წმ. იოანე სინელი (კიბისაღმწერელი) - ციტატები, გამონათქვამები
წმ. იოანე სინელი (კიბისაღმწერელი) - ციტატები, გამონათქვამები წმ. იოანე სინელი (კიბისაღმწერელი) |
ვინც უმანკოებით, სიმდაბლითა და ურისხველობით აღუდგება წინ, ის კლავს მოწინააღმდეგეს და ქვიშაში მარხავს მას. ქვიშა სიმდაბლეს განასახიერებს, რადგან ვნებებისთვის საძოვარს არ აღმოაცენებს, არამედ მიწაა იგი და ნაცარი. ვიღაც ამ მტანჯველს ღ... იხილეთ სრულად
ისევე როგორც ცოტა-ცოტა წყლის დასხმით შეგვიძლია, ჩავაქროთ ცეცხლი, მრისხანებისა და გულისწყრომის ალსაც ამგვარადვე დაშრეტს ჭეშმარიტი გლოვის ცრემლები. ამიტომ, ამჯერად, თანმიმდევრობით სწორედ ურისხველობაზე ვისაუბროთ
იობს იოტისოდენა ვერცხლისმოყვარეობაც კი არ ჰქონდა და სწორედ ამიტომ შეხვდა უდრტვინველად ყოველივეს დაკარგვას.
ვინც იგემა ზესთასოფლის სიკეთენი, ადვილად თმობს ამქვეყნიურს, ხოლო ვისაც ეს პირველი არ განუცდია, ხარობს ამ უკანასკნელთა მოხვეჭით.
როგორც ფეხებზე ბორკილშებმულთ არ ძალუძთ დაუბრკოლებლად სიარული, ასევე ისინიც, ვინც ფულს აგროვებენ, ვერ შეძლებენ ზეცად აღსვლას
ამპარტავნება სულის სრული სიღატაკეა, რადგან სიზმარსა და წყვდიადში თავს მდიდრად წარმოიდგენს, მაგრამ, როდესაც გაიღვიძებს და ნათელს იხილავს, მაშინ მიხვდება, რომ პურიც კი არ ჰქონია.