იმის გამო, რომ არ გვინდა როგორმე მოვთოკოთ ჩვენი ეგოიზმი, რასაც უგუნურად მშობლიურ სიყვარულს ვუწოდებთ, ხშირად ისე ვანებივრებთ ბავშვებს, რომ მათგან ნამდვილ ეგოისტებს ვზრდით, ნამდვილ მომხმარებლებს, რომლებსაც არავითარი სურვილი არა აქვთ...
იხილეთ სრულად
იმის გამო, რომ არ გვინდა როგორმე მოვთოკოთ ჩვენი ეგოიზმი, რასაც უგუნურად მშობლიურ სიყვარულს ვუწოდებთ, ხშირად ისე ვანებივრებთ ბავშვებს, რომ მათგან ნამდვილ ეგოისტებს ვზრდით, ნამდვილ მომხმარებლებს, რომლებსაც არავითარი სურვილი არა აქვთ არც შრომისა, რათა თავი ირჩინონ და არც სწავლისა, რათა შეიძინონ სპეციალობა. უანგარიშოდ ვაძლევთ მათ ყველაფრს, რაც გაგვაჩნია, რაც მოგვეპოვება, ხოლო შემდეგ, ხანდაზმულობისას, ისინი სახლიდან თუ გვერეკებიან, ბედს ვუჩივით. რატომ...
როდესაც ბავშვი საზიარებლად მიგყავთ, უნდა შეაჩვიოთ კიდეც იგი ზიარების სიხარულითა და მოწიწებით მიღებას. არ შეიძლება ბავშვს უთხრათ ასეთი მკრეხელური სიტყვები: „წამოდი, მღვდელი შენ გემრიელ რამეს მოგცემს“, არამედ უნდა უთხრათ: „წავიდეთ, ...
იხილეთ სრულად
როდესაც ბავშვი საზიარებლად მიგყავთ, უნდა შეაჩვიოთ კიდეც იგი ზიარების სიხარულითა და მოწიწებით მიღებას. არ შეიძლება ბავშვს უთხრათ ასეთი მკრეხელური სიტყვები: „წამოდი, მღვდელი შენ გემრიელ რამეს მოგცემს“, არამედ უნდა უთხრათ: „წავიდეთ, ვეზიაროთ ქრისტეს წმინდა საიდუმლოს“. ჩააცვით ლამაზად, ამითაც შეუქმენით განსაკუთრებული განწყობილება. თუ შესაძლებელია, ბავშვი მარხული მიიყვანეთ ზიარებაზე. ყოველივე ამას თქვენი პატარა ადრეული ასაკიდანვე უნდა შეაჩვიოთ.
თუ სულიერი მშობლები ვართ ვინმესი, ანუ ნათლობის საიდუმლოს თანაზიარნი, ეს არ უნდა დაგვავიწყდეს და თუ საქმის ვითარება არ გვაძლევს უფლებას მივიღოთ უშუალო მონაწილეობა ჩვენი ნათლულების აღზრდაში, ვალდებულები ვართ, ვილოცოთ მათთვის. მაგრამ...
იხილეთ სრულად
თუ სულიერი მშობლები ვართ ვინმესი, ანუ ნათლობის საიდუმლოს თანაზიარნი, ეს არ უნდა დაგვავიწყდეს და თუ საქმის ვითარება არ გვაძლევს უფლებას მივიღოთ უშუალო მონაწილეობა ჩვენი ნათლულების აღზრდაში, ვალდებულები ვართ, ვილოცოთ მათთვის. მაგრამ ჩვენ არც ვლოცულობთ სათანადოდ და თუ ისინი ღმრთის მგმობელები გაიზრდებიან, ან თუნდაც ურწმუნონი, ამაში მშობლებთან ერთად ჩვენც ვიქნებით დამნაშავენი.
მშობლის წყევლა საშინელი რამ არის. ვაი მას, ვინც თავისი საქციელით თავს დაიტეხა მშობლის წყევლა, მაგრამ ვაი მის მშობელსაც, რომელმაც დაწყევლა თავისი შვილები. იქნებ ვინმემ მრისხანების ჟამს თავისი შვილი ბოროტ ძალას გაუგზავნა? ჩვენ ხომ უ...
იხილეთ სრულად
მშობლის წყევლა საშინელი რამ არის. ვაი მას, ვინც თავისი საქციელით თავს დაიტეხა მშობლის წყევლა, მაგრამ ვაი მის მშობელსაც, რომელმაც დაწყევლა თავისი შვილები. იქნებ ვინმემ მრისხანების ჟამს თავისი შვილი ბოროტ ძალას გაუგზავნა? ჩვენ ხომ უხილავად გვაკრავს გარს ავი და კეთილი სულების მთელი სამყარო. თქვენს მიერ დაუფიქრებლად წამოსროლილი სიტყვით ხომ თქვენვე აგდებთ საკუთარი შვილის სულს ბოროტის ხელში. შეინანეთ, შესთხოვეთ უფალს პატიება, რომ თქვენი წყევლა წარიშალო...
მონასტერში უფროსების წინაშე მორჩილება სულიერი კანონია. უსიტყვო მორჩილების გზით მავალი მონაზონი ადვილად ცხონდება – ეს პირდაპირი გზაა სულიერი წარმატებისათვის, მაგრამ დიდი ხნის დავიწყებულია მონაზონთა მიერ. ამ გზით უნდა იაროს არა მარტ...
იხილეთ სრულად
მონასტერში უფროსების წინაშე მორჩილება სულიერი კანონია. უსიტყვო მორჩილების გზით მავალი მონაზონი ადვილად ცხონდება – ეს პირდაპირი გზაა სულიერი წარმატებისათვის, მაგრამ დიდი ხნის დავიწყებულია მონაზონთა მიერ. ამ გზით უნდა იაროს არა მარტო მონაზონმა, არამედ ერისკაცმაც.
ვინც მორჩილებით და სიყვარულით მონაწილეობს საეკლესიო ღმრთისმსახურებაში, მუდამ უნდა ახსოვდეს ერთი რამ – თუ გინდა რაიმე სარგებლობა მიიღო და არ მოიწიო შენს თავზე უფლის რისხვა, საჭიროა უპირველეს ყოვლისა, დისციპლინის მკაცრად დაცვა, უფრო...
იხილეთ სრულად
ვინც მორჩილებით და სიყვარულით მონაწილეობს საეკლესიო ღმრთისმსახურებაში, მუდამ უნდა ახსოვდეს ერთი რამ – თუ გინდა რაიმე სარგებლობა მიიღო და არ მოიწიო შენს თავზე უფლის რისხვა, საჭიროა უპირველეს ყოვლისა, დისციპლინის მკაცრად დაცვა, უფროსების უსიტყვო მორჩილება. არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ღმრთისმსახურების მსვლელობის დარღვევა. საჭიროა მდაბლად შევუერთოთ ჩვენი დიდება და გალობა ღმრთის ანგელოზთა ზეციურ გუნდს. წინააღმდეგ შემთხვევაში, უმჯობესია საერთოდ არ...
უმეტესობა ასე ფიქრობს: „მადლობა ღმერთს, არავინ მომიკლავს, ანუ უფლის წინაშე ბრალი არ მიმიძღვის ამ მცნების დარღვევაში“. მაგრამ არსებობს ერთგვარი საშინელი მკვლელობა, როდესაც დედა თავის წიაღსა შინა კლავს შვილს. ეს მკვლელობა ორმაგად მძ...
იხილეთ სრულად
უმეტესობა ასე ფიქრობს: „მადლობა ღმერთს, არავინ მომიკლავს, ანუ უფლის წინაშე ბრალი არ მიმიძღვის ამ მცნების დარღვევაში“. მაგრამ არსებობს ერთგვარი საშინელი მკვლელობა, როდესაც დედა თავის წიაღსა შინა კლავს შვილს. ეს მკვლელობა ორმაგად მძიმეა, ვინაიდან მკვლელი დედაა! ამ ბოროტმოქმედების ჩამდენო დედებო, შეინანეთ! ვინ მოგცათ უფლება განაგოთ, ვინ იცოცხლოს და ვინ არა? თქვენ იქნებ მომავალი გენიოსი მოკალით, ან იქნებ მოკალით ის, ვისაც თავისი ლოცვით ქვეყანა უნდა ...
ნამდვილ მკვლელობასთან ძალიან ახლოს დგას მათი საქციელი, ვინც მრისხანებისა და გაღიზიანების დროს მუშტებს მოიმარჯვებს და გალახავს მოყვასს. იქნებ ვინმე კიდევაც დაამახინჯა ცემით, იქნებ შვილზე გაჯავრებულმა, რაც ხელში მოხვდა, იმით სცემა მ...
იხილეთ სრულად
ნამდვილ მკვლელობასთან ძალიან ახლოს დგას მათი საქციელი, ვინც მრისხანებისა და გაღიზიანების დროს მუშტებს მოიმარჯვებს და გალახავს მოყვასს. იქნებ ვინმე კიდევაც დაამახინჯა ცემით, იქნებ შვილზე გაჯავრებულმა, რაც ხელში მოხვდა, იმით სცემა მას?
რომელ თქვენგანს შეუძლია, განრისხების ჟამს უკბინოს ადამიანს. ალბათ იტყვით, რომ ეს შეშლილის საქციელია. ახლა მოუსმინეთ, რას ამბობს იოანე ოქროპირი ამის გამო: „ფიზიკურ კბენაზე უარესია სიტყვიერად ამ ბოროტების ჩადენა, რადგანაც პირველნი ხ...
იხილეთ სრულად
რომელ თქვენგანს შეუძლია, განრისხების ჟამს უკბინოს ადამიანს. ალბათ იტყვით, რომ ეს შეშლილის საქციელია. ახლა მოუსმინეთ, რას ამბობს იოანე ოქროპირი ამის გამო: „ფიზიკურ კბენაზე უარესია სიტყვიერად ამ ბოროტების ჩადენა, რადგანაც პირველნი ხორცს გლეჯენ კბილებით, ხოლო მეორენი სულს ასახიჩრებენ სიტყვებით, უკურნებელ ჭრილობას აყენებენ ღირსებას. რაც უფრო მეტ ტკივილს მიაყენებს ამის ჩამდენი სხვას, მით მეტი იქნება მისი სასჯელი“
იქნებ თქვენი ჭერვეულობის გამო, კამათში გამარჯვების სურვილით, ადამიანი მიგიყვანიათ უკიდურეს აღელვებამდე, არანაკლებ დამნაშავენი ვართ მისი ცოდვაში ჩაგდებისათვის.