ქრისტეს აღდგომა დადასტურებაა იმისა, რომ მსხვერპლი მიღებული და შეწირულია, რომ გამარჯვება სიკვდილზე მოპოვებულია და ღმერთსა და კაცს შორის ზღუდე შემუსრულია, - კავშირი აღმდგარია!
თუ რაოდენ დიდი და განუსაზღვრელი მნიშვნელობა აქვს ქრისტეს აღდგომას ჩვენი ხსნისათვის, ჩანს მოციქული პავლეს ამ სიტყვებიდან: "უკეთუ ქრისტე არა აღდგომილ არს... ცუდად არს სარწმუნოებაჲ ეგე თქუენი" (I კორინ. 15,14).
ქრისტიანული სიყვარული სათავეს იღებს იქ, სადაც მთავრდება ეგოიზმი და იწყება თავდადებული მსახურება მოყვასისათვის, ოღონდ ისიც უნდა ვიცოდეთ, ვის როგორ დავეხმაროთ. ხომ უაზრობაა, ფული მისცე მდიდარს, რომელსაც ესაჭიროება მორალური შეწევნ...
იხილეთ სრულად
ქრისტიანული სიყვარული სათავეს იღებს იქ, სადაც მთავრდება ეგოიზმი და იწყება თავდადებული მსახურება მოყვასისათვის, ოღონდ ისიც უნდა ვიცოდეთ, ვის როგორ დავეხმაროთ.ხომ უაზრობაა, ფული მისცე მდიდარს, რომელსაც ესაჭიროება მორალური შეწევნა, უფრო დიდი შეცდომა კი ისაა, რომ ავადმყოფ, მშიერ და უსახლკარო კაცს მხოლოდ ზნეობრივი დახმარება შევთავაზოთ.
სიყვარულისა და მოწყალების შესანიშნავ მაგალითებს ვხვდებით წმიდა მამათა ცხოვრებაშიც. აი ერთი მათგანი: იყო ვინმე სერაპიონი, წარმოშობით ეგვიპტელი. გამოირჩეოდა იგი ქვეყნიურ კეთილდღეობათა მიმართ გულგრილობით, ამიტომაც შეარქვეს მშვიდი,...
იხილეთ სრულად
სიყვარულისა და მოწყალების შესანიშნავ მაგალითებს ვხვდებით წმიდა მამათა ცხოვრებაშიც. აი ერთი მათგანი:იყო ვინმე სერაპიონი, წარმოშობით ეგვიპტელი. გამოირჩეოდა იგი ქვეყნიურ კეთილდღეობათა მიმართ გულგრილობით, ამიტომაც შეარქვეს მშვიდი, აუღელვებელი. წერა-კითხვა რომ ისწავლა, მთელი წმიდა წერილი დაიზეპირა და თავის მთავარ საქმედ სახარების ქადაგება აირჩია.ერთ ქალაქში ოც მონეტად მონად დაუდგა წარმართ მსახიობებს. მათთან ერთად ცხოვრობდა, მათთვის შრომობდა და თან გამ...
ჭეშმარიტი სიყვარული მოიცავს ქრისტიანის ცხოვრების ყველა მხარეს, განსაზღვრავს და საფუძვლად ედება ურთიერთობას პიროვნებასა და შემოქმედს შორის, ადამიანთა შორის.