წმ. ილია მართალი - ციტატები, გამონათქვამები
წმ. ილია მართალი - ციტატები, გამონათქვამები წმ. ილია მართალი | გამონათქვამები, ციტატები
უსულდგმულო ცხოვრება
ცის ნიჭად ნუ გგონია, -
იგი მიწის ყოფილა,
რასაც ბოლო ჰქონია!
სიცილი და გლოვა ვითომ და-ძმანი არ არიან? ვითომ ხელიხელგაყრილნი არ დაიარებიან ამ მუშტი-კრივში, რომელიც არსებითის პურისათვის დღე-ყოველ გამართულია და რომელსაც ცხოვრებას ეძახიან? ორპირია ცხოვრება: როცა ერთი პირი უცინის, მეორე უტირის.
ქვეყანამ იცის, რომ შური ბრმა არი, იქ აჩვენებს იგი მტერსა, სადაც მოყვარეა, და იქ აჩვენებს მოყვარესა, სადაც მართალი მტერია.
შრომა კაცის ბუნებას ეჯავრება და სიამოვნებას, სიტკბოებას კი კაცის ბუნება ეტანება. მთელი კაცობრიობის ცხოვრება ამ ორთა გრძნობათა ბრძოლაა, ერთი მხრივ იბრძვის შრომის სიძულვილი, მეორე მხრივ სიამოვნების სურვილი.
სიამოვნება, რომლისათვისას კაცი იბრძვის, რომლისათვის თვისთა შეძლებულს შრომას კისრულობს, ის სიამოვნება - უნდა კაცობრიული იყოს, აზრით და ზნეობით სავსე.
რა დიდებული სახეა, რა დიდებული ხატია!.. ღმერთი, მოვლინებული ცხონებად და ხსნად ქვეყნისა, ღმერთი ახალის აღთქმისა, რომელმან უნდა "აღიხვნეს ცოდვანი სოფლისანი". ძე ღვთისა და კაცისა, რომელმან უნდა ნუგეშ-სცეს ქვეყანას, - "მოვედინ, მაშვრა... იხილეთ სრულად
იშვა ქრისტე, იშვა იგი, რომელმან ნათე-სცა ქვეყანას სულითა წმიდითა, იშვა იგი დედისაგან, რომელ კურთხეულ არს დედათა შორის. იშვა იგი, რომელიც, - როგორც იოანე მახარებელი ამბობს, - "დაემკვიდრა ჩვენ შორის და ვიხილეთ დიდება მისი, დიდება ვი... იხილეთ სრულად
იშვა იგი, ვინც გაჭირვებულს და ძირით თხემამდე შერყეულს ქვეყანას მოაცალა ულმობელი საძირკველი "თვალი თვალი წილ" და და ამის მაგირ შთაუდგა "გიყვარდეს მოყვასი შენი, ვითარცა თავი შენი" და ამაზედ ხელახლა დაადგინა დასარღვევად განმზადებული ... იხილეთ სრულად
ღმერთია ყველას მშველელი, მხსნელი...
ღვთით არგანწირულს ყველგან წინ უძღვის მისი მარჯვენე შემწყნარებელი
"ნუ გეშინინ, - ახარებს ქვეყანასა ანგოლოზი: - ნუ გეშინინ, რამეთუ აჰა ესერა გახარებ თქვენ სიხარულსა დიდსა, რომელი იყოს ყოვლისა ერისა, რამეთუ იშვა დღეს თქვენდა მაცხოვარი... და ესე იყოს თქვენდა სასწაულად, ჰპოვოთ ყრმა იგი, შეხვეული და ... იხილეთ სრულად