სათნოებათმოყვარეობა (პირველი წიგნის პირველი ნაწილი) - ციტატები, ამონარიდები
188. დაიცავი შენი სიტყვა ქადილისგან და შენი აზრი – ქედმაღლობისგან, რათა არ იქნე მიშვებული და არ გააკეთო საწინააღმდეგო, რადგან არათუ თავისთავად ადამიანისგან აღესრულება სიკეთე, არამედ – გამომდინარე ყოვლისმხედველი ღვთისგან (შეგონების... იხილეთ სრულად
189. ყოვლისმხედველი ღმერთი ისევე განუკუთვნებს საკადრის მოსაწევარს ჩვენეულ აზრებსა და ნებაყოფლობით გულისზრახვებს, როგორც – ჩვენს საქმეებს.
190. უნებური გულისზრახვები წინმსწრები ცოდვისგან აღმოცენდება, ხოლო ნებსითი – ჩვენი თვითუფლებრივი ნებისგან. აქედან, პირველთა მიზეზებად მეორენი წარმოჩნდებიან (იგულისხმება, რომ რადგან უნებურ გულისზრახვათა – ვნებად ან უკეთურ გულისზრახვ... იხილეთ სრულად
191. ჩვენი სურვილის საწინააღმდეგო უკეთურ გულისზრახვებს ჩვენგან წუხილი ახლავს და ამიტომაც მყისიერად განქარდებიან, ხოლო სურვილისმიერთ – სიხარული, რის გამოც ძნელია მათგან თავის დაღწევა.
192. სიამეთმოყვარე ადამიანს მწუხარებაში აგდებს გაკიცხვები და შეჭირვებები, ღვთისმოყვარეს კი – ქება–დიდებანი და მრავლისმქონეობანი.
193. ღვთის მსჯავრთა არმცოდნე ადამიანი კლდოვან გზაზე გადის გონებით და ნებისმიერი ქარისგან ადვილად ენარცხება ქვევით, რადგან აქებენ რა, ამპარტავნებს, კიცხავენ რა, წყრება, შვებაშია რა, აღვირახსნილი ხდება, შეჭირვებულია რა, მწუხარებს, შ... იხილეთ სრულად
194. დიახ, როდესაც მავანი ვერ შეძლებს იმას, რომ ქრისტეს მადლით მოიპოვოს ჭეშმარიტების ცოდნა და ღვთის შიში, იგი არა მხოლოდ ვნებებისგან, არამედ შემთხვევებისგანაც საშინელ ჭრილობებს მიიღებს.
195. როდესაც დახლართული საქმის მოგვარება გსურს, ის ეძიე, რაც ამ საქმესთან დაკავშირებით ღვთისთვის სათნოა, და ჰპოვებ კიდეც მის სასიკეთო გადაწყვეტას.
196. რა საქმეებიც სათნოა ღვთისთვის, იმ საქმეებსვე ჰმსახურებს აგრეთვე მთელი ქმნილება, მაგრამ რასაც კი განერიდება იგი, მსგავსადვე იმას ქმნილებაც წინ აღუდგება.
197. ვინც ეწინააღმდეგება სამწუხარო შემთხვევებს, როგორც უმეცარი, უპირსპირდება ღვთის ბრძანებას, ხოლო ვინც ჭეშმარიტი ცოდნის კვალობაზე იწყნარებს მათ, ამგვარი ვინმე, წერილის თანახმად, „დაუთმობს უფალს“ (ფს. 26.14).