image
image
51
52
53
54
55
image
image
Loading..
image

თემა: ღვთის აღიარება,  შეურაცხყოფა,  სიძულვილი

შეიძლება იყოს ცხოვრებაში ისეთი შემთხვევები, როდესაც შეურაცხყოფა და სიძულვილი ქების ტოლფასია?დიახ, ცხოვრებაში არის ისეთი შემთხვევები, როდესაც ქრისტეს მტრების მხრიდან ლანძღვა-გინება და სიძულვილი ღვთის მონებისთვის ყველაზე აღმატებული ქებაა. ნუ გრცხვენია იმის აღიარება, რომ მართლმადიდებელი მორწმუნე და ეკლესიური ხარ, ნუ სდევ წუთისოფლის მირაჟს და დამყაყებულ დიდებას, ნუ ესწრაფი თანამედროვე განათლებული ადამიანის სახელის მოხვეჭას, ნუ შეგეშინდება ყველაგან და ყოველთვის ეკლესიის დაცვა.
link
image

თემა: ქორწინება

ეკლესიას შეუძლია აკურთხოს ქორწინება, თუ მშობლები კატეგორიულად წინააღმდეგნი არიან? და მზად არიან ეს განაცხადონ?გააჩნია მექორწინეთა ასაკს. სჯობს კურთხევა აიღოთ მღვდელმთავრისაგან.
link
image

თემა: სხვა თემა,  საკუთარი თავის განკითხვა

კვლავ და კვლავ უნდა ვისმინო ღვთის სიტყვა, თუკი ვისმენ, მაგრამ არ ვასრულებ, არ ვაკეთებ იმას, რასაც ის მასწავლის?ისმინე, თუნდაც არ ასრულებდე, რადგან მოსმენიდან მიხვალ შესრულებამდე; რომც არ ასრულებდე, შეგრცხვება ცოდვისა; შესაძლოა აზრთა დინება შეგეცვალოს; თუნდაც არ ასრულებდე, შენ თავს განსჯი იმის გამო, რომ არ ასრულებ (წმ. იოანე ოქროპირი).
link
image

თემა: ქმარი,  ქორწინება,  ოჯახი,  მემთვრალეობა

განქორწინება ცოდვაა, მაგრამ როგორ მოვიქცეთ, თუ ქმარი სვამს და მასთან ცხოვრება შეუძლებელია?ეკლესია განქორწინების ნებას იძლევა მხოლოდ მეუღლეთაგან ერთ-ერთის ღალატის შემთხვევაში. ქმრის ლოთობას ან სხვა ნაკლოვანებას ქრისტიანი აღიქვამს, როგორც ჯვარს, იმიტომ რომ ლოთობის მიზეზი შეიძლება იყოს ცოლი, რომელიც თავის საქციელით უბიძგებს ქმარს ამ ავადმყოფური მანკიერებიკსენ. შეუღლებისას თქვენ ერთმანეთს ჰპირდებით სიყვარსულს არამარტო თქვენი ბედნიერების წუთებში, არამედ სიმძიმის დროსაც; ჰპირდებით, არ მიატოვებთ მეუღლე ავადმყოფობის დროს. ლოთობა კი ავდმყოფობაა. ამიტომ თქვენ მეუღლისათვის ლოცვის ღვაწლი მოგეთხოვებათ. განქორწინება- ეს ჯვრის თავიდან მოსაცილებლად გამოსავალია, მაგრამ შეძლებთ კი შემდეგ უქორწინებლობის ჯვრის ტარებას? ესეც საკითხავია!
link
image

თემა: ლოცვა,  დრო ლოცვისათვის

როგორ მოვიქცე თუ მეტი ვიძინე და დილის ლოცვისთვის დრო აღარ დამრჩა, მე კი სამსახურში ან ტაძარში მსახურებაზე მეჩქარება?თუ დილით დაგეძინა და დილის ლოცვას ვეღარ ასწრებ, ასე შეიძლება მოიქცე: დაიწყე ლოცვის კითხვა სახლში და დაამთავრე გზაში.
link
image

თემა: ლოცვა,  სინანული

შეიძლება დღესასწაულებში, წმინდა შობის დღეს, ბრწყინვალე შვიდეულებში წავიკითხოთ სინანულის კანონი, თუ რაიმე შევცოდეთ?ეკლესიის წესების მიხედვით წმინდა შვიდეულის დღეებში სინანულის კანონის კითხვა არ შეიძლება. ეს მარხვის დროს საკმარისია. ჩადენილი ცოდვა კი აღსარებაზე განიწმინდება. ამ დღეებში ეცადე, არ შესცოდო.
link
image

თემა: ხიბლი

როგორ მოვიქცეთ სულიერად დავადებულ ადამიანებთან (ეშმაკეულებთან) ურთიერთობისას, ან მათ გვერდით ყოფნისას?ვუთანაგრძნოთ ავადმყოფებს და გუნებაში ვილოცოთ მათთვის. შევასრულოთ ცხოვრებაში ეს წესი: "ყველა გიყვარდეს და ყველას ერიდე". ბერი არსენი ათონელი წერს: "ეშმაკეულებთან სიახლოვისას ძალზე ფრთხილად უნდა იყო, რათა მტერმა ისეთი ფიქრები არ შთაგაგონოს, თითქოს განსაკუთრებულად ღვთისმოყვარე ხარ, გაქვს ღვთის მადლი და სხვა. ყოველივე ამას მტერი იმისთვის შთაგაგონებს, რომ იფიქრო, თითქოს ღვთისმოსაურად ცხოვრობ - არა ისე, როგორც სხვები. თუ ადამიანი ასე იფიქრებს, იგი ღვთისაგან ყოველგვარ ჯილდოს დაკარგავს".
link
image

თემა: სიბრძნე

როგორი დამოკიდებულება უნდა გვქონდეს ხალხურ ბრძნულ ანდაზებთან?არსებობს ერთი ბრძნული ნათქვამი: არ უნდა უგულებელვყოთ ხალხური ანდაზები, როდესაც ისინი რაიმე ჯანსაღ აზრს შეიცავენ ( წმ. იოანე ოქროპირი).

ფუტკრებთან სიახლოვე -თაფლია, ხოჭოსთან - ნაკელი.
ნუ გრცხვენია შეკითხვის, გრცხვენოდეს უცოდინრობის.
ვინც სულიერს კითხულობს, ის შეიძენს.
სულელებს და ლოთებს გზა დაუთმე.
ნუ გადადებ ხვალისთვის იმას, რისი გაკეთებაც დღეს შეგიძლია.
გაყიდე თუნდაც ჭვავი, ვალი კი მოიშორე.
აჰა, შენ, ღმეთო, რაც ჩვენ არ გვინდა (ეს იმათზეა ნათქვამი, ვინც ღმერთს ხრწნილ სიბერეს აძლევს, ახალგაზრდობას კი თავისთვის იტოვებს, ანუ უფალს აძლევს უვარგის საჩუქარს, თავისთვის კი კარგს იტოვებს).
დაუკითხავად აიღე და არ თქვი, ესე იგი მოიპარე.
ცუდს თუ გაჰყვები, ცუდს იპოვი.
თავის თავს ავნებს ის, ვინც ჭიქაში ხშირად იყურება.
დამპალი სიტყვა დამპალი გულიდან მომდინარეობს.
ყველაფერს ნუ მოუსმენ, ზოგი რამ ერთი ყურიდან მეორეში გაუშვი.
მოხუცებს პატივი ეცი, ახალგაზრდებს ასწავლე.
მშობლები ისინი კი არ არიან, ვინც შობა, არამედ ისინი, ვინც სიკეთე ასწავლა.
ვინც თამბაქოს ყნოსავს და ეწევა, ის სულიწმიდას განდევნის.
ვინც ღმერთს ამაოდ მოუხმობს, ის თავის სიცოცხლეს ამაოდ ატარებს.
დათვერი, ესე იგი სატანასთან დაიწინდე.
რაც სხვაში არ მოგწონს, იმას თავად ნუ იზამ.
ნუ მიატოვებ მშობლებს სიბერეში და ღმერთი არ მიგატოვებს.
ვინც მშობლებს პატივს სცემს, არასოდეს დაიღუპება.
ვინც კეთილ ხალხს არ უსმენს, ის ღმერთს ეკამათება.
კეთილი სიტყვებისაგან ენა არ გახმება.
სხვებს ნაკლები ელაპარაკე, ღმერთს კი - მეტი.
ქვეყნად ბევრი გონიერია, კეთილი კი - ცოტა.
link
image

თემა: სარწმუნოება,  სექტანტობა,  რწმენა

როგორ გაიგონ ერის ადამიანებმა ჭეშმარიტი რწმენა? (რადგან მართლმადიდებლები მას სულიწმიდის მადლით შეიცნობენ)ყოველ რწმენას დედამიწაზე სახელი ადამიანის სახელის მიხედვით ეწოდება: მაჰმადიანები - მუჰამედის, პაპისტები (კათოლიკები) - პაპის, ლუთერანები - ლუთერის მიხედვით იწოდებიან. ყველა აღმსარებლობა, რომელიც ადამიანის სახელებიდან წარმოიშვა და ამ სახელების გამო მათ პატივსაცემად იწოდება, ღვთიური არ არის, მათში ღმერთი არ არის, თუ კი რომელიმე ეს რწმენა ღვთიურია, მაშ ადამიანის სახელით რად იწოდება და მას რად ეთაყვანებიან?! ერთადერთი ჭეშმარიტი სარწმუნოება - ეს არის მართლმადიდებლობა, რადგან სახელწოდება თავად ღვთისაგან ქრისტესაგან წარმოდგება - ქრისტიანი ( წმ. თეოფანე დაყუდებული)
link
image

თემა: ნაყროვანება მუცელღორობა,  გემოთმოყვარება,  სხეული

შეიძლება მოღვაწემ გემრიელად მიირთვას? რა ხდება როდესაც ასიამოვნებ ხორცს ჭამა-სმით, ანებივრებ ზედმეტი დასვენებითა და ძილით?მოღვაწემ, თუ კი ის ცოდვებს ებრძვის, გემრიელად არ უნდა მიირთვას. მან მოთმინებით უნდა გადაიტანოს სურვლებთან ბრძოლა. რაც მეტად აამებ ხორცს, ის მეტად ჭირვეული, მომთხოვნი, აზიზი და მოუთმენელი ხდება, უჭირს გაჭირვების გადატანა და ა. შ. ყოველგვარ გადაჭარბებას ჭამა-სმაში სულის მოდუნება და მოყვასის სიყვარულის დაკარგვა მოსდევს.
link
image
image
51
52
53
54
55
image
image