image
image
52
53
54
55
image
image
Loading..
image

თემა: ლოცვა,  სიმშვიდე,  სინანული

ზოგჯერ ადამიანი ლოცულობს, თითქოს, გულითადად, მაგრამ მის ლოცვას არ მოაქვს მისთვის სიმშვიდე, სიხარული. რატომ?იმიტომ, რომ მან გულწრფელად არ მოინანია იმ დღეს ჩადენილი ცოდვები, რითიც გული წაიბილწა. ამით კი უფალი განარისხა. მაგრამ თუ გაიხსენებს თავის დანაშაულს, მთელი გულწრფელობით შეინანებს და მიუკერძოებლად განიკითხავს საკუთარ თავს, მაშინვე გულში შემოვა სიმშვიდე, "რომელიც ყველა გონებაზე უზენაესია" (ფილ. IV, 7). საეკლესიო ლოცვებში არის ცოდვების ჩამონათვალი, მაგრამ იქ ყველა ცოდვა არ არის ნახსენები. ხშირად სწორედ ის ცოდვა არ არის ნახსენები, რომელიც ჩვენ ჩავიდინეთ. საჭიროა დაუყოვნებლივ თავად ჩამოვთვალოთ ისინი ლოცვაზე მათი მნიშვნელობის სრულად გაცნობიერებით, მორჩილებითა და გულშემუსვრილებით. ამიტომაც არის საღამოს ლოცვებში ცოდვების ჩამონათვალი: ჩავიდინე ესა და ეს, ესე იგი საშუალება გვეძლევა ჩვენი ნებით გავიხსენოთ ესა თუ ის ცოდვა (წმ. იოანე კრონშტადტელი).
link
image

თემა: მოწყინება,  ლოცვა,  შრომა,  დროის უქმად კარგვა

შეიძლება მართლმადიდებელმა ადამიანმა მოწყენილობისაგან ითამაშოს კარტი (აზარტის გარეშე)? შეიძლება წავიდეს მასობრივ სანახაობაზე?წმიდა იოანე ოქროპირი ბევრს საუბრობდა სანახაობების წინააღმდეგ. მის მოყვარულთ განკვეთითაც კი ემუქრებოდა. მორწმუნეს მოსაწყენად არ სცალია. მას ცხონების საქმეები აქვს - ლოცვა, ღვთის სიტყვის კითხვა, ღვთის ტაძარი, სასარგებლო შრომა; დროის უქმად გატარების გამო კი ადამიანი ღვთის წინაშე პასუხს აგებს.
link
image

თემა: ლოცვა

შეიძლება მეტანიების გაკეთება სახლში ლოცვისას წმინდა შობის დღეს, დღესასწაულებში, ბრწყინვალე შვიდეულში, თუ შესცოდე და სინდისი გამძიმებს?უნდა ეცადო, იცხოვრო ეკლესიის წესების მიხედვით, რომელიც ამ დღეებში აუქმებს მეტანიებს. მაგრამ შინ ლოცვისას მეტანიებიც დასაშვებია.
link
image

თემა: ხიბლი,  წარმოდგენები ლოცვისას,  ლოცვა

შეიძლება ლოცვაზე წარმოვისახოთ უფალი, წმიდანები? შეიძლება ჩვენში აღვძრათ ანგელოზების ნახვის სურვილი, ან იესო ქრისტეს ტანჯვის თანაგანცდა?ქრისტეს წარმოსახვას ბევრი წმიდა მამა კრძალავს, კერძოდ, წმ. სვიმეონ ახალი ღვთისმეტყველი და წმ. თეოფანე დაყუდებული. ისინი კრძალავენ წარმოსახვით ლოცვას, რადგან ის ხიბლის ლოცვაა.
link
image

თემა: გმობის ზრახვები

რა არის მიზეზი ღვთისმგმობი აზრებისა? აგრეთვე - ღვთისმშობლის, წმიდა ხატების, წმიდა საიდუმლოებების წინააღმდეგ მიმართული უკეთური აზრების?თავი დავანებოთ ახლობლის განკითხვას და აღარ შეგვეშინდება უკეთური ზრახვებისა. არავინ უნდა იფიქროს, რომ ღვთისა და სიწმიდეების მგმობ ფიქრებში დამნაშავეა, თუ იგი მათ არ ეთანხმება და პირიქით, ეწინააღმდეგება. ეს ეშმაკებს უნდა მივაწეროთ. ეცადე არანაირი ყურადღება არ მიაქციო ამას (წმ. იოანე კიბისაღმწერელი).
link
image

თემა: მოწყალება

როგორ მოვიქცე, როდესაც მოწყალების გაცემის სურვილი არა მაქვს (მთხოვნელის შესახედაობა არ განმაწყობს, ცუდი განწყობა მაქვს, ე.ი. უარის თქმისათვის არასაპატიო მიზეზი)?ცოტა გაიღეთ, რათა სიძუნწე არ გამოგივიდეთ.
link
image

თემა: ჯადო

ხშირად გავიგონებთ, რომ ვითომ რაღაც წახდა ქორწილში, ქატო მოიტანეს ქორწილში, რომ ვიღაც გათვალეს, შეიძლება მართლა ასე იყოს? არსებობს ჯადო?ერთი ადამიანის ზეგავლენა მეორეზე აუცილებლად არსებობს. ხომ ვამბობთ ხშირად, იმან გავლენა მოახდინა, ვისმეზე იმოქმედა... თუ კი კეთილი ზეგავლენა შეიძლება, შეიძლება ცუდი ზეგავლენაც. თუ ადამიანი ბოროტია, თუ ის შეეთვისა ბოროტ სულს, როგორ არ შეიძლება ცუდი ზეგავლენა მოახდინოს სხვებზე? მაგრამ უნდა შეგვეშინდე თუ არა ჯადოსი და გათვალვის? თუ ჯადო გაკეთებულია, როგორ უნდა მოვიშოროთ იგი? ცუდ ძალას ქრისტიანი წინ უნდა აღუდგეს საკუთარი სულიერი ძალით, მადლით, რომელიც მას აქვს. ქრისტიანმა თავი ყოველთვის უნდა დაიცვას პირჯვრის გადასახვით, ლოცვით, ღვთის სიტყვის კითხვით, სიწმინდეებით, ნაკურთხი წყლით, სეფისკვერით, ნაკურთხი ზეთით, ხშირი აღსარებითა და ზიარებით, და ასე შემდეგ... ასეთ შემთხვევაში მტერი იოლად ვერ მოერევა მას.
link
image

თემა: ცოდვა,  უცოდინრობა,  ლოცვა

რატომ ითვლება ადამიანი დამნაშავედ, თუ უცოდინრობის გამო ჩაიდინა ცოდვა? საჭიროა ამ ცოდვის მონანიება? ამ დროს რა დონის პასუხისმგებლობა არსებობს?იმტომ, რომ ადამიანი ვალდებული იყო სცოდნოდა. ყველაფერი იციან და ყველაფერი აინტერესებთ, ხოლო ის, თუ რატომ ცხოვრობენ, რა არის მიწაზე ადამიანის ცხოვრების მიზანი, მარადიულობა, ღმერთი, სარწმუნოება არ აინტერესებთ. ამიტომაც სახარებაში ვკითხულობთ, რომ ყმაც არცოდნის გამო დაისჯება, თუმცა იმაზე ნაკლებად, ვინც იცოდა. რა თქმა უნდა, უნებლიე ცოდვებიც უნდა მოვინანიოთ. ერთმა მღვდელმა მიამბო, რომ მან ჰკითხა ერთ ასაკოვან ქალს, იცოდა თუ არა რაიმე ლოცვა? მან უპასუხა:
- არ ვიცი.
- სიმღერები?
- ჰო, ბევრი ვიცი.
- მაშ, საერო სიმღერები რატომ იცი და ლოცვები კი არა?
link
image

თემა: ღვაწლი,  მარხვა,  ლოცვა

შეიძლება საკუთარი ნებით თავს ვიდოთ სხვადასხვა ღვაწლი: მკაცრი (უზეთო) მარხვა, სიფხიზლე, დიდი რაოდენობის ლოცვები, სხეულით სიმძიმეების ზიდვა, უხეში ტანსაცმლის ტარება?ეს შეიძლება მხოლოდ მღვდლის კურთხევით. ხომ არ აჯობებდა გეტვირთათ მორჩილების, დუმილის, (სანამ არ შეგეკითხებიან), სიყვარულის ღვაწლი და სხვ.
link
image

თემა: ღვაწლი

ბევრი ამბობს, რომ გარეგნულ ღვთისმოსაობას მნიშვნელობა არ აქვს, რომ მნიშვნელოვანი მხოლოდ შინაგანია... რა შეიძლება ვუთხრათ ასეთ ადამიანებს? განა მართლები არიან?წმიდა იოსებ ოპტინელი ამბობს, რომ ხისა და ფოთლების გარეშე ნაყოფი არ იქნება. წმიდა მამები ამბობენ. რომ ჯერ აუცილებლად უნდა გავიაროთ გარეგანი მოღვაწეობა, შემდეგ კი გადავიდეთ შინაგანზე. ხოლო, ვინც მაშინვე ეძებს შინაგანს, ის ცდუნებაში ვარდება, იმის მსაგვსად, რაც მოუხდა წმ.ისააკ დაყუდებულს - მან უცბად მოინდომა დაყუდება, თუმცა წინამძღვარი და ძმები ურჩევდნენ, ეს არ ექნა. და ეშმაკებმა შებღალეს ის.
link
image
image
52
53
54
55
image
image