აბბა ისაია განდეგილი - ციტატები, გამონათქვამები აბბა ისაია განდეგილი | გამონათქვამები
23. საღვთო წერილი, ძველიც და ახალიც, ყველა ადგილას გულის დაცვაზე საუბრობს. პირველად ტკბილმგალობელი დავითი ღაღადებს: "ადამიანის ძენო, სანამდე იქნებით გულმძიმენი?" (ფს. 4.3), და კიდევ: "მათი გული ამაოა" (ფს. 5.10), ამაოებით თქმულთა ...
იხილეთ სრულად
23. საღვთო წერილი, ძველიც და ახალიც, ყველა ადგილას გულის დაცვაზე საუბრობს. პირველად ტკბილმგალობელი დავითი ღაღადებს: "ადამიანის ძენო, სანამდე იქნებით გულმძიმენი?" (ფს. 4.3), და კიდევ: "მათი გული ამაოა" (ფს. 5.10), ამაოებით თქმულთა შესახებ კი ასე ამბობს: "რამეთუ თქვა თავის გულში, არ შევირყევი" (ფს. 9.27), და კვლავ: "რამეთუ თქვა თავის გულში, დავიწყებული აქვს ღმერთს" (ფს. 9.32), და ბევრი სხვა ამგვარი. მართლაც, მართებს მონაზონს, რომ შეიცნოს წერილის აზ...
link
22. ყურადღება მიაქციე შენს თავს, რომ დამღუპველმა რამ საქმემ არ განგაყენოს შენ ღვთის სიყვარულისგან, იპყარ შენ გული, ნუ მოტყდები და ნუ იტყვი: როგორ დავიცვა იგი, როდესაც ადამიანი ვარ ცოდვილი? რადგან რაჟამს ადამიანი ტოვებს თავის ცოდვე...
იხილეთ სრულად
22. ყურადღება მიაქციე შენს თავს, რომ დამღუპველმა რამ საქმემ არ განგაყენოს შენ ღვთის სიყვარულისგან, იპყარ შენ გული, ნუ მოტყდები და ნუ იტყვი: როგორ დავიცვა იგი, როდესაც ადამიანი ვარ ცოდვილი? რადგან რაჟამს ადამიანი ტოვებს თავის ცოდვებს და ღვთისკენ მიიქცევა, სინანული ხელახლა შობს და მთლიანად ახალს ხდის მას.
link
21. მიაყურადე შენ გულს, ძმაო, და იფხიზლე შენი მტრების წინააღმდეგ, რადგან ისინი ყოვლადმზაკვარნი არიან თავიანთ ბოროტებაში. გულით ერწმუნე შემდეგ სიტყვას: შეუძლებელია, რომ ბოროტის მოქმედმა ადამიანმა კარგი საქმეები აღასრულოს. ამიტომ გვ...
იხილეთ სრულად
21. მიაყურადე შენ გულს, ძმაო, და იფხიზლე შენი მტრების წინააღმდეგ, რადგან ისინი ყოვლადმზაკვარნი არიან თავიანთ ბოროტებაში. გულით ერწმუნე შემდეგ სიტყვას: შეუძლებელია, რომ ბოროტის მოქმედმა ადამიანმა კარგი საქმეები აღასრულოს. ამიტომ გვასწავლა მღვიძარება ჩვენმა მაცხოვარმა, როდესაც გვითხრა: "ვიწროა ის კარი და საძნელოა ის გზა, რასაც სიცოცხლისკენ მივყავართ, და მცირედნი ჰპოვებენ მას" (მათე 3.14).
link
20. გამოიკვლიე შენი თავი, ძმაო, ყოველდღიურად, ამასთან, შეიმეცნე შენი გული, თუ რა ვნებაა მასში ღვთის წინაშე და განაგდე ეს ვნება შენი გულისგან, რომ არ გეწიოს შენ მძიმე ჯვარი.
19. თუკი გონება გაძლიერდა და ამზადებს თავის თავს, რომ კვალში მიჰყვეს სიყვარულს, რითაც იშრიტება სხეულის ყველა ვნება, ამასთან თუ იგი ამ სიყვარულის ძალით არ უთმობს ბუნებისგარეგანს რასმე, რომ იმძლავროს გულზე, ამგვარი გონება იმ ზომამდე...
იხილეთ სრულად
19. თუკი გონება გაძლიერდა და ამზადებს თავის თავს, რომ კვალში მიჰყვეს სიყვარულს, რითაც იშრიტება სხეულის ყველა ვნება, ამასთან თუ იგი ამ სიყვარულის ძალით არ უთმობს ბუნებისგარეგანს რასმე, რომ იმძლავროს გულზე, ამგვარი გონება იმ ზომამდე წინ აღუდგება ბუნებისგარეგანს, სანამ ბუნებითისგან არ გამიჯნავს მას (იგულისხმება, რომ ცოდვის გზით ადამიანის ბუნებაში შემოღწეული ბუნებისთვის უცხო ანუ ბუნებისგარეგანი თვისებები იმ ზომამდე შეერწყმის ბუნებისეულს, რომ ადამიანთ...
link
18. ვინც ჭეშმარიტი კეთილმსახურებით უძღვნა თავისი გული ღვთის ძიებას, არ ძალუძს მყისვე შეიცნოს, რომ ესათნოვა იგი ღმერთს, რადგან სანამ ჯერ კიდევ ამხილებს მას სინდისი რაღაც ბუნებისგარეგანში (ე.ი. რაღაც ბუნებისთვის უცხო ქმედებაში, რაც ...
იხილეთ სრულად
18. ვინც ჭეშმარიტი კეთილმსახურებით უძღვნა თავისი გული ღვთის ძიებას, არ ძალუძს მყისვე შეიცნოს, რომ ესათნოვა იგი ღმერთს, რადგან სანამ ჯერ კიდევ ამხილებს მას სინდისი რაღაც ბუნებისგარეგანში (ე.ი. რაღაც ბუნებისთვის უცხო ქმედებაში, რაც იგივე ცოდვაა), მანამდე გაუცხოებულია იგი თავისუფლებისგან, ვინაიდან სანამ არსებობს მამხილებელი, არსებობს ბრალმდებელიც და სანამ არსებობს ბრალდება, არ არსებობს თავისუფლება. ამიტომ, თუკი ნახავ, რომ შენი ლოცვისას შენს მიმართ უ...
link
17. ამრიგად, როდესაც ვინმე განაშორებს თავის თავს მარცხენა მხარისგან, ზედმიწევნით შეიცნობს კიდეც თავის ყველა შეცოდებას, რაც ღვთისადმი ჩაუდენია, რადგან ვერ დაინახავს იგი ცოდვებს, თუ სიმწრის განშორებით არ გაშორდება მათ, ხოლო რომლებმა...
იხილეთ სრულად
17. ამრიგად, როდესაც ვინმე განაშორებს თავის თავს მარცხენა მხარისგან, ზედმიწევნით შეიცნობს კიდეც თავის ყველა შეცოდებას, რაც ღვთისადმი ჩაუდენია, რადგან ვერ დაინახავს იგი ცოდვებს, თუ სიმწრის განშორებით არ გაშორდება მათ, ხოლო რომლებმაც მიაღწიეს ამ საზომს, ჰპოვეს მათ ტირილი, ვედრება, შერცხვენილობა ღვთის წინაშე, ახსოვდათ რა თავიანთი უკეთური სიყვარული ვნებებისა. ამიტომ, ვიღვაწოთ, ძმანო, როგორც ძალგვიძს, და თანაშეგვეწევა ჩვენ ღმერთი თავისი წყალობის სიმრა...
link
16. ვინც ვერ ჰპოვა შემწეობა ბრძოლის ჟამს, არც ის ძალუძს, რომ ირწმუნოს მშვიდობის დადგომა.
15. გევედრები შენ, ვიდრე ჯერ კიდევ სხეულში ხარ, ნუ მოასუსტებ შენს გულს, რადგან ისევე როგორც მიწის მუშას არ ძალუძს დაენდოს მის ყანაში შემოსულ რომელიმე ნაყოფს, რადგან არ იცის, რა შეემთხვევა მას, სანამ სათავსოში დააბინავებს, ამგვარად...
იხილეთ სრულად
15. გევედრები შენ, ვიდრე ჯერ კიდევ სხეულში ხარ, ნუ მოასუსტებ შენს გულს, რადგან ისევე როგორც მიწის მუშას არ ძალუძს დაენდოს მის ყანაში შემოსულ რომელიმე ნაყოფს, რადგან არ იცის, რა შეემთხვევა მას, სანამ სათავსოში დააბინავებს, ამგვარადვე არც ადამიანს აქვს უფლება მოასუსტოს გული, ვიდრე პირში სული უდგას. დიას, ისევე როგორც არ იცის ადამიანმა, თუ რა ვნება შეხვდება მას ვიდრე უკანასკნელ ამოსუნთქვამდე, ამგვარადვე შეუძლებელია ისიც, რომ მოასუსტოს მან თავისი გულ...
link
14. როდესაც გონება გამოიხსნის სულის გრძნობებს ხორციელი სურვილებისგან, გადაიყვანს მათ უვნებობაში და ხორცის ნებათაგან გამომიჯნავს სულს, მაშინ, თუკი იხილავს ღმერთი, რომ, ერთი მხრივ, ვნებათა ურცხვინოება კვლავ აღიძვრის სულის მიმართ, რო...
იხილეთ სრულად
14. როდესაც გონება გამოიხსნის სულის გრძნობებს ხორციელი სურვილებისგან, გადაიყვანს მათ უვნებობაში და ხორცის ნებათაგან გამომიჯნავს სულს, მაშინ, თუკი იხილავს ღმერთი, რომ, ერთი მხრივ, ვნებათა ურცხვინოება კვლავ აღიძვრის სულის მიმართ, რომ მისი გრძნობები ცოდვით შეიპყროს, მეორე მხრივ კი, გონება ფარულად ხმობს უფლისადმი განუწყვეტლივ, მოავლენს იგი თავის შეწევნას და მყისვე გააქრობს ყველა მათგანს
link