სათნოებათმოყვარეობა (პირველი წიგნის პირველი ნაწილი) - ციტატები, ამონარიდები
218. არავის ძალუძს, რომ საღვთო შეჭირვება და მწუხარება ჰქონდეს, თუ უპირველესად ამათ მიზეზებს არ შეიყვარებს.
219. ღვთის შიში და მამხილებლობა მწუხარებას განისაკუთრებს, ხოლო მმარხველობა და მღვიძარება შეჭირვებას თანაშეეტკბობა.
220. ვინც წმინდა წერილის მცნებებსა და შეგონებებზე არ იზრდება, გაიდენება იგი ცხენის მათრახითა და ვირის სახრეთი (შდრ. იგავ. 26.3), ხოლო თუ ამათაც განაგდებს, მაშინ „აღვირითა და ლაგმით მოითრგუნება მისი ყბები“ (ფს. 31.9)
221. მცირე ვნებათაგან ადვილად დამარცხებული კანონზომიერად არის დიდთა მონადაც ქცეული, ხოლო მცირეთა მომძაგებელი დიდთა წინააღმდეგ უფლის მიერ ამხედრდება.
222. ნუ შეეცდები მხილებით არგო სათნოებებით მოამპარტავნეს, რადგან შეუძლებელია, რომ ერთი და იგივე ადამიანი თავმომწონეც იყოს და ჭეშმარიტების მოყვარულიც.
223. ქრისტეს ყოველი სიტყვა ღვთის წყალობას, სამართლიანობასა და სიბრძნეს წარმოაჩენს და ამათ ძალას სმენის გზით შთანერგავს წადიერად მსმენელებში. ამიტომაც, უმოწყალოებმა და უსამართლოებმა, უსიამოვნოდ რომ უგდებდნენ ყურს, ვერ შეძლეს ღვთის ... იხილეთ სრულად
224. ამის მცოდნე უფალი გვამცნებს ჩვენ, როდესაც გვეუბნება: „ნუ ზრუნავთ ხვალისთვის“ (მ. 6. 34), და ჯეროვნადაც, რადგან ვინც ნივთთაგან და მათზე ზრუნვისაგან არ გათავისუფლებულა, როგორღა შეძლებს უკეთურ გულისზრახვათაგან თავის დაღწევას? ხო... იხილეთ სრულად
225. მაშ, გვმართებს, რომ ზემოთქმულთა მიმდევრობის შესაბამისად ვეცადოთ სახლის პოვნას და ლოცვაში განმტკიცებულებმა დავაკაკუნოთ მასზე (მ. 7.7), რომ ან ამ ცხოვრებაში ანდა გარდაცვალებისას გაგვიხსნას უფალმა კარი და არკი მოხდეს ისე, რომ გვ... იხილეთ სრულად
226. აი, ეს სამართალნი შევიცანით სულიერი რჯულისა, მცირედი მრავლისაგან, რომელთა შესწავლასა და აღსრულებას თვით დიდი მეფსალმუნეც გამუდმებით შეაგონებს იმათ, უწყვეტად რომ ფსალმუნებენ უფალ იესოს მიერ, ვისაც შეჰფერის დიდება, მპყრობელობა ... იხილეთ სრულად
1. მღვიძარება ესა სულიერი საშუალება, რომელიც, გახანგრძლივებული და გულმოდგინედ წარმართებული, ღვთის შეწევნით ადამიანს ყოვლითურთ ათავისუფლებს ვნებადი გულისზრახვებისგან, სიტყვებისგან და უკეთური საქმეებისგან, მიჰმადლებს რა მას, ამგვარა... იხილეთ სრულად