სათნოებათმოყვარეობა (პირველი წიგნის პირველი ნაწილი) - ციტატები, ამონარიდები
198. როდესაც მოიწევა განსაცდელი, ეძიე არა ის, თუ რის გამო და საიდან შეგემთხვა იგი, არამედ ის, თუ როგორ დაითმინო ეს განსაცდელი მადლიერებით, დაუმწუხრებლად და ძვირუხსენებლად.
200. თუკი ძნელად ვიპოვით ვინმეს, ვინც განსაცდელთა გარეშე სათნოეყო ღმერთს, მაშ, გვმართებს მადლიერნი ვიყოთ ღვისა ყოველი შემთხვევის გამო.
201. პეტრეს ღამეული თევზაობა რომ წარუმატებელი არ ყოფილიყო, დღისეულს ვერ ჰპოვებდა იგი (ლკ. 5. 3–10); პავლე რომ ხორციელად არ დაბრმავებულიყო, გონითად ვერ აახელდა თვალს (საქ. 9. 1–20); სტეფანესთვისაც რომ არ დაეწამებინათ ცილი როგორც ღვ... იხილეთ სრულად
202. ისევე როგორც სათნოებად ითქმის საღვთო საქმე, ასევე განსაცდელად ითქმის მოულოდნელი შეჭირვება.
203. ღმერთმა გამოსცადა აბრაამი (შესაქ. 22.1 და შემდ.), ესე იგი მისივე სარგებლობისთვის შეაჭირვა იგი, თუმცა არა იმიტომ, რომ შეეცნო უფალს, თუ როგორია აბრაამი (რადგან იცოდა მან იგი, რომელიც ყოველთა მცოდნეა ვიდრე მათ დაბადებამდე), არამ... იხილეთ სრულად
204. ყოველი შეჭირვება ააშკარავებს ჩვენი ნების მიდრეკილებას, მარჯვნივაა იგი მიდრეკილი თუ მარცხნივ. ამის გამო იწოდება შემთხვეული შეჭირვება განსაცდელად, რადგან დაფარულ ნება–სურვილთა გამოცდას უწყობს იგი შეჭირვებულს.
205. ღვთის შიში გვაიძულებს, რომ ვებრძოლოთ უკეთურებას, ხოლო როდესაც ვიბრძვით, ღვთის მადლი აღხოცავს მას.
206. სიბრძნეა არა მხოლოდ ის, რომ ბუნებრივი კანონზომიერების შესაბამისად ვიცოდეთ ჭეშმარიტება, არამედ აგრეთვე ისიც, რომ დავითმენდეთ ჩვენს შეურაცხმყოფელთა უკეთურებას როგორც კუთვნილს, რადგან რომლებიც პირველში დარჩნენ (ე.ი. იმ სიბრძნეში... იხილეთ სრულად
207. თუ გსურს, რომ არ იმართებოდე ბოროტი გულისზრახვებისგან, განიკუთვნე არარაობა სულისა და შეჭირვება ხორცისა, ხოლო ეს – არა ნაწილობრივ, არამედ ყოველ ჟამს, ყოველ ადგილას და ყოველ საქმეში.