2. დიდი რჯულმდებელი მოსე, უფრო კი სულიწმინდა, წარმოაჩენს რა ამგვარი სათნოების (მღვიძარების) უბიწოებას, სიწმინდეს, გარემომცველობას და ამამაღლებლობას, ამასთან, გვასწავლის რა, თუ რა სახით გვმართებს მისი მოპოვება და განსრულება, ამბობს...
იხილეთ სრულად
2. დიდი რჯულმდებელი მოსე, უფრო კი სულიწმინდა, წარმოაჩენს რა ამგვარი სათნოების (მღვიძარების) უბიწოებას, სიწმინდეს, გარემომცველობას და ამამაღლებლობას, ამასთან, გვასწავლის რა, თუ რა სახით გვმართებს მისი მოპოვება და განსრულება, ამბობს: „ყურადღება მიაქციე შენს თავს, რომ ფარული სიტყვა ურჯულოება არ გახდეს შენს გულში“ (II სჯ. 15.9). „ფარულ სიტყვად“ სახელდებს იგი უკეთური რამ საქმის მარტოოდენ აზრისმიერ წარმოსახვას, მოძაგებულს ღვთისგან, რასაც, ეშმაკისგან შე...
3. მღვიძარება ესაა გზა ღვთის ყველა სათნოებისა და მცნებისა, რაც „გულისმიერ მყუდროებადაც“ ითქმის. ამასთან, იგი, არაზმანებითად განსრულებული (ე.ი. არამოჩვენებითად ანუ ჭეშმარიტად განსრულებული, ნამდვილად მიღწეული), არის აგრეთვე „დაცულობ...
იხილეთ სრულად
3. მღვიძარება ესაა გზა ღვთის ყველა სათნოებისა და მცნებისა, რაც „გულისმიერ მყუდროებადაც“ ითქმის. ამასთან, იგი, არაზმანებითად განსრულებული (ე.ი. არამოჩვენებითად ანუ ჭეშმარიტად განსრულებული, ნამდვილად მიღწეული), არის აგრეთვე „დაცულობა გონებისა“.
4. ვერ ხედავს მზეს ბრმადშობილი. ამგვარადვე, ვერც მღვიძარების გარეშე მავალი ხედავს ზეგარდმო მადლის მდიდრულ გაბრწყინებებს, ვერცთუ უკეთური და ღვთისთვის საძაგელი საქმეებისგან, სიტყვებისა და აზრებისგან გათავისუფლდება იგი. ამგვარნი მიცვ...
იხილეთ სრულად
4. ვერ ხედავს მზეს ბრმადშობილი. ამგვარადვე, ვერც მღვიძარების გარეშე მავალი ხედავს ზეგარდმო მადლის მდიდრულ გაბრწყინებებს, ვერცთუ უკეთური და ღვთისთვის საძაგელი საქმეებისგან, სიტყვებისა და აზრებისგან გათავისუფლდება იგი. ამგვარნი მიცვალების ჟამს ვერ აუვლიან გვერდს თავისუფალი სახით ტარტაროზის მთავართ.
5. ყურადღება ესაა გულისმიერი მუდმივი მოსვენებულობა ყოველგვარი გულისზრახვისგან, ამასთან, მარადის და ყოველჟამს მარტოოდენ იესოს, ღვთის ძისა და ღმერთის, ამომსუნთქველი და მხმობელი და გაბედულად მტრებს შერკინებული მასთან ერთად, მისდამი ა...
იხილეთ სრულად
5. ყურადღება ესაა გულისმიერი მუდმივი მოსვენებულობა ყოველგვარი გულისზრახვისგან, ამასთან, მარადის და ყოველჟამს მარტოოდენ იესოს, ღვთის ძისა და ღმერთის, ამომსუნთქველი და მხმობელი და გაბედულად მტრებს შერკინებული მასთან ერთად, მისდამი აღმსარებელი, ვისაც აქვს ერთადერთს უფლებამოსილება ცოდვათა მიტევებისა. ამგვარი სული, ნიადაგ შეეტკბობა ქრისტეს, გულთა ერთადერთ ფარულმცოდნეს, მისი ხმობის გზით, ამასთან, ცდილობს, ადამიანებს ყოველგვარად დაუფაროს თავისი სიტკბოებ...
6. მღვიძარება ესაა გულისზრახვის შეუძრავი დამყარებულობა და მისი მდგომობა გულის კარებში, რომელიც ხედავს მომსვლელ გულისზრახვებს, ქურდებს, და ესმის, ერთი მხრივ, რას ამბობენ, მეორე მხრივ კი, რას აკეთებენ ეს მკვლელები, ანთუ რა არის ეშმა...
იხილეთ სრულად
6. მღვიძარება ესაა გულისზრახვის შეუძრავი დამყარებულობა და მისი მდგომობა გულის კარებში, რომელიც ხედავს მომსვლელ გულისზრახვებს, ქურდებს, და ესმის, ერთი მხრივ, რას ამბობენ, მეორე მხრივ კი, რას აკეთებენ ეს მკვლელები, ანთუ რა არის ეშმაკებისგან გამოკვეთილი და ძეგლად აღმართული გამოსახულება, რაც იმას ცდილობს, რომ თავისი თავის მიერ წარმოსახვითად აცთუნოს გონება. როდესაც კი ამ ყოველივეს შრომისმოყვარედ მოვიმუშაკებთ, მაშინ მღვიძარება გონითი ბრძოლის გამოცდილებ...
7. რისი შობაც ძალუძს ორმაგ შიშს, – კერძოდ, ერთი მხრივ, ღვთისგან მიტოვებულობებს და, მეორე მხრივ, განსაცდელთა განმსწავლელობით შემთხვევებს, – ესაა ყურადღების ზედამხედველობითი გახშირებულობა (ე.ი. საკუთარ მოქმედებათა მუდმივად მაკონტროლ...
იხილეთ სრულად
7. რისი შობაც ძალუძს ორმაგ შიშს, – კერძოდ, ერთი მხრივ, ღვთისგან მიტოვებულობებს და, მეორე მხრივ, განსაცდელთა განმსწავლელობით შემთხვევებს, – ესაა ყურადღების ზედამხედველობითი გახშირებულობა (ე.ი. საკუთარ მოქმედებათა მუდმივად მაკონტროლებელი და გარეგან საცთურთა უკუმგდები ყურადღება) იმ ადამიანის გონებაში, რომელიც ცდილობს, რომ წყარო დაუხშოს უკეთურ გულისზრახვებსა და საქმეებს. სწორედ ამის გამოა მიტოვებულობანიც და ღვთისგან მომდინარე მოულოდნელი განსაცდელები...
8. მტრების წინააღმდეგ მდგომი და ქრისტეს მხმობი გონება, რომელიც მისკენ მიილტვის, როგორც რამ მხეცი, მრავალი ძაღლის მიერ გარშემორტყმული და დაცული ადგილიდან მათთან შერკინებული, შორს კი გონითად წინამხედველი უხილავი მტრების გონითი რაზმე...
იხილეთ სრულად
8. მტრების წინააღმდეგ მდგომი და ქრისტეს მხმობი გონება, რომელიც მისკენ მიილტვის, როგორც რამ მხეცი, მრავალი ძაღლის მიერ გარშემორტყმული და დაცული ადგილიდან მათთან შერკინებული, შორს კი გონითად წინამხედველი უხილავი მტრების გონითი რაზმებისა და მათ წინააღმდეგ მშვიდობისმყოფელი იესოს ზედიზედ მხმობელი დაუჭრელი რჩება მათგან.
9. თუკი უწყი და მოგეცა შენ, რომ „განთიადისას წარდგე უფლის წინაშე და დანახული იყო მისგან“ (ფს. 5.4), თუმცა არა მხოლოდ ეს, არამედ ისიც, რომ ხედავდე მას, მაშ იცი, რასაც ვამბობ, ხოლო თუ არა, მღვიძარე იყავი და მიიღებ.
10. ზღვათა შედგენილობა ბევრი წყალია, ხოლო შედგენილობა და სიმტკიცე მღვიძარებისა, სიფხიზლისა და ღრმა სულისმიერი მყუდროებისა, აგრეთვე უფსკრული უჩვეულო და დაფარული ხილვებისა, გონივრული სიმდაბლისა, სამართლიანობისა და სიყვარულისა ესაა თ...
იხილეთ სრულად
10. ზღვათა შედგენილობა ბევრი წყალია, ხოლო შედგენილობა და სიმტკიცე მღვიძარებისა, სიფხიზლისა და ღრმა სულისმიერი მყუდროებისა, აგრეთვე უფსკრული უჩვეულო და დაფარული ხილვებისა, გონივრული სიმდაბლისა, სამართლიანობისა და სიყვარულისა ესაა თავად უკიდურესი მღვიძარება და გულისზრახვების გარეშე ლოცვა იესო ქრისტესი, და ეს – ხანგძლივად და ხშირად, ამასთან მოწყინების გარეშე (შდრ. ლკ. 18.1).
11. „არა ყველა ის, – ამბობს უფალი, – ვინც მეტყვის მე: უფალო, უფალო, შევა ცათა სასუფეველში, არამედ ის, ვინც ასრულებს ჩემი მამის ნებას“ (მთ. 7.21), ხოლო მისი მამის ნება შემდეგია: „რომლებსაც გიყვართ უფალი, მოიძაგეთ ბოროტი“ (ფს. 96.10...
იხილეთ სრულად
11. „არა ყველა ის, – ამბობს უფალი, – ვინც მეტყვის მე: უფალო, უფალო, შევა ცათა სასუფეველში, არამედ ის, ვინც ასრულებს ჩემი მამის ნებას“ (მთ. 7.21), ხოლო მისი მამის ნება შემდეგია: „რომლებსაც გიყვართ უფალი, მოიძაგეთ ბოროტი“ (ფს. 96.10). ამიტომ, იესო ქრისტეს ლოცვასთან ერთად მოვიძაგოთ ბოროტი გულისზრახვებიც და, აჰა, აღგვისრულებია ნება ღვთისა.