საჭმელი კი არ არის ბოროტება, არამედ ნაყროვანება. ფული კი არა, არამედ ვერცხლისმოყვარეობა; დიდება კი არა, არამედ პატივმოყვარეობა. ბოროტება წარმოიშობა მათი ბოროტად გამოყენებით.
სიბრძნე ამის სოფლისაი სიცოფე არს წინაშე ღმრთისა (1 კორ. 3, 19) და ვინც საკუთარ თავს სულით გლახაკად არ მიიჩნევს, უფლის სიტყვებით რომ ვთქვათ, ზეციურ სასუფეველს ვერ დაიმკვიდრებს.
სიბრძნე არა მარტო იმაში მდგომარეობს, რომ ჭეშმარიტება ბუნებრივი წესით შევიცნოთ, არამედ იმაშიც, რომ შეურაცხმყოფელისგან ბოროტება ისე გადავიტანოთ, როგორც საკუთარი; რამეთუ პირველში მყოფი ამპარტავნებისკენ მიიდრიკებიან, ხოლო ვინც მეორეს ...
იხილეთ სრულად
სიბრძნე არა მარტო იმაში მდგომარეობს, რომ ჭეშმარიტება ბუნებრივი წესით შევიცნოთ, არამედ იმაშიც, რომ შეურაცხმყოფელისგან ბოროტება ისე გადავიტანოთ, როგორც საკუთარი; რამეთუ პირველში მყოფი ამპარტავნებისკენ მიიდრიკებიან, ხოლო ვინც მეორეს შეიძენს, სიმდაბლეს მოიპოვებს.
სიკეთენი და მოწყალებანი და ყოველგვარი გარეგნული სათნოება როდი არბილებს გულის სიზვიადეს, არამედ გონებრივი ქმედება, სინანულის ტკივილი, შემუსვრილება და სიმდაბლე, ყოველივე ეს ამდაბლებს აზრთა უწესო მდინარებას.
სულიერი სიბრძნე ამსოფლიური სიბრძნისაგან იმით განირჩევა, რომ სულიერი სიბრძნისგან სულში დუმილი დაემკვიდრება, ხოლო ამსოფლიური სიბრძნისგან მრავლისმეტყველებისა და განცხრომის წყარო გადმოდის.
უმწიკვლოდ მოარული დარწმუნებით დადის, ხოლო თავისი გზების გამამრუდებელი ნამხილები იქნება.
თვალის ჩამკვრელი მწუხარებას იწვევს, ბაგებრიყვი კი დაიღუპება.
მართლის პირი სიცოცხლის წყაროა, ბოროტეულთა პირი კი ძალადობით არის სავს...
იხილეთ სრულად
უმწიკვლოდ მოარული დარწმუნებით დადის, ხოლო თავისი გზების გამამრუდებელი ნამხილები იქნება.
თვალის ჩამკვრელი მწუხარებას იწვევს, ბაგებრიყვი კი დაიღუპება.
მართლის პირი სიცოცხლის წყაროა, ბოროტეულთა პირი კი ძალადობით არის სავსე.
სიძულვილი შუღლის აღმძვრელია, სიყვარული კი ყველა ცოდვას ფარავს.
გონიერის ბაგეებში სიბრძნე იპოვება, ჭკუათხელის ზურგზე კი ჯოხი.
ბრძენკაცები ცოდნას იუნჯებენ, ბრიყვის პირი კი ახლოა დაღუპვასთან.
თ. 8-10
ფუჭი და ცრუ იმედები აქვს უგუნურ კაცს და სულელებს ფრთებს ასხამენ სიზმრები.
რაღა ჩრდილის შემპყრობელი და ქარის მდევნელი და რაღა სიზმრების მოიმედე.
სიზმრების ხილვა ერთიმეორის საწინააღმდეგოა - მსგავსება სახისა სახის პირისპი...
იხილეთ სრულად
ფუჭი და ცრუ იმედები აქვს უგუნურ კაცს და სულელებს ფრთებს ასხამენ სიზმრები.
რაღა ჩრდილის შემპყრობელი და ქარის მდევნელი და რაღა სიზმრების მოიმედე.
სიზმრების ხილვა ერთიმეორის საწინააღმდეგოა - მსგავსება სახისა სახის პირისპირ.
უწმიდურისგან რა განიწმიდება და სიცრუისგან რა გამართლდება?
თ. 33-34
ქრისტეს გარეშე ამ სამყაროში სრული უკუნეთი და სიგიჟეა გამეფებული. ვისაც სურს ეზიაროს ჭეშმარიტებას, ანუ ზეციურ სიბრძნეს, რომელიც ჩვენს მიწიერ ცხოვრებასა და ცისქვეშეთში ყოველგვარ არსებას ანათებს, მან ყოველგვარი კაცობრივი სიბრძნე უგუნ...
იხილეთ სრულად
ქრისტეს გარეშე ამ სამყაროში სრული უკუნეთი და სიგიჟეა გამეფებული. ვისაც სურს ეზიაროს ჭეშმარიტებას, ანუ ზეციურ სიბრძნეს, რომელიც ჩვენს მიწიერ ცხოვრებასა და ცისქვეშეთში ყოველგვარ არსებას ანათებს, მან ყოველგვარი კაცობრივი სიბრძნე უგუნურებად უნდა მიიჩნიოს, რადგანაც ამგვარი სიბრძნე სამარემდე მიიყვანს მას. ჭეშმარიტად, უგუნურებაა ყოველგვარი სიბრძნე, რომელიც შორსაა ცხოველმყოფელი, ერთარსი ღვთისგან. საკუთარ თავს ბევრს შემატებს ის ქრისტიანი, რომელიც საკუთარ ...