35. სხეულის მანკიერება არის საქმით აღსრულებული ცოდვა
34. სული მანკიერია იმის გამო, რომ იგი თავისი ბუნებისამებრ არ მოქმედებს და ამიტომ მასში ვნებიანი გულისთქმანი წარმოიქმნება. ბუნებისამებრ კი სული მაშინ მოქმედებს, როცა მის ვნებიან ძალებზე, ე.ი. გულისწყრომასა და გულისთქმაზე, საგნების ...
იხილეთ სრულად
34. სული მანკიერია იმის გამო, რომ იგი თავისი ბუნებისამებრ არ მოქმედებს და ამიტომ მასში ვნებიანი გულისთქმანი წარმოიქმნება. ბუნებისამებრ კი სული მაშინ მოქმედებს, როცა მის ვნებიან ძალებზე, ე.ი. გულისწყრომასა და გულისთქმაზე, საგნების ზემოქმედებისა და ამით გამოწვეული ფიქრის შედეგად იგი უბიწო რჩება.
link
33. გონების მანკიერების საფუძველია, პირველ რიგში, არასწორი ცოდნა, მეორე - საყოველთაოდ აუცილებლის უცოდინრობა, (ამას ვამბობ ადამიანის გონებასთან დაკავშირებით, რამეთუ ანგელოზთათვის არაა ნიშანდობლივი რაიმეს ნაწილობრივი ცოდნა); მესამე ...
იხილეთ სრულად
33. გონების მანკიერების საფუძველია, პირველ რიგში, არასწორი ცოდნა, მეორე - საყოველთაოდ აუცილებლის უცოდინრობა, (ამას ვამბობ ადამიანის გონებასთან დაკავშირებით, რამეთუ ანგელოზთათვის არაა ნიშანდობლივი რაიმეს ნაწილობრივი ცოდნა); მესამე - ვნებიანი გულისთქმანი, მეოთხე - ცოდვის მოსურვება.
link
32. წმიდა ძალნი ერთმანეთისადმი განათლების გადაცემით ადამიანის ბუნებასაც გადასცემენ მათში არსებულ სიკეთესა და ცოდნას. სიკეთეში უგულისხმება ღმერთს მიმსგავსებული სიკეთე, რომლითაც თავის თავსაც სიკეთეს უყოფენ, ერთმანეთსაც და მათზე მდაბ...
იხილეთ სრულად
32. წმიდა ძალნი ერთმანეთისადმი განათლების გადაცემით ადამიანის ბუნებასაც გადასცემენ მათში არსებულ სიკეთესა და ცოდნას. სიკეთეში უგულისხმება ღმერთს მიმსგავსებული სიკეთე, რომლითაც თავის თავსაც სიკეთეს უყოფენ, ერთმანეთსაც და მათზე მდაბალ არსებებსაც, რითაც მათ ღვთივსათნოს ხდიან; ცოდნას კი იმისას გადასცემენ, რომ ღმერთი უზენაესია, რამეთუ "შენ, - ამბობს წინასწარმეტყველი, - უფალო უკუნისამდე ჰგიე" (ფს.91, 9). ისინი ან ხორციელ არსებათა შესახებ ასწავლიან რაღა...
link
31. სულიერ ძალთა შორის ზოგი მასაზრდოებელი და მზრდელია, ზოგი - წარმომსახველი და განმზრახველი. ბოლოს, ზოგი - გონიერი და მოაზროვნე. პირველ მათგანს მცენარეები მიეკუთვნება, მეორეს პირველთან ერთად, ცხოველები, ხოლო მესამეს, პირველ ორთან ...
იხილეთ სრულად
31. სულიერ ძალთა შორის ზოგი მასაზრდოებელი და მზრდელია, ზოგი - წარმომსახველი და განმზრახველი. ბოლოს, ზოგი - გონიერი და მოაზროვნე. პირველ მათგანს მცენარეები მიეკუთვნება, მეორეს პირველთან ერთად, ცხოველები, ხოლო მესამეს, პირველ ორთან ერთად, - ადამიანი, პირველი ორი ძალა ხრწნადია, ხოლო მესამე -უხრწნელი და უკვდავი.
link
30. ყველა სხეული მოქმედების უნარის არმქონეა; ისინი სულის მეშვეობით მოქმედებენ. ზოგი გონიერი სულით მოქმედებს, ზოგი - უგუნურით, ზოგი კი - უგრძნობით.
29. ყველა ქმნილება ან გონიერი და ჭკვიანია და თავის თავში გააჩნია საპირისპირო, ე.ი. სიკეთე და ბოროტება, ცოდნა და უმეცრება, ან სხვადასხვა სხეულის მქონეა, ისეთი საპირისპირო შედგენილობით, როგორიცაა: მიწა, ჰაერი, ცეცხლი და წყალი. პირვე...
იხილეთ სრულად
29. ყველა ქმნილება ან გონიერი და ჭკვიანია და თავის თავში გააჩნია საპირისპირო, ე.ი. სიკეთე და ბოროტება, ცოდნა და უმეცრება, ან სხვადასხვა სხეულის მქონეა, ისეთი საპირისპირო შედგენილობით, როგორიცაა: მიწა, ჰაერი, ცეცხლი და წყალი. პირველი სრულიად უსხეულო და არანივთიერია, თუმცა კი ზოგი მათგანი სხეულს უკავშირდება, მეორე კი მხოლოდ ნივთიერებებისა და გარეგნული სახისაგან შედგება.
link
28. ელინები ვარაუდობდნენ რა, რომ ქმნილებათა ბუნება დასაბამიდან ღმერთთან იყო და რომ მათ ღვთისაგან მხოლოდ თავიანთი თვისებები მიიღეს, ამბობდნენ, რომ ქმნილებათა ბუნებას არაფერი გააჩნია საპირისპირო, არამედ საპირისპირო მხოლოდ მათ თვისებ...
იხილეთ სრულად
28. ელინები ვარაუდობდნენ რა, რომ ქმნილებათა ბუნება დასაბამიდან ღმერთთან იყო და რომ მათ ღვთისაგან მხოლოდ თავიანთი თვისებები მიიღეს, ამბობდნენ, რომ ქმნილებათა ბუნებას არაფერი გააჩნია საპირისპირო, არამედ საპირისპირო მხოლოდ მათ თვისებებშია. მაგრამ ჩვენ ვამტკიცებთ, რომ ერთ მთლიან ღვთიურ ბუნებას, როგორც მარადიულს, უკიდეგანოსა და ყველა სხვა არსებისათვის მარადისობის მიმინჭებელს, არაფერი გააჩნია საპირისპირო. ქმნილებათა ბუნებას კი არყოფნა უპირისპირდება და ...
link
27. ღმერთს, როგორც თავისთავად არსებულს, თავისთავად კეთილსა და ბრძენს, ანდა უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, როგორც ყველაზე უზენაეს არსებას, არაფერი გააჩნია საპირისპირო. მაგრამ ქმნილებებს, როგორც მხოლოდ თანაზიარობითა და მადლის წყალობით არსე...
იხილეთ სრულად
27. ღმერთს, როგორც თავისთავად არსებულს, თავისთავად კეთილსა და ბრძენს, ანდა უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, როგორც ყველაზე უზენაეს არსებას, არაფერი გააჩნია საპირისპირო. მაგრამ ქმნილებებს, როგორც მხოლოდ თანაზიარობითა და მადლის წყალობით არსებულთ, თვით ყველაზე გონიერთ და სიკეთისა და სიბრძნის მადლის მქონეთაც კი, გააჩნია საპირისპირო, კერძოდ, ყოფნა და არყოფნა, სიკეთისა და სიბრძნის ნიჭი და ბოროტება და უმეცრება. მათი მარადიულობა და არყოფნა შემოქმედს ხელეწიფება, ხ...
link
26. ყველა გონიერი და ჭკვიანი არსება ორად იყოფა, ე.ი. ანგელოზურ და ადამიანურ არსებად. მთელი ანგელოზური სამყარო კვლავ ორ მთავარ ზნეობრივ დაჯგუფებად და ნაწილად იყოფა: წმინდად და არაწმინდად, ე.ი. წმიდა ძალებად და არაწმიდა ანგელოზებად;...
იხილეთ სრულად
26. ყველა გონიერი და ჭკვიანი არსება ორად იყოფა, ე.ი. ანგელოზურ და ადამიანურ არსებად. მთელი ანგელოზური სამყარო კვლავ ორ მთავარ ზნეობრივ დაჯგუფებად და ნაწილად იყოფა: წმინდად და არაწმინდად, ე.ი. წმიდა ძალებად და არაწმიდა ანგელოზებად; მთელი კაცთა მოდგმა კი მხოლოდ ორ ნაწილად, ე.ი. ღვთისმოსავებად და უკეთურებად იყოფა.
link