ციტატები, გამონათქვამები, ფრაზები
ციტატები, გამონათქვამები, ფრაზები ციტატები, გამონათქვამები, ფრაზები
85. ზოგიერთები ამბობენ, რომ დემონები, რომლებიც ძილის დროს ჩვენი სხეულის სასირცხო ნაწილებს ეხებიან, სიძვის ვნებას აღძრავენ; შემდეგ აღძრულ ვნებას მეხსიერების მეშვეობით გონებაში დედაკაცის წარმოსახვა შემოაქვს. სხვები ამბობენ, რომ თავა... იხილეთ სრულად
84. გულისთქმათა შორის ზოგი მარტივია, ზოგი კი - რთული. მარტივია უბიწოება, ხოლო რთულია ვნებანი, ისევე როგორც ვნებებით გამოწვეული ფიქრებია რთული. ამასთანავე იმის დანახვაც შეიძლება, რომ მრავალ მარტივს რთული მოსდევს მაშინ, როცა გულისთქ... იხილეთ სრულად
83. ჩვენში არსებული გონიერი ნაწილიდან გამომდინარე, გვმართებს, დავემორჩილოთ ღვთის სიტყვას და ვიბატონოთ ჩვენში არსებულ უგუნურ ნაწილზე, ყოველთვის ეს წესი აღვასრულოთ და ქმნილებებში არც ბოროტება იქნება და არც ის, რაც ბოროტებისაკენ გვიბ... იხილეთ სრულად
82. ზოგიერთები ამბობენ, რომ ქმნილებებში ბოროტება არ იქნებოდა, რომ არა გარკვეული გარეგანი ძალა, რომელიც ბოროტებისაკენ გვიბიძგებს. მაგრამ ეს ძალა სხვა არაფერია, თუ არა ჩვენივე დაუდევრობა იმაში, რომ გონება ბუნებრივად მოქმედებდეს. ამი... იხილეთ სრულად
81. სული შემდეგი ხუთი განზრახვით განუდგება ცოდვას: ან ადამიანური შიშის გამო, ან სასჯელის შიშიდან გამომდინარე, ან მომავალი სამსჯავროს გამო, ან ღვთის სიყვარულიდან გამომდინარე და ბოლოს სინდისის ქენჯნის გამო.
80. თუ გსურს, იპოვო გზა, რომელიც მარადისობაში შეგიყვანს, ეძიე იმ გზაზე, რომელიც გეუბნება; "მე ვარ გზა და კარი, ჭეშმარიტება და ცხოვრება" (იოან.14,6; 10,9).
79. მიწიერი ხატის (ადამის) მთავარი ნაკლია: უგნურება, სულმოკლეობა, თავშეუკავებლობა, უსამართლობა. ზეციური ხატის მთავარი სათნოებაა; კეთილგონიერება, სიმტკიცე, უბიწოება, სამართლიანობა. "ვითარცა იგი შევიმოსეთ ზატი იგი მიწიერისა, შევიმოს... იხილეთ სრულად
78. ნუ გამოიყენებ ბოროტად აზრებს, რათა აუცილებლობის შემთხვევაში საგნებიც ბოროტად არ გამოიყენო, რამეთუ ჯერ თუ გონებით არ შესცოდე, საქმით არასდროს შესცოდავ.
77. ცოდნა თავისი ბუნებით, ჯანმრთელობის მსგავსად, სიკეთეა. მაგრამ ბევრს ამის საპირისპირომ მოუტანა სარგებლობა, რადგან ბოროტთათვის ცოდნას სიკეთე არ მოაქვს, თუმცა, როგორც ითქვა, ის თავისი ბუნებით სიკეთეა. მსგავსად ამისა, მათთვის არასა... იხილეთ სრულად
76 აღნიშნულ შემთხვევათაგან ზოგი იმის გამო ხდება, რაც სულშია, ზოგი - იმის გამო, რაც სხეულშია, ზოგიც - იმის გამო, რაც სხეულის მახლობლადაა. სულში ცოდნა და უმეცრება, ხსოვნა და გულმავიწყობა, სიყვარული და სიძულვილი, შიში და სიმამაცე, სი... იხილეთ სრულად