ჯვარი ქრისტესი არის თვით შუაგული ადგილი, რომელსა ზედა შეიკრიბებიან და შეერთდებიან ყოველნი სწავლანი და ჭეშმარიტებანი ჩვენისა წმინდისა სარწმუნოებისანი. ჩვენი დაცემა და აღდგინება, ცოდვა და მადლი, მართლმსაჯულება და მოწყალება – ეს ყოვე...
იხილეთ სრულად
ჯვარი ქრისტესი არის თვით შუაგული ადგილი, რომელსა ზედა შეიკრიბებიან და შეერთდებიან ყოველნი სწავლანი და ჭეშმარიტებანი ჩვენისა წმინდისა სარწმუნოებისანი. ჩვენი დაცემა და აღდგინება, ცოდვა და მადლი, მართლმსაჯულება და მოწყალება – ეს ყოველი წაიკითხება ჯვარსა ზედა. „ჯვარი არის სასწავლებელი, – იტყვის ნეტარი ავგუსტინე, – სადაცა მასწავლებელი უსიტყვოდ გვასწავლის ჩვენ ძელითგან, რომელსა ზედა დამოკიდებულია“. გარნა ამასთანავე იგივე ჯვარი არის ჩვენი სამსჯავრო.
მაცხოვარმა ჯვარზე ყოველივე აღასრულა: აასრულა ის საქმე, რომლისათვისაც მოვლინებული იყო ზეციდგან, მიაღწია იმ მიზანს, იმ ადგილს, რომლისკენ მიისწრაფებოდა თვისითა ვნებითა და მწუხარებითა; მან მოსპო, განაქარვა მწუხარება ყოველთა კაცთა, მის...
იხილეთ სრულად
მაცხოვარმა ჯვარზე ყოველივე აღასრულა: აასრულა ის საქმე, რომლისათვისაც მოვლინებული იყო ზეციდგან, მიაღწია იმ მიზანს, იმ ადგილს, რომლისკენ მიისწრაფებოდა თვისითა ვნებითა და მწუხარებითა; მან მოსპო, განაქარვა მწუხარება ყოველთა კაცთა, მისთვის რომ ვისაც კი ახსოვს მისი საქმე, ვინც დადგება მისი ჯვარის ქვეშა, მიილტვის მისკენ და ზეცისაკენ, მზგავსად მისსა, გზითა ვნებისა და შრომისათა, იგი თვითონაც საკუთარს თვისსა მწუხარებასა არარად შერაცხს. მან ჯვარითა თვისითა ...
გრძნობა, ანუ კაცის გულის მოძრაობა მართავს მისსა ცხოვრებასა და საქმეთა. ჭკუასა და მეცნიერებასა ისე არა ემორჩილება კაცი, როგორადაც გულის წადილს და გრძნობასა. მაშასადამე, მოამზადე, დააწყვე გულისა შენისა ჭურჭელი.
საიდუმლოსა სერობასა ზედა დააფუძნა მაცხოვარმა უმთავრესი და უმაღლესი საიდუმლო ჩვენისა სარწმუნოებისა (ზიარება), მეტყველმან: „სჭამეთ, ესე არს ხორცი ჩემი; სვით ამისაგან ყოველთა, ესე არს სისხლი ჩემი“. ის საიდუმლო, რომელიც თუ სასოებით და...
იხილეთ სრულად
საიდუმლოსა სერობასა ზედა დააფუძნა მაცხოვარმა უმთავრესი და უმაღლესი საიდუმლო ჩვენისა სარწმუნოებისა (ზიარება), მეტყველმან: „სჭამეთ, ესე არს ხორცი ჩემი; სვით ამისაგან ყოველთა, ესე არს სისხლი ჩემი“. ის საიდუმლო, რომელიც თუ სასოებით და ღირსებით იქმნა მიღებული, გამოსცვლის ბუნებასა კაცისასა, და ისე, როგორადაც ველური ტყის ხეხილი, მომცემელი მწარისა ნაყოფისა, როდესაც დაამყნევებ მას შინაურსა ზედა ტკბილსა ნაყოფსა.
ტირილი და მწუხარება არის ყველაზე უმჯობესი, ღვთის სათნო და სასარგებლო სულისა შენისათვის. ეს არის მწუხარება ცოდვისათვის, ცრემლი სინანულისა, ცრემლი ღვთის წინაშე ლოცვაში. თუ ღმერთმა და მისმა წმინდა სულის მადლმან მოგცა და გააჩინა შენს ...
იხილეთ სრულად
ტირილი და მწუხარება არის ყველაზე უმჯობესი, ღვთის სათნო და სასარგებლო სულისა შენისათვის. ეს არის მწუხარება ცოდვისათვის, ცრემლი სინანულისა, ცრემლი ღვთის წინაშე ლოცვაში. თუ ღმერთმა და მისმა წმინდა სულის მადლმან მოგცა და გააჩინა შენს შორის სული შემუსვრილი, გული შემუსვრილი და დამდაბლებული, ვითარცა ოდესმე შორის დავით მეფისა, ისე, რომ შენ მიეჩვიე ხანდისხან მაინც, საიდუმლოდ წინაშე ღვთისა ცრემლით და ღრმა მწუხარებით ლოცვასა, მახლობელ ხარ ცხონებისადმი.
შურიანი კაცი იტანჯება და განიხერხება გულითა, როდესაც ხედავს სხვის ბედნიერებას და წარმატებას, და თუ ამასთანავე ნამეტანი პატივის მოყვარეც არის და თავხედი, კვდება ჯავრით, თუ ვინმე წინ დაუდგა, ანუ ადრე ჯილდო არ მისცეს და სხვა კი დააჯი...
იხილეთ სრულად
შურიანი კაცი იტანჯება და განიხერხება გულითა, როდესაც ხედავს სხვის ბედნიერებას და წარმატებას, და თუ ამასთანავე ნამეტანი პატივის მოყვარეც არის და თავხედი, კვდება ჯავრით, თუ ვინმე წინ დაუდგა, ანუ ადრე ჯილდო არ მისცეს და სხვა კი დააჯილდოვეს. მას მარტო თავისი თავი ახსოვს და თავისთვის უნდა ყოველივე სიკეთე. ცხადია, რომ, ამისთანა მწუხარება და სულმოკლეობა გამოაჩენს შურს, ხარბს, ამპარტავანს ხასიათს კაცისას.
link
დიდ–კაცობა და მთავრობა არა მოსვენება არის და განცხრომა, არამედ ტვირთი, შრომა და მოღვაწება. არა ქვეყანა უნდა ემსახურებოდეს მთავარსა და დიდ–კაცსა, არამედ უკანასკნელი უნდა ზრუნვიდეს და ემსახურებოდეს ქვეყანასა.
ყოველი სული ქრისტიანე უნდა ცდილობდეს, რომ ემსახუროს მოყვასთა თვისთა რაოდენ ძალუძს და ამაში ხედვიდეს თვისსა პატივსა და პირველობასა. არც ერთი კაცი არ არის ქვეყანაზედ რომელსა არ ჰყავდეს მახლობელნი ნათესავნი, შინაურნი პირნი, რომელნი მ...
იხილეთ სრულად
ყოველი სული ქრისტიანე უნდა ცდილობდეს, რომ ემსახუროს მოყვასთა თვისთა რაოდენ ძალუძს და ამაში ხედვიდეს თვისსა პატივსა და პირველობასა. არც ერთი კაცი არ არის ქვეყანაზედ რომელსა არ ჰყავდეს მახლობელნი ნათესავნი, შინაურნი პირნი, რომელნი მისგან მოელიან შემწეობასა. თუ სხვებს ვერ ემსახურები, იმათ მაინც შეეწიე, იმათ ბედნიერებას მაინც ეცადე; ბოლოს, თუ ისრეთი უსაშველო და უღონო კაცი ხარ, რომ ვერცა ერთსა მოყვასსა შენსა ვერ ემსახურები, და ვერ შეეწევი, მარტო თავი ...
„რომელსა უნდეს დიდ–ყოფა თქვენ შორის, იყოს ყოველთა მსახურ; და რომელსა უნდეს პირველ ყოფა თქვენ შორის, იყოს ყოველთა მონა“. სასუფეველსა შინა ღვთისასა, ყოველთა უდიდესი და უპირველესი ის იქმნება, რომელიც ყოველთა უმეტესად სამსახურსა და სა...
იხილეთ სრულად
„რომელსა უნდეს დიდ–ყოფა თქვენ შორის, იყოს ყოველთა მსახურ; და რომელსა უნდეს პირველ ყოფა თქვენ შორის, იყოს ყოველთა მონა“. სასუფეველსა შინა ღვთისასა, ყოველთა უდიდესი და უპირველესი ის იქმნება, რომელიც ყოველთა უმეტესად სამსახურსა და სარგებლობასა მისცემს მოყვასთა თვისთა, და არა ის, რომელსა ყოველნი კაცნი ემონებიან და ემსახურებიან. აჰა გზა, რომელი გვაჩვენა ჩვენ მაცხოვარმან დასაკმაყოფილებლად ბუნებითგანვე თანშობილისა პატივისა და მთავრობის მოყვარებისა, რომე...