ციტატები, ამონარიდები ჩანაწერებიდან, წიგნებიდან
ციტატები, ამონარიდები ჩანაწერებიდან, წიგნებიდან ციტატები, ამონარიდები ჩანაწერებიდან
ერის ღირსებას და მის სიმტკიცეს ღირსეული ადამიანები განაპირობებენ; ბედნიერია ის ქვეყანა, სადაც ასეთი პიროვნებების სიმრავლეა.
ერს, ისევე როგორც პიროვნებას, აქვს ღირსების გრძნობა. ხშირია შემთხვევა, როცა ადამიანის მიწიერი კეთილდღეობა ღირსებაზე უარის თქმის შედეგია, მაგრამ ასეთი ქმედება მთელი ცხოვრების განმავლობაში მძიმე ტვირთად აწვება პიროვნებასაც და ერსაც ... იხილეთ სრულად
ზოგჯერ, როცა ადამიანს მწუხარება ეწვევა, იგი იმდენად იბნევა, რომ ხსნას ვეღარ ხედავს. მის წარმოდგენაში ისე მძიმდება გარემო, რომ გამოსავალს თვითმკვლელობაშიღა ხედავს. ურწმუნოების გამო ჰგონია, თითქოს ამით განსაცდელისაგან იხსნის თავს, ს... იხილეთ სრულად
როგორც თქვა ერთმა ღვთისმეტყველმა, ცხოვრება სამოთხე არ არის, არამედ სამოთხიდან განდევნილთა ყოფა, - ამიტომაც ყოველთვის მზად უნდა ვიყოთ სხვადასხვა მწუხარებისა და განსაცდელისათვის
მშობლები, რომლებიც ფიზიკური შრომისათვის ვერ იმეტებენ პატარებს, სინამდვილეში დიდ ბოროტებას სჩადიან, რადგან შვილებს, როგორც ოჯახისთვის, ისე, საერთოდ, ცხოვრებისათვის მოუმზადებელს ზრდიან.
ადამიანში, რომელიც არ შრომობს, ხდება ენერგიის ლპობა და გახრწნა, რაც შემდეგ იწვევს საერთო გულგრილობას, ნიჰილიზმს, სასოწარკვეთილებას, ეს კი საბოლოო ჯამში ფიზიკურ ან სულიერ დაავადებებში გამოვლინდება.