ბიბლია - ციტატები, გამონათქვამები

ბიბლია - ციტატები, გამონათქვამები ბიბლია, გამონათქვამები, ციტატები, ამონარიდები

ციტატები, ამონარიდები, გამონათქვამები

იკითხვიდე რა სახარებას, ნუ ეძიებ მასში განცხრომასა და ტკბობას, ნუ ეძებ მასში აღტაცებასა და განსაცვიფრებელ აზრებს, არამედ ეცადე დაინახო მასში შეუცდომლად წმიდა ჭეშმარიტება. იკითხვიდე რა სახარებას, ნუ ეძიებ მასში

ვიდრე წაიკითხავდე, შეჰვედრე უფალს, რომ მან გაგიხსნას გონება, რათა განიცადო მასში მოთხრობილი საკვირველებანი ღვთისა.
იკითხე სახარება უდიდესი მოკრძალებითა და ყურადღებით, არაფერი მიიჩნიო მასში ნაკლებმნიშვნელოვნად. გახსოვდეს, რომ ყოველი სიტყვა, ყოველი წინადადება მისი ასხივებს სიცოცხლის სხივს. დაუდევარი მოპყრობა, გაუფრთხილებლობა ამ სიცოცხლისა კი ნიშნავს სიკვდილს.
იკითხვიდე რა მაცხოვრის მიერ განკურნებულ სნეულებზე, ბრმებზე, განრღვეულებზე, ბოროტი ძალებით შეპყრობილებზე, გაიაზრე, რომ ათასგვარი ცოდვებით დამძიმებულ-დასნეულებული სული შენი, ემსგავსება წმიდა წერილში მოხსენებულ გაჭირვებულთ. ირწმუნე სახარებით, რომ იესო მაცხოვარს, რომელმაც განკურნა ისინი, შეუძლია შენი განკურნებაც, შენი ცოდვათაგან აღდგენაც, თუ კი ამისთვის შესთხოვ. მაგრამ ვიდრე მიაკითხავდე მხსნელს დასახმარებლად, საჭიროა ჯერ შეიცნო და აღიარო შენი სისუსტე და უძლურება. ცოდვილი ადამიანი, რომელსაც სიამაყის გამო არ უნდა საკუთარი ნაკლის დანახვა, რა თქმა უნდა, არ მიაკითხავს ქრისტეს, რადგან იგი მას არ სჭირდება. დანახვა საკუთარი ცოდვებისა, დანახვა ადამიანთა მოდგმის დაცემული და დამდაბლებული მდგომარეობისა არის განსაკუთრებული წყალობა ღვთისა, რაც ყველას ერთიანად არ მიეცემა. ამიტომ, ძმანო, უპირველესად გამოითხოვე ეს დიდი ნიჭი ღვთისაგანდა მაშინ გასაგები გახდება შენთვის წიგნი ზეციური მკურნალისა. ვიდრე წაიკითხავდე, შეჰვედრე უფალს, რომ მან

გელათის სახარება გვაძლევს ცოდნას იმის შესახებ, რომ ჯერ კიდევ წმინდა გიორგი მთაწმიდლამდე არსებობდა სახარების ქართული თარგმანები და რომ ეს თარგმანები წმ. გიორგის დროს უკვე ძველად ითვლებოდა. მაინც, რამ აიძულა ამ შემთხვევაში წმინდანი ხელახლა ეთარგმნა სახარება, რომელ ძველ თარგმანებზე ამბობს იგი და ვის ეკუთვნოდა ისინი? პასუხს ამ კითხვაზე ჩვენ ვპოულობთ იმავე წმ. გიორგის ცხოვრებაში, რომელიც მისმა მოწაფემ აღწერა. "ცხოვრების" მიხედვით, წმინდანმა კალამი აიღო იმისთვის, რომ 1) ზოგიერთი წიგნი საერთოდ არ არსებობდა ქართულ ენაზე, ხოლო მათი თარგმნა კი საჭირო იყო, რაც წმინდანმა შეასრულა კიდევაც; 2) სხვა წიგნთა თარგმნა უკვე დაწყებული იყო წმ. ეფთვიმეს დროს, მაგრამ დროის უქონლობის გამო მის მიერ ვერ იქნა დასრულებული - საჭირო იყო დაუმთავრებლის დამთავრება, რაც წმინდანმა ასევე შეასრულა; 3) სხვა წიგნები, რომლებიც, მართალია, იყო ადრე თარგმნილი, მაგრამ - ნაჩქარევად და საჭიროებდა გადამოწმებას; ამასთან ისინი დააზიანა როგორც დრომ და გადამწერთა უმეცრებამ, ასევე დამახინჯებებმა და მავანთა მუხანათობამ: საჭირო იყო ასეთ წიგნთა შეჯერება ბერძნულთან და მათ მიხედვით ხსენებულ ნაკლოვანებათა შესწორება, რაც წმინდანმა მით უფრო მონდომებით შეასრულა, რადგან ამ წიგნთა შორის იყო სახარება და პავლენი. გელათის სახარება გვაძლევს ცოდნას იმის

ბიბლია არის ის ერთადერთი წიგნი კაცობრიობისა, რომელიც წარმოგვიდგენნს ადამიანს ისეთს, როგორიც იგი იყო და არის საერთოდ: დაცემული და აღმდგარი, აღმდგარი და დაცემული; გვიჩვენებს მის დიდებულ და სუსტ მხარეებს. ბიბლია არის ის ერთადერთი წიგნი კაცობრიობისა

image
image თემა: ბიბლია
ავტორი: ილია II

ამგვარად, თუ V საუკუნის პირველ ნახევარში არა, ყოველ შემთხვევაში - მეორე ნახევარში მაინც საქართველოში უკვე არსებობდა მშობლიურ ენაზე საღმრთო წერილის თარგმანი და აუცილებელი საღვთისმსახურო ლიტერატურა (შდრ. კორიუნის ცნობა). ამასთანავე, ქართულ ენაზე უნდა გაჩენილიყო რელიგიურ-ზნეობრივი ხასიათის თხზულებანი, როგორიცაა: წმინდანთა ცხოვრებანი, სწავლანი და სხვა. ეჭვის გარეშეა, რომ ისინი საქართველოში საკმაოდ ადრე აღმოცენდნენ. თავისთავად ცხადია, წმინდანთა ცხოვრებებიდან ყველაზე ადრე უნდა გაჩენილიყო სწორედ ისეთები, რომლებშიც მოთხრობილი იქნებოდა თვით საქართველოსთან ახლო დამოკიდებულებაში მყოფი წმინდანების ცხოვრება და მოღვაწეობა. და მართლაც, წმ. ნინოს ცხოვრების ავტორი პირდაპირ ამბობს, რომ ქართველებმა მოისურვეს, ჰქონოდათ "ცხოვბრება" თავიანთი განმანათლებლისა თვით მის წმინდა ბაგეთაგან მოსმენილი. ამ მიზნით წმინდანის სასიკვდილო სარეცელის გარშემო მყოფთა აიღეს კალამი და ჩაიწერეს ყოველივე - წმინდანის მიერ მონათხრობი. ამგვარად, თუ V საუკუნის პირველ ნახევარში არა

თქვენი ყოველდღიური თანამგზავრი უნდა გახდეს წიგნი და მათ შორის უპირველესი წიგნი - ბიბლია. თქვენი ყოველდღიური თანამგზავრი უნდა გახდეს

image
image თემა: ბიბლია
ავტორი: ილია II

ბიბლია არის ერთადერთი წიგნი კაცობრიობისა, რომელიც წარმოგვიდგენს ადამიანს ისეთს, როგორიც იგი იყო და არის საერთოდ; დაცემული და აღმდგარი, აღმდგარი და დაცემული; გვიჩვენებს მის დიდებულ და სუსტ მხარეებს. ბიბლია არ პირფერობს და არც ამცირებს პიროვნებას, არამედ წარმოგვიდგენს მას ისეთს, როგორადაც ხედავს ადამიანს მისი შემოქმედი ღმერთი, ყოვლის მხილველი ბიბლია არის ერთადერთი წიგნი კაცობრიობისა

image
image თემა: ბიბლია
ავტორი: ილია II

ბიბლია, გამონათქვამები, ციტატები, ამონარიდები

2