასული და სასოწარკვეთის დაძლევის ნაყოფია, მონანული შეურცხვენელი მსჯავრდებულია.
სინანული უფალთან შერიგებაა, იმ კეთილ საქმეთა აღსრულების საშუალებით, რომლებიც ჩვენს წარსულ ცოდვებს უპირისპირდება.
სინანული სი...
იხილეთ სრულად
სინანული იმედის ასული და სასოწარკვეთის დაძლევის ნაყოფია, მონანული შეურცხვენელი მსჯავრდებულია.
სინანული უფალთან შერიგებაა, იმ კეთილ საქმეთა აღსრულების საშუალებით, რომლებიც ჩვენს წარსულ ცოდვებს უპირისპირდება.
სინანული სინდისის განწმენდაა.
სინანული ნუგეშისცემის კარია, პირადი ნების დამარცხებითა და უარყოფით.
სინანული ყოველგვარი ტანჯვის ნებით დათმენაა.
მონანული ისაა, ვინც საკუთარ სასჯელს თვითონვე მოიპოვებს.
სინანული სამოთხის გარშემო მახლობელ მამულში ყოფაა და სასუფეველის კარის ბჭეა, ვითარცა მაცხოვარი იტყვის: “შეინანეთ, რამეთუ მოახლებულ არს სასუფეველი ცათა“. ჭეშმარიტად, ვინც სინანულში იმყოფება, მისთვის ახლო არს სასუფეველი.
სინანულის მადლი, მათში მოქმედი, ვინც მოსაგრეობს, მემკვიდრეობაა, მამათაგან დატოვებული. ეს გაცვლა და ღმრთაებრივი ვაჭრობაა, რომელშიც ჩვენ ვაძლევთ მიწას, სანაცვლოდ კი ზეცას ვიღებთ, ვცვლით ნივთიერებას და ვიღებთ სულს. ყოველი ოფლი, ყოველ...
იხილეთ სრულად
სინანულის მადლი, მათში მოქმედი, ვინც მოსაგრეობს, მემკვიდრეობაა, მამათაგან დატოვებული. ეს გაცვლა და ღმრთაებრივი ვაჭრობაა, რომელშიც ჩვენ ვაძლევთ მიწას, სანაცვლოდ კი ზეცას ვიღებთ, ვცვლით ნივთიერებას და ვიღებთ სულს. ყოველი ოფლი, ყოველი ტკივილი, ყოველი ღვაწლი ჩვენი ღმრთისათვის გაწეული - სავაჭრო გაცვლაა; სისხლის გაღება და სულის ჩაღვრაა.
სინანულის საიდუმლო კურნავს ადამიანის სულიერ სნეულებებს, აცილებს სულის მწიკვლს და ქრისტიანი ცოდვათა შენდობის მიღების შემდგომ ისევ უცოდველი და განწმედილი ხდება, ისეთი, როგორიც წყლიდან ამოვიდა ნათლისღების შემდგომ. ამიტომ სინანულის სა...
იხილეთ სრულად
სინანულის საიდუმლო კურნავს ადამიანის სულიერ სნეულებებს, აცილებს სულის მწიკვლს და ქრისტიანი ცოდვათა შენდობის მიღების შემდგომ ისევ უცოდველი და განწმედილი ხდება, ისეთი, როგორიც წყლიდან ამოვიდა ნათლისღების შემდგომ. ამიტომ სინანულის საიდუმლოს “სულის სამკურნალო” ეწოდება. ნადგურდება ადამიანის დაცემისაკენ წარმმართავი, მისი გონების, გულისა და სინდისის დამაჩლუნგებელი, სულიერი ხედვის დამაბრმავებელი და ქრისტიანული ნების დამაუძლურებელი ცოდვები. ისევ აღდგება ც...
ღმერთი არავის განარჩევს. მდიდარსაც და ღარიბსაც თანავბრად ეძლევა სულიწმიდის მადლი. ზოგი რომ სიმდიდრეშია და ზოგი - სიღარიბეში - ეს ან წინაპრებისგან გადადის, ან მეტი არ ეძლევათ, რათა არ დაიღუპონ და გადასარჩენი სულები გადარჩნენ; და კი...
იხილეთ სრულად
ღმერთი არავის განარჩევს. მდიდარსაც და ღარიბსაც თანავბრად ეძლევა სულიწმიდის მადლი. ზოგი რომ სიმდიდრეშია და ზოგი - სიღარიბეში - ეს ან წინაპრებისგან გადადის, ან მეტი არ ეძლევათ, რათა არ დაიღუპონ და გადასარჩენი სულები გადარჩნენ; და კიდევ, როგორც წმიდა ანდრია სალოსის ცხოვრებაში წერია - ხოლო უკეთუ უკეთურთა განამდიდრებს და მართალთა რომელთამე აჭირვებს, ამისთვის არს ესე, რამეთუ არცა მართალი იპოების, თუმცა არა აქვნდა ცოდვა, და კუალად არცა ცოდვილი, თუმცა არ...
ღმერთი მართლმსაჯულია, გულისა და თირკმლის განმკითხველი. შენი გული რამდენჯერ შეკრთება და თირკმელში რამდენი წვეთი გაივლის, იმას ითვლის უფალი, მაგრამ მართლმსაჯულია და ჯოჯოხეთი აქვს. ღმერთი, როცა ქვეყნის განსჯა სურს, იმ ადგილიდან თვალს...
იხილეთ სრულად
ღმერთი მართლმსაჯულია, გულისა და თირკმლის განმკითხველი. შენი გული რამდენჯერ შეკრთება და თირკმელში რამდენი წვეთი გაივლის, იმას ითვლის უფალი, მაგრამ მართლმსაჯულია და ჯოჯოხეთი აქვს. ღმერთი, როცა ქვეყნის განსჯა სურს, იმ ადგილიდან თვალს მიიბუნებს. ჯოჯოხეთი ღვთისგან განშორებაა. იმ ადგილიდან უფალს მოშორებული აქვს თვალი, იქ მარადიული ტანჯვაა. როცა გარდაიცვლება ადამიანი და ხორციელად განგვეშორება, ვწუხვართ. მაგრამ რამდენად საშიშია ღმერთთან განშორება? უფალი ...
ღმერთი რომ ქვეყანზე მისი ღვთაებრივი დიდებით მოსულიყო, მაშინ მომკვდარ ადამიანს არ შეეძლო არც მისი დანახვა, არც მისი გაგება. ვინაიდან ღმერთი რომ კაცმა დაინახოს, ამისათვია ადამიანს ესაჭიროებოდა სულ სხვა არაკაცობრივი თვალები, ხოლო რომ...
იხილეთ სრულად
ღმერთი რომ ქვეყანზე მისი ღვთაებრივი დიდებით მოსულიყო, მაშინ მომკვდარ ადამიანს არ შეეძლო არც მისი დანახვა, არც მისი გაგება. ვინაიდან ღმერთი რომ კაცმა დაინახოს, ამისათვია ადამიანს ესაჭიროებოდა სულ სხვა არაკაცობრივი თვალები, ხოლო რომ გაეგო და მოესმინა - სხვა გონება და სმენა. ჩვენი გრძნობათა საცავები კი ამ მხრივ უკიდურესობამდე შეზღუდულია, ისინი მომარჯვებულია მხოლოდ ხილვადი ქვეყნისათვის, სადაც მოქმედებენ დროებითი მოვლენების და სივრცის კანონები. უხილა...